ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2018


***

დაარქვი სახელი: ლიკა ან სალომე,
ან ანა, ან ეკა, ან კიდევ თათული,
მაინც რა აზრი აქვს უწოდებ სხვა რომელს?
-ბოლოს გადაწყვიტავს რასაც სთხოვს მას გული.
თუ ქვია გიორგი, ილია ან ჯაბა,
ან კიდევ დემეტრე, ზურაბი ან დაჩი
და თუ მათ სხეულზე ვერ ვნახეთ დღეს კაბა
იცით ეს რას ნიშნავს?-გადავრჩით, გადავრჩით.
თუკი სალომემაც, ლიკამაც, ეკამაც
შეძლეს და უარყვეს ბუნება ეცვალათ,
თუკი ქალურობა არჩიეს სხვა განცდას
ეს ნიშნავს რომ ქართლი კვლავ და კვლავ გადარჩა.
და თუ დღეს მაინც გვყავს აკაკი-ქრისტინად,
ბაჩუკი-ფიქრიად, ფიქრია კი გიად,
ხსნა ის კი არაა ვინც მათზე იცინა,
ხსნა ის იქნებოდა გველოცა გულღიას.
რწმენით თუ შევიძლებთ ავს კარგთან გარჩევას,
თორემ დაღუპვაა ღვთის ნების ჭიდილი,
ვილოცოთ, "ცას" ვანდოთ სულების დარჩენა,
ვეცადოთ არ მოვკვდეთ უსულო სიკვდილით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს