ნაწარმოებები



ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2018


დაბადების დღე

                            ნაწილი მერვე
      ადამიანის ცხოვრება სწორედ მაშინ იწყება, როცა  ცდილობს შეეჭიდოს, ყველანაირ დაბრკოლებრკოლებას. შეუძლია შეიგრძნოს ცრემლი, მწუხარების და ბედნიერების, შეუძლია ერთდროულად გახდეს ბოროტი და იაროს კეთილი განზრახვებით. ეჩვევა ბევრ მავნე ჩვევებს,  გამოასწორებასთან ერთად უფრო და უფრო აფუჭებს ყველაფერს. თვითონ ადამიანი დიდი ქმნილებაა, მას  ერთდროულად ბევრი რამის შექმნა და განადგურება შეუძლია. დადის თაავაწეული საკუთარი თავის ფასი იცის, იქამდე შეუძლია იაროს სანამ წელში არ მოიხრება. თითქოს აცნობიერებს, რომ სადღაც რაღაცის ბოლოს დასასრული უახლოვდება, ებღაუჭება ხავსმოკიდებულ მიდამოს, მთელი ძალით რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს. ხვდება რომ ადრე თუ გვიან დასრულდება, უმანკო და უდარდელი ცხოვრება და ბოლოს უკვირს, რატო რისთვის დავიმსახურე ეს ყველაფერი? ავიწყდებათ ბევრი რამ, ალბათ ეს იმიტომ რომ პატიობენ საკუთარ თავებს და ეს კარგიცაა მე ესე მგონია.  მეორედ დაბადება, რომელსაც ჩვენ ესე ვეძახით, თინამ ეს ყველაფერი გაიარა, როცა სცენაზე სიტყვა დაასრულა, ის დარწმუნებილი იყო რომ  აღარასდროს დაბუნდებოდა. ეხლა კი ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, ის დაბრუნდა ისევ იმ ხალხის გარემოცვაში, როგორც დატოვა. ელენე და თინა საუკეთესო დაქალები არასდროს არ ყოფილან, თუმცა არც ცუდი მეგობრები იყვნენ. მის შემდეგ რაც ელენემ თინაზე ბევი რამ გაარკვია,  ბევრ რამეზე შეეცვალა დამოკიდებულება. ადგილი სადაც ის 15 აპრილის მერე არ მისულა, ბავშვთა სახლია, ელენეს სამსახური. მას თავის საქმე ძალიან უყვარს. ბავშვები რომლებიც, იქ ცხოვრობენ ელენეს ცხოვრებაში, ძალიან დიდი ადგილი უკავიათ.
- გამარჯობა დეტექტივო, როგორ ხართ?
- მე კარგად ვარ სანდრო, მაგრამ ის გოგო, ცოტა შეშლილი გარეთ ზის და თავის თავს ელაპარაკება.
- ელენე? ეხლა გასაგებიაა.
- მგონი რაღაც აწუხებს, არადა პირიქით არ უნდა იყოს? მეგობარი კარგად ყავს.
- მაგას მე მივხედავ. თქვენ რამე ხო არ გჭირდებათ?
- არა არაფერი, ჯობია ელენესთან ჩახვიდე.
- ელენე ჰო არ გამოჩენია?
- კი ლუკა, ის ეზოშია.
- გამაგიჯებს ყველა ეძებს, ის კიდე იქ ზის.
- ლუკა ჯობია, ცოტახნით მარტო დატოვო.
- ექიმო მაგას მე გადავწყვეტავ.
- რა გინდა?
- წამოდი შევიდეთ.
- არ მინდა.
- ელენე ადექი, რომ გეუბნები!
- ლუკა შემეშვი, მარტო მინდა ცოტახნით დარჩენა.
- როგორც ჩანს შენ და იმ ექიმს, კარგად გაგიცნიათ ერთმანეთი.
- სანდრო რა შუაშია?
- თავშია! შეხედე საკუთარ თავს რას გავხარ. შენი მეგობარი, გონს მოვიდა და შენ რას აკეთებ?
- ადი და ცოტახანში მეც ამოვალ.
- იცოდე მივდივარ და მომყევი.
- შევიდეთ?
- ბავშვებო როგორ ხართ?
- ჩვენ კარგად, შენ თინა?
- მე კიდე  როგორც ხედავთ, ჯერ ცოცხალი ვარ.
- დიდი დრო გავიდა, დაე წარსულს ჩაბარდეს ყველაფერი ცუდი.
- ანკა რა ხდება, ბავშვთა სახლში?
- შენს გამო ერთი კვირა გაჩერებულები იყვნენ, მაგრამ ეხლა ყველაფერი დალაგდა და კარგადაა.
- შენ გიგა, მოიგე თამაში?
- არა არ გავსულვარ.
- არა რა, ჩემი წასვლა არ ნიშნავდა იმას, რომ ყველაფრისთვის თავი უნდა დაგენებებინათ.
- ეხლა მაინც უნდა მიხვდე, რომ ჩვენ ძალიან ძვირფასები ვართ შენთის.
- ელენე?
- თავს როგორ გრძნობ მეგობარო?
- კარგად, მაგრამ უკეთესადაც ვყოფილვარ.
- ყველაფრი ჯერ კიდევ წინ არის.
- მგონი ყველანი აქ ხართ, მიხარია თქვენი ნახვა.
- დარწმუნებული ხარ?
- ელენე ვერ გავიგე?
- დაწმუნებული ხარ, რომ არავინ არ აკლია?
- კი, რატო მეკითხები? ჰო მგონი ანკას ვერ ვხედავ.
- ანკაც აქ არის, წეღან არ ესაუბრე?
- ელენე რა გინდა?
- თავი დაანებეთ, მაგას ცალკე დაველაპარაკები.
-  ეხლა უნდა წავიდე. საქმეები მაქვს, საღამოს ისევ შემოგივლით. თინა მიხარია, რომ უკვე კარგად ხარ.
- ელენე  გადი და გარეთ დამელოდე.
- მიდი გელოდები.
- რამე პრობლემა გაქვს?
-არაფერი გიგა, უბრალოდ მეჩქარება უნდა წავიდე.
- თინა ვიცი ეხლა ამის დრო არ არის, მაგრამ დეტექტივია მოსული, შენთან რამოდენიმე შეკითხვა აქვს შემოვიდეს?
- კი შემოუშვით. ბავშვებო! მადლობა ყველაფრისთვის.
- თინა გამარჯობა, სასიამოვმოვნოა შენი გაცნობა. მე დეტექტივი ვატო გახლავართ, თქვენს საქმეს ვიძიებ, რადგან უკვე კარგად ხართ, რამოდენიმე შეკითხვას თქვენც დაგისმევთ.
- დიახ გისმენთ.
- რა შეგიძლიათ მითხრათ, თქვენს მეგობრებზე?
- რა ვიცი, ყველანი საუკეთესოები არიან, თუ არ ჩავთვით იმას, რომ ყველას თავისი საქმე მიუტოვებია.
- მაგალითად ილიაზე, რას მეტყვით?
- არ მესმის ილია რა შუაშია? ის ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა. ვინ დაგიქირავათ?
- შენმა მშობლებმა, როცა კომაში იყავით თქვენი მოკვლა სცადეს.
- მერე ილია ამასთან რა შუაშია? თავი დაანებეთ, ის არასდროს არ ეცდებოდა ჩემს მოკვლას.
- თინა ძალიან გთხოვთ დამშვიდდით, მე თქვენს დახმარებას ვცდილობ, მინდა დამნაშაე ვიპოვო.
- დეტექტივო ეცადეთ დამნაშავე, სადმე სხვაგან ეძებოთ და საერთოდ მე უკვე კარგად ვარ, გამოძიება აღარაა საჭირო. 
- თინა მე თითქმის მივაგენი დამნაშავეს,  შენი დახმარება მჭირდება. ეხლა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შეიძლება მეორედ ისევ სცადოს შენი მოკვლა, სანამ დროა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულზე.
-  კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
- ვიცი რომ ილია არაა დამნაშავე, მას უკვე ვესაუბრე, მაგრამ მისი მეგობრები ძალიან საჭვოდ გამოიყურებოდნენ, მათთან საუბრისას გავარკვიე, რომ ერთერთმა ვერც უპასუხა სწრედ, სად იყო იმ დროს.
- ვის გულისხმობთ?
- გიორგი, მას მგონი თქვენ კობრას ეძახით.
- კი კობრა ბარის უფროსია, ილის მეგობარი.
- მას რამე უთანხმოება, ქონდა შენთან?
- კი ბოლოს კი ვიკამათეთ, მაგრამ არამგონია მაგას ჩემი მოკვლა უნდოდეს.
- რამე საეჭვო არ შეგიმჩნევია? მაგალითად ილიას და გიორგის ჩხუბს არ შესწრებიხარ?
- კი ერთხელ სერიოზულად იჩხუბეს ჩემს გამო, მაგრამ მალე შერიგდნენ.
- გასაგებია თუ რამე გაგახსენდებათ, ეს ჩემი ნომერია და დამიკავშრდით.
- დეტექტივო! ძალიან გთხოვთ ამის შესახებ, ჩემს მშობლებს არ უთხრათ, მირჩევნია მე დაველაპარაკო.
                      ერთი კვირის შემდეგ!
- ძვირფასო მზად ხარ? წასვლის დროა.
- კი დედა, როგორც იქნა აქედან მივდივარ.
- ფთხილად საყვარელო, ბიჭებო ჩანთა გამომართვით.
- აბა თავს როგორ გრძნობს, ყველაზე ძლიერი პაცინტი?
-კარგად ექიმო თქვენი დამსახურებით, არ კი ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადოთ.
- მადლობას გადამიხდი იმით, მკურნალობას ბოლომდე თუ მიიყვან და შემოწმებაზე ერთ თვეში ისევ მოხვალ.
- ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მეტყვით ექიმო.
- ნახვამდის თინა, ყოველთვის მჯეროდა რომ ძლიერი გოგო იყავი და იმედები არც გაგიცრუებია.
- მადლობა სანდრო, რატომღაც მგონია რომ სადღაც კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
- ყოველთვის როცა გნახავ, მოგიკითხავ როგორც კარგი მეგობარი.
- მეგობარო, ჩვენი წასვლის დროც მოვიდა.
- გამოგიტყდები და მომენატრება, შენი სირბილი ამ დერეფანში.
- მარტო სირბილი?
- კიდე ის რომ შენს გარდა, არავის დაუძინია ჩემს კაბინერში.
- და შენი წუწუნი.
- მე ვწუწუნებდი?? გეშლება ელენე ეს შენ იყავი, ვინც ყველაზე ბევრს ლაპარაკობდა.
- არა რა შენ მაინც იყავი ის ადამინი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი.
- და აღარ მენდობი?
- მე ჰო უკვე მივდივარ.
- ვინ იცის იქნებ ისევ დაგჭირდეს რამე, ჩემი ნომერი გაქვს, არ დაგავწყდეს ვატოს მოპარე ტელეფონიდან.
- ნახვამდის სანდრო!
- არ მიყვარს დამშვიდობებები, ასე რომ დროებით.
        ყველაფერი თითქოს თავის ადგილზე დაბრუნდა. თინა თავის ოთახში ჩაიკეტა, მარიკა თავის კაბინეტშია და დოკუმენტებს ათვარიელებს, ბიჭებიც სათამშოდ ოთახში ავიდნენ. სურათი რომლის წარმოდგენას თქვენთვის ვცდილობა, არის ოჯახი სადაც ყოველთვის პრობლემებია. თინა ილიასთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ არ პასუხობს.
- ბიჭებო რას თამაშობთ?
- ამჯერად sony playstation 4 pro.
- ვაა,  ეს რაღაც ახალია?
- კი გიგიმ მოიტანა ახლახანს, თინას ამბებს ავღნიშნავთ, მოდი არ გინდა შემოგვირთდე?
- ჩაიწი აბა ვნახოთ, რა გაქვთ?
- ბიჭო ფეხბურთია მაგარი, მიდი ვახოსაც დაურეკოთ და ჩაუჯდეთ.
- აუუ ვახო არამგონია, რაც ცოლი მოიყვანა ვაფშე შეიცვალა.
- მაგან რაღას, დაირუპა თავი ესე მალე.
- რავი მას კითხეე. ეეეე გოლიიიი!
- ეეე ძამაო, ეგ არ ითვლება უბრალოდ დაგითმე რაა.
- თინა რას შვრება?
- ადი ოთახშია, ნახე თუ შეგიშვებს.
- ეგრე რთულააა საქმე?
- არა მაგრამ უცნაურად იქცევა, რაც სახლში მოვიყვანეთ.
- კაი აბა ავხედავ.
- მიდი ცუნცულ მიდი. იცოდე მერე აქ დაბრუნდი, ეს გოლი არ შეგრჩება!
- შეიძლება?
- ვინ არის?
- თინა საბა ვარ, წასვლას ვაპირებდი და ვიფიქრე ცოტახნით გნახავდი.
- შემოდი კარი ღიაა.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ? გავიგე ანისთან ხარ გილოცავთ.
- არა უბრალოდ, ყველაფერი დასაწყისია.
- კარგი ვერ ვხვდები, თავს რატო იმართებ?
- ანი შენი წასვლის მერე გამოჩნდა, ჩემს ცხოვებაში.
- საბა ჩემთან არ გჭირდება თავის მართლება, შენ ისედაც იცოდი, რომ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი იყავი.
- ვიცი, ვიცი ყველაფერი გასაგებია.
- წადი და ეცადე, ანი შეიყვარო და თუ ვერ მოახერხებ, ჯობია მალევე დაშორდე ქალებს ძალიან გვიჭირს, დიდი იმედების მერე განშორება.
- ეხლა როცა შენ აქ ხარ, არ ვიცი რა იქნება.
- საბა დროა დამივიწყო.
- ეს ცხრა წლის განმავლობაში ვერ შევძელი, არამგონია ეხლა შევძლო.
- შეძლებ ანა კარგი გოგოა, სიყვარულს ისიც იმსსახურებს, თან დარწმუნებული ვარ, მას უკვე ძალიან უყვარხარ.
- ჯობია წავიდე,  თორე რომ გხედავ თავს ძლივს ვიკავებ არ ჩაგეხუტო.
- ჩაგეხტებოდი მეგობრუად, მაგრამ შენთვის პირიქით ცუდად მოქმედებს.
- ვერ ვხვდები, რატო არ შეგვძლია ერთად ყოფნა.
- არ მიყვარხარ, ხვდები სად არის პრობლემა?
- თავს გაუფთხიდი, ვეცდები აქაც ხშირად აღარ მოვიდე.
- მოიცადე უკვე მიდიხარ?
- კი ბიჭებო მივდივარ, დამირეკეს უნდა გავიდე.
- კარგი მაგრამ შემოგვიარე,  არ დაიკარგო.
- შენ სად მიდიხარ, პრინცესა?
- ცოტახნით გარეთ გავისეირნებ, ძალიან მომენატრა აქაურობა.
- კი მაგრამ ჯერ მხოლოდ ორი დღეა რაც გამოგწერეს, არ ჯობია დაისვენო?
- ბიჭებო კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ მალე დავბრუნდები.
- კარგი მაშინ ფთხილად იყავი, დამირეკე  სადაც იქნები მანქანით მოვალ და წამოგიყვან.
- სანდრო არაა საჭირო, მირჩევნია ფეხით ვიარო.
- თქვენ სულ გააფრინეთ, სად გაუშვით ეს გოგო?
- კარგი რა დედა,  აბა როდემდე აპირებდი სახლში გამოკეტვას? გოგოებთან გავიდა ალბათ და მალე დაბრუნდება.
- რამე რო მოუვიდეს, არ ვიცი რას გიზამთ.
- ეგრე სიშში თუ აპირებ ცხოვრებას, კარგად გვქონია საქმე.
-  არ ვიცი რაც  ჩვენ გადავიტანეთ, მშვიდად კიდე როგორ უნდა ვიყო არ ვიცი.
        ზაფხულამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი და უკვე ყველაფერი მარადმწვანეა. თინას საყვარელი სეზონი ზაფხულია, მხოლოდ მაშინ აქვს შესაძლებლობა წავიდეს დამოუკიდებლად ქალაქ გარეთ. ინიციატორიც მხოლოდ ის არის, ადგილს და დროს ის ირჩევს, ყველა მის მეგობარს სათითაოდ დავალებებს აძლებს თუ რა არის საჭირო, წასვლამდე ყველაფერს წინასწარ გეგმავს და ამზადებს.
- მგონი დროა ვილაპარაკოთ.
- თინა აქ რას აკეთებ? ეხლა შენ სახლში არ უნდა იყო?
- ელენე გავცოცხლდი და კიდე სახლში ჩაკეტვა მინდა?
- კი მაგრამ ჯერ კიდე ბოლომდე, არ გამოჯამრთელებულხარ.
- აქაც როგორც ჩანს, ყველაფერი ძველებურად არის.
- ნუ მეტყვი ისეთი არაულობაა, ეს კვირაა სულ გიჯივით ვმუშაობთ,  წუხელაც სახლში არ წავსულვარ აქ დავრჩი.
- შენ რას აკეთებდი, როცა მე კომაში ვიყავი?
- რას უნდა ვაკეთებდე, იმას რასაც ყველა გელოდებოდით.
- ვიცი რომ ყველაფერი იცი, ყოველშემთხვევაში ვგრძნობ ამას.
- მოდი არ გვინდა, ამაზე ლაპარაკი.
- თუ არ ვილაპარაკებთ, ვერც გავარკვევთ ვერასდოს.
- ვილაპარაკოთ, მაგრამ ამას მოვრჩები.
- ადექი თან მგონი დროა დაისვენო.
- არ შემიძლია, ხვალ ბავშვებს სპექტაკლი აქვთ და კოსტუმების ამბავი კიდე არ გამირკვევია.
- მხოლოდ ერთი საათით მინდა გამოხვიდე, ძალიან გთხოვ.
- კარგი მაშინ ორი წუთი დამელოდე, ამას ანკას გადავცემ და წავიდეთ.
- ელენე შვილო, თინა ჰომ არ გინახავს?
- კი მარიკა დეიდა, ბავშვთა სახლშია ჩემთან.
- კარგი შვილო ბევრი არ იაროთ, ჯერ მაგისთვის გადატვირთვა არ შეიძლება.
- დამშვიდდით, მე მივხედავ.
- დედაჩემი იყო ხო?
- კი შენზე მკითხა.
- მოკლედ ექ ქალი, აღარ შეშვება ეხლა ჩემს დევნას.
- თინა დედაშენია, შენც კარგად იცი რომ ჯერ ამდენი სიარული არ შეიძლება და განიცდის შენზე.
- ესეიგი ილიას იცნობ?
- საიდან გაიგე?
- გონს რო მოვედ, მივხდი რომ უკვე იცოდი მასზე.
- ილიამდე, კიდევ ბევრი რამ გავიგე.
- რა გაიგე?
- გავიცანი შენი მეგობარი ნატა, გავიგე რომ ჩასახვის საწინაარმდეგო აბებს სვავდი და დადიოდი გინეკოლოგთან. ამაზე რას იტყვი?
- ვერ ვხვდები რაში დაგჭირდა, ამ ყველაფრის გარკვევა და გამოძიება?
- შენს დახმარებას ვდილობდი.
- ჩემს პირად ცხოვრებაში იქექებოდი და მაგას ეძახი დახმარებას?
- ვერ ვხვდები, რამე არასწორედ გავაკეთე?
- კი გააკეთე ელენე, გააკეთე რაც არ უნდა გაგეკეთებინა.
- მეგონა ჩემთან ყველაფრის ასახსნელად მოხვედი თუმცა ვცდებოდი, ჩამს დასადანაშაულებლად მოსულხარ.
- რომ მომენდომებინა მე თვითონ მოგიყვებოდი ყველაფერს, მაგრამ  ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა იყო.
- თინა შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა გადავიტანე, სანამ კომაში იყავი გამიკვირდა, რომ არ გავგიჯდი კიდეც. ჩვენ მეგობრები ვართ, რათქმაუნდა შენ თუ თვლი ისევ.
- არ გიფიქრია, რომ არ მოვკვდებდი? ადრე თუ ვიან, გონს მოვიდოდი და ამ ყველაფერს გავიგებდი.
- კი მიფიქრია და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამიგებდი. არ ვიცი რა ჯანდაბა გემართება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ რამე არასწორედ გავაკეთე.
- ილი ჩემი ერთადერთი საგანძურია, რომელსაც საგულდაგულოდ ვინახავ, არ მინდა  ესაც თქვენი მსხვერპლი  გახდეს.
- იცი რა არის, შენი დიდი შეცდომა?
- რა?
- კარგად არ გვიცნობ. კარგად რო გვიცნობდე, ეგეთი ცუდი წარმოდგენა არ გექნებოდა ჩვენზე.
- და რომელიმე თქვენთაგანს ქონდა დრო, იმსთვის რომ კარგად გამეცანით?
- ეს იმიტომ რომ შენ ჩვენსავით, დაკავებული არასდროს ყოფილხარ. ჩვენ ვმუშაობთ, მე დედა მყავს ვისაც ჭირდება ყველაფერი,  იმისთვის რომ დღეები გაუფერადო. შენ ყოვეთვის, ყველაფერი გქონდა და არავისზე ზრუნვა არ გჭირდებოდა. ალბათ ყველაფერიც, მაგის ბრალია ეხლა ეგეთი რომ გახდი.
- ჰოდა ყელში ამომივიდა ეგეთი უდარდელი ცხოვრება, ყოველდღე თითქმის ყველაფერი ერთი და იგივე იყო, თქვენც სულ დაკავებულები. მეც გადავწყვიდე პირადი ცხოვრების დაწყება, სადაც მხოლოდ მე მეცოდინებოდა ყველაფერი, აი შენ კიდე  ამ ყველაფერში ხელი შემიშალე. რაც სავადმყოფოდან გამოვედი, ილია ჩემს ზარებს არ პასუხობს.
- თინა არ მესმის რა სისულელებს ლაპარაკობ, მაგრამ მე ხელი არაფერში  შემიშლია. წამოდი სახლში წაგიყვან, ისედაც დიდი ხანია რაც გარეთ ხარ.
- შენ გარდა, კიდე ვინმემ იცის?
- კი სანდრომ.
- აჰა სამეგობრო და ოჯახის წევრებიც, ჰო არ გამორჩა?
- არ ვაპირებდი არავისთვის თქმას, სანდრომაც იმიტომ იცის, რომ ის იდგა ჩემს გვერდით როცა მიჭირდა.
- შემშვი რა.
- დამელოდე! მანქანით ვარ წაგიყვან.
- არაა საჭირო, ისედაც არ მივდივარ სახლში.
- წაგიყვან, სადაც მიდიხარ.
- ნუ ნერვიულობ დედას მე ვეტყვი, რომ შენ მასეირნებდი.
- არა ეგ მაგისთვის არ მითქვამს.
- აბა კიდე რამის გარკვევა გინდა?
- არა თინა! იმიტომ რომ შენ, ჩემი მეგობარი ხარ!
- ანკა ძალიან გთხოვ, შემოდი ჩემს ოთახში.
- რამე მოხდა?
- თინას ვეჩხუბე.
- რაა? ეხლა არ გამოწერეს რა გაჩხუბეთ?
- არ ვიცი სულ გამაგიჯა, მგონი სკნეროზი ჭირს მაგას დაავიწყდა, რომ ბავშობიდან ვმეგობრობთ.
- რა უნდოდა?
- არ ვიცი ჯერ მგონი, თვითონაც ვერ გარკვეულა საკუთარ თავში.  დაივიწყე და მითხარი, რა ხდება ხვალინდელ ღონისძიებაზე, ყველაფერი მზად არის?
- კი მხოლოდ კოსტუმებს მოიტანენ ხვალ, დღეს ვეღარ ასწრებენ.
- ისე დავიღალე, ნეტა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ხვალ ახალი სპონსორიც მოდის და თუ არ მოეწონა იდეა ისევ სხვისი მოძებნა მოგვიწევს.
- ვერ ვხვდები, მარიკა დედია რატო აღარააა სპონსორი?
- თინას ამბების გამო, მაგათაც ჩაუვარდათ მგონი ბიზნესი, დრო დაჭირდებათ სანამ მთლიანად არ წამოდგებიან.
-მე წავალ სახლში, ცოტას დავიძინებ თორე ხვალ ჩასიებული თვალებით ვიქნები და თუ რამე შეიცვლება დამირეკეთ კარგი.
- მიდი წადი დაისვენე, დანაჩენს მე მივხედავ.
- ღმერთო შენ რო არ მყავდე! მიდი მიყვარხარ, გამაგებინე იცოდე თუ რამე იქნება.
- მოიცადე სანდრო, კიდე არ გამოჩენილა?
- არა არც მოუწერია, მეც არ მინდა პირველობა.
- არა რა ძაან საყვარელია.
- ოჰჰ ანკაა, მიდი მიხედე საქმეებს, საღამოს მე თვითონ დაგიეკავ.
- ელენე მოხვედი შვილო?
- კი დედა, მმმ რა გააკეთე? გემრიელი სუნია
- მოდი შენი საყვარელი წვნიანი გავაკეთე.
- კარგი დედა, გადავივლებ და ჩამოვალ.
- მიდი და იქნებ ლუკაც მოვიდე.
- ჰო მართლა სადაა?
- არ ვიცი, დილით გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა.
- ჰო კარგადაა ეგ ბავშვი? ერთი კვირაა რაც ჩამოვიდა, ნამეტანი ჰო არ მოსდის აქ დარჩენა?
- აი მეც მოვედიიი! ვიცი რო მელოდებოდით, ელენე შენ განსაკუთრებით.
- ჰა ჰა ჰაა სულაც არა, უბრალოდ მოგიკითხე ჰო ცოცხალიათქო.
- როგორც მხედავ ჯერ ცოცხალი ვარ, შენდა საუბედუროდ.
- უი მართლა დედა ჰო არ იცი, ჩვენს პირდაპირ ვინ გადმოდის?
- არ ვიცი შვილო, მაგრამ იმდენი ავეჯი მოიტანეს, არ ვიცი შეძლებენ იმ პატარა სახლში დატევას?
- არ მეგონა ეგ სახლი თუ ოდესმე გაიყიდებოდა, იმდენ ხანს იყო დაკეტილი.
- კი შვილო, მაგრამ სანამ გადმოვიდოდნენ ისე კარგად გააკეთეს, სულ აღარ გავს იმ ძველ სახლს. დაალაგონე და მერე ჩვენც გავიდეთ და გავიცნოთ.
- კარგი რა დედა, როგორ გიყვარს ეგეთი რაღაცეები.
- რა ვქნა შვილო, რაც მაია დაიღუპა აღარავისთან გავდიოდი, იქნებ ესენი მაინც კარგები იყვნენ.
- რა იცი დედე, იქნებ საერთოდ სტუდენტები არიან?
- ხოდა სწორედ, მაგიტომ უნდა გავიდეთ საღამოს და გავიცნოთ.
- კარგი დედა, ავალ ცოტას დავიძინებ ხვალ ისედაც გადატვირთული  დღე მელოდება.
- უი მართლა, ხვალ მეც მოვალ სპექტაკლზე.
- ლუკა შენ საიდან იცი ხვალ, რომ სპექტაკლი მაქვს?
- ხოო, მეე?
- ხო შენ გეკითხები.
- მგონი შენ სკნეროზი გაქვს, დედას არ უთხარი გუშინ?
- აა ჰო, წამოდი.
- დედა ესაა, ჩვენ ახალი სახლი?
- კი სანდრო, რაიყო რამე არ მოგეწონა?
- კი როგორ არა, უბრალოდ.....
- რა მოხდა შვილო?
- ჩვენს პირდაპირ, ელენეს სახლია.

          გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს