 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2018 |
მოდი, სიმარტივევ, გიხმობ, ფერდი ჩაუხიე აბსურდს, აღარც სიყვარული მხიბლავს, არც სხვა სტიქიები არ მსურს.
აჰა, ხელებს ნებით გიშვერ, ბორკილიც დამადე, ვალიც, მე იმ წყაროსავით ვშრები, ტყე რომ ვეღარაფრით შველის.
აჰა, სიმარტივევ, უმო, მე - ალოგიკური, ყუმი, თუმცა გატეხილი გულით, მაინც მოუთმენლად გელი.
თორემ სიყვარულმა ზიზღი, შხამთან აწონილი ტოლად, მეტად გაწამების მიზნით, უკვე შემაჭამა ტონა.
მოდი, წავიფარებ ზეწრად, ღრუბელს წამოწოლილს ცაზე, ლაჟვარდს რომ ამშვენებს თეთრად, შავით შიგნიდან ვარ სავსე.
მოდი, სიმარტივევ, მოდი, მხოლოდ მზეს ვეტრფოდე მინდა, მეყო სიყვარულით ბოდვა, მოდი, თუ რამ შეგრჩა წმინდა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. იძულებული გავხდი მეორედაც შემომეხედა უფრო ყურადღებით წამეკითხა :) თან სულ სხვანაირად და უფრო საინტერესოდ. იძულებული გავხდი მეორედაც შემომეხედა უფრო ყურადღებით წამეკითხა :) თან სულ სხვანაირად და უფრო საინტერესოდ.
12. ბაჩი, სიმარტოვე არა, სიმარტივე. :) მარტივად რომ იყოს ყველაფერი. მადობა, რომ შემოიხედე. ბაჩი, სიმარტოვე არა, სიმარტივე. :) მარტივად რომ იყოს ყველაფერი. მადობა, რომ შემოიხედე.
11. არ გვინდა სიმარტოვე :) 5 არ გვინდა სიმარტოვე :) 5
10. კუკუშ, ტყუილებს არ ვართ, ძვირფასო. :-* თქვენ 5 ქულით შეფასება არ შეგიძლიათ და რაც შეგეძლოთ ისიც არ დაგიწერიათ, ასე რომ... კუკუშ, ტყუილებს არ ვართ, ძვირფასო. :-* თქვენ 5 ქულით შეფასება არ შეგიძლიათ და რაც შეგეძლოთ ისიც არ დაგიწერიათ, ასე რომ...
8. ეჰ, არ გამოდის დაჯამება :) თუ დაჯამება გინდათ, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ განწყობა :) ეჰ, არ გამოდის დაჯამება :) თუ დაჯამება გინდათ, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ განწყობა :)
7. ნეფერტარ :) :-* ნეფერტარ :) :-*
6. მე-4 სტროფი ძალიან მაგარია! მე-4 სტროფი ძალიან მაგარია!
5. მადლობა, პალადა :-* თარგმანები? - ეჰ! მადლობა, პალადა :-* თარგმანები? - ეჰ!
4. მართლაც ლამაზი ლექსია! - დევის თარგმანებიც მახსოვს და ძალიან მომწონს... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ მართლაც ლამაზი ლექსია! - დევის თარგმანებიც მახსოვს და ძალიან მომწონს... ԑ̮̑♦̮̑ɜ.ܓ
3. დავაჯამებ =7 :) დავაჯამებ =7 :)
1. არ გამოუვა დევს სიმარტივე ჯობია იყოს ისევ ის რაც არის :)
განწყობას 2 , დევს 5 არ გამოუვა დევს სიმარტივე ჯობია იყოს ისევ ის რაც არის :)
განწყობას 2 , დევს 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|