ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2018


დროს არაფერი არ შეუძლია

დრო წელავს,
დრო იბრძვის,
დროს არაფერი არ შეუძლია!
მე შემიძლია გაჩუქო,
იმ დღის ...
მობრძანება და
გაზაფხულია.
დღემშვიდობისა
ვუთხრათ გვირილებს,
და ჩიტებს
ჩიტებს ...
ფრენა მოგინდა.
იმ ქუჩის ბოლოს
ნახავ ღიმილებს,
და მერე ლექსებს
ნაცნობ ლოგინთან,
ჩემი უაზრო სულის
ძახილი, კარგო,
არაფერს,
კარგს არ
მოგიტანს !
დროს არაფერი არ შეუძლია.
დრო წელავს,
იბრძვის,
კვდება, კვდებიან,
ნუ ტირი,
მალე, გაზაფხულია,
ჩემო ...
პეპლები გვეგებებიან.
ზღვა ღელავს,
ზღვამ იცის,
ზღვა ვერას გვაკლებს
მისი ცვლილებით,
მზე ისევ თავის
სხივებით იწვის,
იწვის მზე !
ისევ,
თავის სხივებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები