ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2018


ერთმანეთობა

მოდი, ჩავუსხდეთ უჩვენობის ამბავ-მიზეზებს,
ვერმოცალება- დავიწყების წითელ თარიღებს.
ეჰ, რახანია დაგვავიწყეს თავი იმ გზებმა,
სადაც ხალისმა თავი ყოფას გამოარიდა...
შენ მომიყევი, უჩვენობის სიცარიელეს
როგორ ავსებდი, მარტო თავი როგორ გყოფნიდა...
მართალი გითხრა, შენს თვალებში ისეთ სხივს ვეძებ,
უჩვენობის დროს ნათელი რომ ისევ მოჰფინოს.
მოდი, ჩავუსხდეთ თბილი სიტყვის ბუხრისპირულებს,
მე შენ გეტყვი და ვერ გაგვათბობს მთელი არსებით!
ჩემი სურვილიც რაღაც ისეთ თვალზე მიყურებს,
ჩვენ შორის სივრცე იცის რომ აქვს ამოსავსები...
მოუცლელობის კარს გადაღმა დაგვრჩა ნამდვილი
ურთიერთობა, რაც გვაკლია ასე ძალიან!
მოდი, ხსოვნა მყავს მოწვეული ჩემთან სადილზე,
ერთმანეთობა რომ აღვნიშნოთ, თუკი გცალია...
                      10.05.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები