ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2018


მ ა ნ ძ ი ლ ი

მანძილი მთებამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე
ცხოვრება მასწავლო იქნება
ან მხოლოდ ღიმილი მაღირსე,
ირეკლავს იმედებს დღეები
თითქოსდა მზის სხივი თავდება
შენიდან ჩემამდე არც ისე,
თუ მოხვალ ეს გზებიც მთავრდება...
და როგორც ალიონს ჩიტები
იკლებენ გალობით თანდათან.
მე ისევ არაფერს გპირდები
ყვავილებს გაჩუქებ ხანდახან.
თუ შენთვის ცოტაა ლექსები
უბრალოდ პასუხი მაღირსე,
მანძილი შენამდე დიდია
მანძილი მთებამდე არც ისე.
ფიქრები, დარდები, ფიქრები...
ცა ისევ ლოდინით კიაფობს
დეკემბრის სიცივე, ფიფქები
ჩემი ზღვა ნაპირებს მიაპობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები