ნაწარმოებები



ავტორი: ჯანო შენგელია
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2018


სოფლად..




ამ მთების გაღმა , ჩემი სახლი და სოფელია
ჩემი ბავშვობა,  ჩემი ეზო,  ჩემი სიზმრები.
და ძველ ოდაში მოგიზგიზე ბაბუს კერიას
ბეღურასავით გათოშილი შევეხიზნები.

აქვე კალოა,  სერებია,  საკალმახეა
ჩრდილობებია და ბიჭებსაც მანდ გვემღერება,
ამ ყირამალა ავან-ჩავან ლექსსაც დავხევდი
რომ არ მებრძოდეს მთელი მუზის კადნიერება.

(აქ სიყვარულიც რა ლამაზი ვიცით კოლხებმა
მაშინაც როცა კანს ნაოჭი მოგვეფერება.)

აქ ნასაყდრალზე მოხუცები ხშირად ყვებიან
ლეგენდებს,  მითებს,  იხსენებენ ცრემლით ბავშვობას
და როცა სმენით დაღალულნი აიყრებიან
ამოდის მთვარე,  სხვა სამყაროს წარმოსაშობად

აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან,  ავსულებია
და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე?
- ვერა!
(და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია)
და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა.

აქ სხვანაირად გეფერება,  მუდამ დილის მზე
დამძიმებული რომ დავდივარ სულის ურვებით,
აქ ეზოს ბოლოს ყანებისკენ სავალ ბილიკზე,
ბალახს უცდიან ჩემი ძველი ნაფეხურები…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს