ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: კეთილი მოჩვენება
ჟანრი: იუმორისტული
11 მაისი, 2018


Alpha Centauri AB

-აი, ისე მინდა მოგეხვიო, თითქოს ცრემლებით გეთხოვებოდე, თითქოს რაღაც შორეულ, ხუთწლიან ვარსკვლავთაშორისო მოგზაურობაში მიდიოდე...რაღაც სერიოზული კოსმოსური მისიით...
- შენი ფანტაზიორი...ჰაჰა, ისა, სინათლის სიჩქარეს გავცდით უკვე?
-კი,დიდი ხანია..
-ისიც გაითვალისწინე ხუთი წლით უმცროსი ვიქნები შენზე, ანუ როცა დაგიბრუნდები...
-ოო, ეს ძალიან კარგია მერე.
-ჰოდა, ახლა მე კიდევ ისე მინდა მოგეხვიო, თითქოს ახლახანს წარმატებულად დავბრუნდი იმ რაღაც ხუთწლიანი კოსმოსური მისიიდან...ჯანდაბა, არც კი დაგესიზმრება, იცი რა გადავიტანე? ან როგორ მენატრებოდი?
-მიყვარხარ
-წარმოიდგინე ხუთი წლით უმცროსი ვარ შენზე
-ჩემი ბავშვი ხარ შენ..
-საჭმელი რა გვაქვს?
-რა მოგიმზადო?
-რავი,რაც გინდა , კომბოსტოს გარდა ყველაფერი..
-კომბოსტომ რაღა დაგიშავა?
-რავი, წუხელ დამესიზმრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები