ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2018


მე მაინც გიცნობ

ვითვლი სიმცირეს, სიმრავლეს ვითვლი,
უძლურ სივრცეებს ვცელავ:
რა მოერევა მორევებს – თითქვი, –
ნეტავი  ბედისწერავ...

მეხსიერების შუაში ზიხარ,
დროა ჩვენ შორის ვიწრო.
არ მინახიხარ, არ გამიცნიხარ,
თუმცა მე მაინც გიცნობ:

შენში სამყარო ცაზე შორია,
ცისარტყელაზე–ფერი.
ტყემალს თვალებზე აზის თოლია,
ლურჯი სინათლის მფენი.

ეს ყოველივე ისე ვრცელია,
მშვენი და ისე შენი,–
ანგელოსები მყისვე  იწერენ,
მორჩაო სისავსენი.

გარემოების გარე მოება
ფიქრებს რძისფერი არე.
გულს ნანათი და მონანიებით
სუნთქვაში გაეპარე.

დღემდე და დღესა რაც მიმღერია,
შენი გულისხმა არი,
ჩემში გალობა ჩვენი მხარეა,
ანაზდად მოეპყარი.

კოცნის კოცონის მწველი გიზგიზით,
ძლიერი მომე ალი.
და მე ვაცხადებ ცხადი ხაზგასმით–
ახლაა მომავალი.

ვცურავ, ვიხრჩობი, მივფრინავ ზღვაში,
ვღელავ, ვცოცხლდები ახლა,
შენზე ფერების  სულით მარხვაში,
განცდები მომეახლა.

ჩემი ყველა გზა შენი ტოლია,
მგზნე და უვრცესი შენებრ.
თუთას სათუთად არხევს თოლია,
ხვალამდე შევაჩერებ.

ეს განთიადიც გადაჰყვა წამებს,
გადაჰყვა ანარეკლი.
თუმც ყოველ დილით სიცოცხლის ზარებს
რეკდი, რეკდი და რეკდი.

ყოველწამიერ გზარდე და მზარდე;
ყველა ფოთოლიც–ზრდილი.
მარად, თავდახრას იმშვენებს ვარდი
მწვერვალზე გადაზრდილი.

ვიცი, სიცივე შენთვის სულ სხვაა,
ვიდრე ჩვენში ვგრძნობ სითბოს.
მინდა,–
შენი ,,მე“ ისეც სუნთქვაა, –
გავუსინონიმ–რითმო, – 

ზურმუხტი მთების მაღალ მდელოებს,
ფირუზი ცის სამყაროს...
ნება მიბოძე, რომ მწამდე პოეტს,
და რწმენა გავამყარო...

მეხსირების შუაში ზიხარ,
დროა ჩვენ შორის ვიწრო.
არ მინახიხარ,არ გამიცნიხარ
მაგრამ მე მაინც გიცნობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები