ნაწარმოებები



ავტორი: ვერავინ
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2018


....

დღეებს იქ ვტოვებთ, სადღაც
                    კიბესთან მოაჯირებზე მოგონებებთან
                      წარსულის შუქჩრდილებს, ვებრძვით
                      აწყმოში, და აღარ ვუშვებთ მას მომავალში

              შენი ცხოვრება ზუსტად იქ წყდება
              როდესაც წარსულს ვეღარ თმობ
              ის კი აწყმოში ურცხვად იჭრება,
          მომავალში კი ცარცივით იშლება

ყოფას რომ ჰქონდეს აზრი ძლიერი
აღარ ვიქნები ასე ხნიერი
გრძნობებს ვერ ვტოვებ აქ მუდამ ღიას
უკვე ვემსხვერპლე ორ მწვანე ნიანგს


მართლა მეგონა რომ მქონდა ძალა
სამყაროსგან კი მივიღე არა
მე არ ვაბრალებ ჩემს ცრემლებს
ნერვებს, უბრალოდ ვეწევი ქემელის ღერებს.

დიდად არ მომწონს აქლემის კუზი
აღარ დაფრინავს ხმაურით ბუზი
რადგან ზამთარმა ასე ინება
და მეც მივყვები  წვიმის დინებას

მაშინ კი როცა წვიმაც შეწყდება
და მდინარესთან წყალი შეშრება
ვეღარ ჩავყვინთავ ფსკერისკენ
დაბლა, და  გავფრინდები ღრუბლებთან მაღლა

შენ რომ გგონია მისწვდები ზეცას
ერთხელაც იქნება ვიღაცა გლეწავს
და გაუყვები ნაბიჯით ქუჩას
გრძნობებს კი უკვე აქ ბოლო უჩანს.

ჰოდა მოსწყდები ყოველგვარ
ბგერებს, უმეგობრდები თებერვლის
მტრედებს. მე არ ვიქცევი წარსულის
გვამად, რადგან მერწმუნეთ არ ვღირვარ ამად

მინდა რომ დავრჩე სევდიან ამბად
მიტოვებული ფურცლების სტამბად
თავს მოგაჩვენებთ ვიტყვი ვარ კარგად
თუმცა ოცნებაც აღარ მაქვს წამლად.

ვიქნები უბრალო მოკვდავის მსგავსად
ვიცხოვრებ უფიქროდ, უგონოდ
მართლაც, შემდეგ მოვხურავ კარს, უხმო
ტაშით, სევდას გავათრევ, დაღლილი ტანით.

ღამეს იქ ვტოვებთ, სადღაც კიბესთან
ლიანდაგების ზევით ხიდებთან
მე დავასრულე ომი შიშებთან
და გადავცხოვრდი ტყეში გიჟებთან.

წარსულს არ მისცეთ უფლება ნება
დაიმსახუროს დიდება ქება
რადგან გინდება დაბრუნდე უკან
უბრალოდ სჯობია მოსწყდე მაგ უბანს.

სახლში ბრუნდები დაფლირთავ რუკას
ბოლოს დაამსხვრევ ერთადერთ კომპასს
და მიატოვებ შენს ძლიერ ორგაზმსს
ღერებით გაიზრდი ექსტაზის დოზას.

ნუ ელოდები ამისთვის ოსკარს
თავს ინადგურებ არ იცვლი პოზას
აღარც ეშვები ამ წყეულ პროზას
მაინც ჯიუტად გაიზრდი დოზას

პარადოქსია რომ ზიხარ მარტო
უყურებ გაცვეთილ იქვე მყოფ
მანტოს, შემდგომ დაჯდები
და ჩართავ ბალტოს

ბავშვივით დახტუნავ აკეთებ
სალტოს, ამით გგონია იბრუნებ
ალღოს, შენში 6 წლის ბავშვი დგას
ხარობს, სინამდვილეში მოხუცი წვალობს.

უყურებ გვამების, აბსურდულ
ამბოხს,  ხმა გიკანკალებს
ვერაფერს ამბობ, ამ ლექსებით
კი შენ თითებს ართობ

ისე უბრალოდ ბნელ
ქაოსს ავრცობ და იმ
ბავშვივით ბებრულად ანცობ
რადგან ვერ ჰპოვებ სულიერ ნაცნობს.


ვერ იტან ვერავის ვინც შენს
თავს გაცნობს, ან ისე უბრალოდ
რაღაცას გამცნობს, ქუჩებში
არ ეძებ არავინ ნაცნობს


შენ გადაურჩი გრძნობების
ღვარცოფს,  ახლა კი თუნდაც
სულ ყველამ გლანძღოს კვლავ
გააგრძელებ, მსვლელობას მარტო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს