ნაწარმოებები



ავტორი: ბავარელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 მაისი, 2018


პოეზია და სიგიჟე


როგორც უკვე ცნობილია გენიალობისა და შთაგონების საკითხზე  ერთმანეთს უპირისპირდება ორი თვალსაზრისი: მისტიკურ–რელიგიური და რაციონალისტური. პირველის სათავე პლატონია. მისი აზრით ყველა დიდი პოეტი ღირსეულ ნაწარმოებს სიშმაგისა და ღვთაებრივი შთაგონების პროცესში წერს. ეს კი მისი აზრით გონების საწინააღმდეგო აქტია. როცა პოეტს ,,გონება დაეუფლება“ იგი უძლურია შექმნას ღირსეული ლექსები. საუკუნეების განმავლობაში იმეორებდნენ პლატონის ამ დებულებებს, რასაც ჯერ რელიგიურ მისტიკური ხასიათი ჰქონდა, შემდეგ კი მეცნიერებაც დაინტერესდა ამ საკითხით. ბულგარელი აკადემიკოსი მ.არნაუდოვი წერს, ზოგი ამ სიშმაგის შესახებ მართალიაო. სხვები ,,სიშმაგეს“ ასეც ნათლავენ :,,შემოქმედებითი ექსტაზი“, ,,სულიერი ენდომოსი“, ,,შემოქმედების კრიზისული სფერო და სხვა. განსაკუთრებით საყურადღებოა თვალსაზრისი ,,კრიზისული სფეროს“ შესახებ.
        მეცნიერული თვალსაზრისით კი აქ უკვე ღმერთებისა და მუზების შთაგონებაზე კი არ არის ლაპარაკი არამედ თავის ტვინის ფსიქოფიზიოლოგიური თვალსაზრისით შესწავლაზე. ეს კი მართლაც მეცნიერების სფეროა და არა მისტიკისა და რომანტიკის. მართალია კვლევა ძიება ჯერჯერობით ვერც ამ სფეროში სცილდება მგონიაობისა და ვარაუდების სფეროს, მაგრამ რაც არის, ისიც საინტერესოა. საკითხი ეხება ისევ იმ ერთდროული აღქმის საზღვრებს და მისი გადალახვის შესაძლებელ შედეგებს. საერთოდ ეს ,,ერთდროულობა“ საკმაოდ ცნობილია თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში. ამბობენ : ,,ერთდროულობის სიმულტანური ბურუსი“    ,,მრავალი კადრის მოთავსება ერთ კადრში“ ,,ყველაფერი ყველგან და ყველა ყველაფერში“ ,,მთელი სამყარო ერთ ღვთაებრივ ხედვაში“ და სხვა. თანამედროვე გერმანელი მეცნიერები ამას ,,ერთხედვას“ უწოდებენ. ცხადია ეს ეხება არა იმათ, ვისზედაც თქმულა : ,,რაითა ხედვითა ხედვიდნენ და არა იხილონ“ არამედ  იმათ ვინც ,,ორი მილიონი თვალებით“ უყურებს  სამყაროს და ამიტომაც ვერ ეტევა ოპტიმალურ ფარგლებში.
      სწორედ ეს არის, იმ კრიზისულ მდგომარეობას რომ იწვევს და ის ერთხედვა ჰალუცინაციებში გადაჰყავს...ვინ იცის იქნებ ეს ,,ჰალუცინაციებია“ უმაღლესი ინტელექტისა და უმაღლესი ემოციების გამოვლენის ფორმა. ყოველ შემტხვევაში, მეცნიერებას გარკვეული წარმოდგენა აქვს ამ საკითხზე. ფსიქოლოგები ჰალუცინაციებს უწოდებენ შინაგანი ცხოვრების დაზაბულობას, რასაც გარეგნული მიზეზი არა აქვს და მთლიანად წარმოსახვის შედეგია.
        მართალია პოეზიაში ძნელია იმის გარკვევა სად შორდებიან ერთმანეთს ეს ,,გარეგანი“ და ,,შინაგანი“ მიზეზები, რადგან აქ ,,მიზეზთა მიზეზებითაც“ ინტერესდებიან (გალაკტიონი ,,მიზეზთა– მიზეზი და კიდევ მიზეზი“)მაგრამ ამგვარი განმარტებაც მისაღებია განსაზღვრულ ფარგლებში. ყოველ სემთხვევაში პოეზია საერთოდ არ არის თავისუფალი ,,ჰალუცინაციებისაგან“. ამიტომაა რომ ლიტერატურათმცოდნეებმა ამას დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს. მათ შორის იყვნენ ისეთებიც რომელთაც ,,წმინდა ჰალუცინაციები“ ავადმყოფურ მოვლენად მიაჩნდათ. ახლა ჩვენ უკვე ვიცით რა არის ამის საფუზველი: რა და....ნამდვილსა და წარმოსახულს შორის ყოველგვარი საზღვრის წაშლა. მაგალითად ჟერარ ნერვალს წარმოსახვის რეალობის გარდა არაფერი სწამდა. ამიტომ მის პოეზიასიც წარმოსახვის ეს სიზმარისეული პროექცია დროსა და სივრცის გარეშე შექმნილი სახეების ჰალუცინაციებს  იწვევდა , რასაც თეოფილ გოტიეც ადასტურებს.
    დელაკრუესაც სჯეროდა სიზმრების რეალობისა. იგი მეხსიერებასი ჩარჩენილ და წარმოსახვით შექმნილ სურათებს ისე ცხადად ხედავდა რომ ერთმანეთისაგან ვერც არჩევდა. ცნობილია , რომ ლეონარდოს , რაფაელს, ჰოლბაინს, ბოკლინს წარმოსახული სურათები უწევდა მოდელის მაგივრობას . ეს მეტ თავისუფლებას ანიჭებდა მათ ხელოვნებას...
 
.....ამ საკითხზე ბევრმა წაიტეხა ფეხი. ჯერ იყო და ი.ტენი ამტკიცებდა ე.წ. ,,წმინდა ჰალუცინაციები“ ავადმყოფური მოვლენააო. ამან გააღიზიანა გ.ფლობერი და ასეთი წერილი მისწერა ი.ტენს: 
        _ხელოვანის შინაგან ხილვასა და ჰალუცინაციებს ნუ აიგივებთ ერთმანეთთან. მე ორივეს მდგომარეობას ვიცნობ და ვიცი რომ მათ შორის უფსკრულია. ნამდვილი ჰალუცინაციის დროს თქვენ გიპყრობთ შიში, ძრწოლა, გეჩვენებათ თითქოს თქვენი მე გაგირბით, კვდებით. პოეტური ხილვის დროს კი პირიქით განიცდით სიხარულს იმისას რაც თქვენში შემოდის...
          შეიძლება აქ ეს უფსკრული რამდენადმე გადაჭარბებული იყოს მაგრამ ფლობერი მაინც უფრო მართალია ვიდრე პოეტური წარმოსახვის უცნაურობათა კლინიკური შემსწავლებლები. მე გამაოცა აკად. მ არამაუდოვის აზრმა, რომ წარმოსახვა ჯანსაღი სულის გამოვლენაა და ყოველგვარი ნევროზული გადახვევა ნორმისგან შეიზლება აინტერესებდეს მწერლის ბიოგრაფსა და ფსიქიატრს და არა ლიტერატურათმცოდნეს....
          როგორ გეკადრებათ? სხვას რომ თავი დავანებოთ, განა ჰოფმანისა და ე. პოს ნაწარმოებების ისე შესწავლა შეიძლება რომ ლიტერატურათმცოდნემ  მათი ფსიქიკური წყობის თავისებურებას ანგარიში არ გაუწიოს? მე საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთ საკითხზე საერთო ან ზოგადი კანონზომიერების დადგენა. ნუთუ შეიძლება, აქ ერთნაირი საზომით მივუდგეთ ერთის მხრივ ე.პოს, შ. ბოდლერს, ჟ. ნერვალს, ა.რემბოს...ხოლო მეორეს მხრივ თ. გოტიეს, ვ.ჰიუგოს ან პ.ვალერს?
  მართალია შემოქმედს გულსი ვერავინ ჩაუძვრება, ვრც მისი ფსიქიკის მექანიკას გაიგებს კაცი მაგრამ სამაგიეროდ, მეტი ნდობით მოეკიდება მათ მიერ გამოთქმულ აზრებს, რადგან სხვებზე უკეთ, ცხადია, მათივე ,,ჯიშის“ პოეტებმა იციან, რომ ეს შემოქმედებითი სიშმაგის და ემოციების ისეთი კრიზისული მოზღვავებაა, რასაც ზოგჯერ კატასტროფუი შედეგიც მოსდევს ხოლმე:
    ......მხატვარმა ფრანჩიამ რაფაელის ერთ–ერთი სურათი რომ ნახა ....მოკვდა აღტაცებისგან.
      ....ამპერი ისე აღმერთებდა ბუნებას , ჟენევის ტბასთან რომ მიიყვანეს ....გულწასული დაეცა და ძლივს მოაბრუნეს...
  ....არიოსტო დაფნის გვირგვინით რომ შეამკეს...გიჟივით დარბოდა ქუჩებში.
  ....რუსო ხშირად შეშლილობის ზღვარზე იდგა.
.....ალფიერს ლექსების წერის დროს თვალთ უბნელდებოდა .
.....მხატვარი მარტინი ცხადახ ხედავდა სურათს რომელსაც ხატავდა და თუ ასე არ იყო ვიღაცას უყვიროდა ჩამომეცალეო.
  ....ტასო შემოქმედებითი პროცესის დროს ნამდვილ შეშლილს ჰგავდა. ტვითონაც ამბობდა:
_მე მუდამ ისეთ აფორიაქებულ განწყობილებაზე ვარ რომ ყველა შეშლილად მთვლის და მეც ვიზიარებ ამ აზრს, რადგან არ სემიზლია სევიკავო ჩემი აფორიაქებული აზრები და ხშირად ვესაუბრები საკუთარ თავს...
......ჰოლდერლინი სიშმაგით იყო სეპყრობილი და ბოლოს თავი მოიკლა.
.....ლენაუ მთელი ღამე ბაღში იჯდა და უკრავდა. დას სწერდა, დავკარგე ჩემი საუკეთესო მეგობარი ძილიო. ზოგჯერ ისეთი სიშმაგე მოუვლიდა, ყველაფერს ამსხვრევდა, ხელნაწერებს წვავდა, მერე დაცხრებოდა და ისევ შეუდგებოდა წერას.
    გოეთე შემოქმედებითი მუშაობის დროს შეურაცხად მდგომარეობაში ვარდებოდა. ას იყო ბეთხოვენი და ბევრი სხვაც.
.....რემბო  თავის,, საკუთარ ჯოჯოხეთს“ ეძებდა. ვერლენთან ცნობილი კომფლიქტის შემდეგ ბელგიიდან შარლევილს დაბრუნებული პირდაპირ სახლის სხვენზე აძვრა, სამი თვე იქ დაჰყო . დას რომელიც მას უვლიდა, ესმოდა იქიდან ყვირილი, სიცილი,ტირილი,ზოგჯერ გაშმაგებული აურზაური, ატეხილი ვირაცეების წინააღმდეგ, ვინ იქ არ იყო...სამი თვის შემდეგ ჩამოვიდა სხვენიდან და ჩამოიტანა თავისი სახელგანთქმული ,,ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“, რითაც მთელი სკოლა შექმნა ფრანგულ პოეზიაში. რემბოს სიტყვებია, ,,ჩემი ცხოვრება წყნარი სიგიჟე იყოო“ დას კი მისწერა:
      _იდეალის მისაღწევად უნდა დაემორჩილო სიგიჟის ტანჯვისა და სიყვარულის ყველა ფორმასო....
    .....უამრავი ამგვარი ფაქტის მოყვანა შეიძლება. მერე რა არის აქ გაუგებარი ან არაბუნებრივი. ვალერი წერდა, ,,გოეთეს გონების უსაზღვროება _საზღვრების გადალახვა იყოო“. ვიმეორებ, რომ სწორედ ეს გონების ,,საზღვრების გადალახვა“ წარმოსახვის ემოციების ზედმეტი (კრიზისული) დაძანულობა თუ ექსტაზში შესვლაა მიზეზი ამ ღრმა და შემაძრწუნებელი განცდებისა, რასაც თ. მანი ,,ვიზიონერულ სიშმაგეს“უწოდებდა, ხოლო ა.შოპენჰაუერი  ,, ათასი ტანჯვისგან შეჭირვებული სულის ამოძახილს...“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები