ნაწარმოებები



ავტორი: ბავარელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 მაისი, 2018


თანამედროვე პოეზია


თანამედროვე პოეზიაში ესთეტიკურ ინფორმაციიდან გამომდინარე პოეტური კომუნიკაცია სამი სახეობად იყოფა: 1  აზრობრივი, 2. ასოციაციური (ფსიქოლოგები ამბობენ ,,სახეობრივი“) 3.ემოციური.
    ცხადია მათ შორის აბსოლუტური სხვაობა არ არის, სამივე ესთეტიკური ინფორმაციას იძლევა, მაგრამ საქმე ისაა, სად რომელი სახეობაა გაბატონებული. ემოციური მხარეც სამივესთვისაა დამახასიათებელი. ამის გარეშე არც არავითარი პოეზია არ არსებობს . იგივე ითქმის აზრობრივ მომენტზეც. ზოგიერთი პოეტი ისე ნათლად, ცხადად, ყველასთვის გასაგებად ( 1_ლი სახეობა) გამოსთქვამს თავის გულისნადებს , რომ მისი აზრობრივი, ასოციაციური  თუ ემოციური აღქმა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. სხვა კი ისე ჩაახვევს ,,ჩაასაიდუმლოებს“ (მესმე სახეობა) სათქმელს, რომ დიდი სულიერი დაძაბულობა და წარმოსახვის განსაკუთრებული უნრია საჭირო, რომ მის არსს ჩავწვდეთ. ზოგჯერ ისიც საკითხავია, საერთოდ მოვახერხებთ ამას თუ არა. ასეთ რამეს რომ წავიკითხათ,
                                  მაღალ ალვათა რიგნი
                              მთვარეს მწვერვალებს უხრის
  აზრობრივი თვალსაზრისით კითხვასაც ვერ დავსვამთ: როგორ? ან თუ დავსვამთ პასუხის გამცემი ვინაა? ვინ იტყვის, ალვათა რიგი როგორ უხრის მთვარეს მწვერვალებს?ვერც ასოციაციური წარმოსახვა გაარკვევს ამას ასე ადვილად, თუმცა ლექსის ემოციური ზეგავლენა უეჭველი ფაქტია, იმის მიუხედავად, ვწვდებით თუ არა ჩვენ მის შინაგან აზრსა და სახეობრივ სტრუქტურას, ე.ი. შევიმეცნებთ თუ არა იმას, რაც არის სინამდვილეში.
        ასეთია პოეტური ინტეგრალების ბუნება, რასაც ხშირად სრულიად  შეგნებულად ეწირება ნაწარმოების სიცხადე, მისი ლოგიკა და სიტყვების სინტაქსური წყობა.
                                        ...ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი.
                                      ....გახსოვს ტოტი ქარისა აქანებდა მთვარესა
                                      ....ისევ ჩნდება მწყერით ველი
                                                                                გალაკტიონი
                                        ან
                                      ..... ნისლში რისხვით შემოსილი ვერხვები
                                      .....ავი მთვარე ბნელ სივრცეში გადამარწევს
                                          და გამიმხელს დაობლებულ სულთა ზრახვებს
                                      ....ჯოჯოხეთის ნიავმა_დარდმა გადამიარა
                                    ....ვდგავარ და ვქარგავ ათრთოლებულ ამინდის ხარხარს
                                                                                                      ლეგა კორინთელი
                                                                                           
და სხვა.
      ინტეგრალური პოეზია ამ თქმებში გრკვევას მკითხველებს ანდობს, მოახერხებენ ისინი ამას, ხომ კარგი, არადა, შეუძლიათ სხვა სახეობის ლექსები იკითხონ. პოლ ვალერი წერს:
          _ლექსი ორგვარია:მოცემული ანუ მზამზარეული და განზრახული გალაკტიონი რომ ,,ნეგატივს“  უწოდებს. ამგვარი ,,განზრახული“ ლექსი მკითხველმა უნდა დაამთავროს (გაამჟღავნოს). როგორ? ამბობენ, ,,წარმოუთქმელი სიტყვების ცნობიერებაში სინქრონიზიებითო“ ეს ,,წარმოუთქმელი სიტყვები“ და ,,გამოუთქმელი მეტყველება“ თითქმის ერთი და იგივეა. მათი გამოთქმა და ამეტყველება მკითხველს ევალება. მკითხველი უშუალოდ კი არ აღიქვამს პოეტურ ნაწარმოებს, არამედ საკუთარი წარმოსახვის სფეროში ქმნის მის დასრულებულ ფორმას . რამდენად შეესაბამება  ეს პოეტის ჩანაფიქრს ან რამდენად  ახლოს მიდის იგი პოეტის სულიერ სამყაროსთან, ესეც ჩვენზე მკითხველზეა დამოკიდებული. ინფორმაციის ესთეტიკის სპეციალისტები ამტკიცებენ , რომ ამგვარი ლექსები გამოსცემენ ,,აზრობრივ ტალღებს“ იძლევიან სიგნალებს (ესთეტიკურ ინფორმაციას), მაგრამ მიაღწევენ თუ არა მიზანს ჰქრებიან კიდეც. ამის საპირისპიროდ კი ისინი მიგვითითებენ ისეთ ლექსებზე, რომელნიც ,,ლურსმნებივით გვიჭედავენ თავში“ გარკვეულ აზრს. ეს რამდენადმე ირონიულად ჟღერს, რაც გამართლებული არ არის. როცა ჭეშმარიტ  პოეზიასთან გვაქვს საქმე მისი არც ერთი სახეობა არ არის აბუჩად ასაგდები, რადგან ესთეტიკური თვალსაზრისით ლიტერატურისა და ხელოვნების ყოველ დარგსა თუ სახეობას საერთო კონსტრუქციული საფუძველი აქვს, რაც მათ შორის არსებულ სხვაობას (ზოგჯერ პრინციპულსაც) კი არ გამორიცხავს, არამედ გულისხმობს. ეს სხვაობა კი პოეტური ნაწარმოების აღქმის იმდენად მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის რასაც კენოს ,,ასი მილიარდი ლექსის“ საკმაოდ პარადოქსულიალეგორია თუ გამოხატავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები