ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2018


***

გული შენით მაქვს სავსე,
ჩემო, ძალიან ჩემო,
რით უნდა დამამწუხრო,
თბილი ღიმილის მჩენო?

ვარსკვლავებს ვითვლი ცაზე,
მიყვარხარ ცაზე ზემოთ,
მზე სხივებს მაყრის თმაზე
როცა ამ სითბოდ გჩემობ.

და როცა გხედავ ირგვლივ,
და როცა უცებ გამჩნევ,
თვალებით გეფერები
ჩემზე იარად ნამჩნევს.

გული შენით მაქვს სავსე,
ფიქრები თბება შენით,
მიყვარხარ მზეზე მეტად,
მიყვარხარ ჩუმი მზერით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს