ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2018


9 მაისი

იზეიმეთ! ხმამაღლა იზეიმეთ!
- მაძალებს კრებსითი გრიშა ონიანი
და მეუბნება, რომ სტალინზე სიმართლე
ჩვენს გმირ წინაპრებს შეურაცხყოფს.
დიდება გმირებს! ეს დიდი დღეა!
ისინი ხომ შენთვის იბრძოდნენ!
განა შენ ამას იმსახურებდი? -
მიყვირის და მესვრის ხან ქვას, ხან ტალახს...
იზეიმეთ ფაშიზმის დამარცხება! -
ყვირის ის, ვინც გუშინ... (თუმცა იყოს, აღარ გავიხსენებ)...

ჩუმად დავყურებ ფურცელს, რომელიც
ბაბუაჩემზე მომითხრობს;
ვრცელი ტექსტიდან რამდენიმე ეპიზოდს
გონებაში ვთარგმნი რუსულიდან:
"გამბედაობისთვის..."
"მტრის ცეცხლში უშიშრად შევარდა..."
"1941 წ."
ეს ფურცელი ბაბუას მედლებს მოჰყვა,
და მახსენდება, რომ ის მედლები
გარდაცვლილ ბაბუაჩემს კი არა,
გარდაცვლილ მეზობელს ჩააყოლეს საფლავში.
(იმ მეზობლისვე ცოლის თხოვნით).
-მადლობა ბაბუ, - ვამბობ ჩუმად,
მადლობა, რომ შენ მართლაც ჩემთვის და
ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები