ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2018


გ ა მ ო წ ვ ე ვ ა, სულის ა მ ბ ო ხ ე ბ ა

/უსარგებლო ხე არ ვარგა ფესვიანად ამოხმება,
ხანი როცა გამოხდება ხსოვნის კვალიც ამოქრება/

აქ ვინამა თქვა წინაზე
ლექსობა სურდა მრავალთი,
თემაზე კი არა უთქომ
ამბავ ვსჯათ ქვეყნად მავალთი?
ვიუბნოთ ქვეყნის დრამაზე?
თავ თუ რარიგად გავართვით.
იქნებ ვიაროთ წირვაზე
ან ვიბაასოთ წვრილმანზე.
თუ მოგწყენიათ შავ ყორნის
ან ი, თეთრ ყოვის ყურება,
მათრახ უჭირეთ ეგეთას
ლახტით ვქმნათ შამომდურება,
გველმ გამოწოვა ქვეყანა
შორს ჩვენთან ეშმას ცდუნება.
ძნელია  კეთილ აზრისთვინ
ამ ძნელბედობის ყურება,
ხმა ამაიღეთ კუპლეტით
ამხილეთ მტრები ტურებად,
ლექსით მოვძირკვოთ, ვამხილოთ
უძღებნი სვავნი ღორებად.
კლდიდან უფსკრულში დაუშვად
ურგებნი კუჟრნი მორებად,
აბა ვინ არი შემდეგი
დასცხეთ მტერს კუპლეტ ტორებად....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები