ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ვალე
ჟანრი: საბავშვო
14 მაისი, 2018


***

- ბაბუ, რა არის - თავისუფლება?
- წამოდი, ბაბუ...ნახე, აი...
- უჰ, ცოტა აცივდა...
- ...აი, მარჯვნივ ჩვენი სახლია...
- ...ხოო...
- ...მარცხნივ კი - ტყე...
- ...უუჰ...
- და აი, შენ შეგიძლია აირჩიო, მარჯვნივ წახვიდე, თუ - მარცხნივ...
- და, ეს არის, ბაბუ, თავისუფლება?
- არა, ბაბუ, მაგას - თავისუფალი არჩევანის უფლება ქვია...
- ა-ბა, თავის...
- აი, თავისუფლება კი, რა არის და...
- რა, რა, ბაბუ..?
- აი, მარცხნივ წასვლას რომ აირჩევ და მე არ ჩაგერევი, ესაა თავისუფლება...
- რატო არ ჩამერევი, ბაბუუ, იქ მგლებია და ტურები, მელიებია ბაბუ და დათევები, გველებია ბაბუ და ქვეწარმავლები, რა, იქ გამიშვებ?
- აბა, რომ არ გაგიშვა, იტყვიან, თავისუფლება შეუზღუდაო და...
- ანდა, მე ვიტყვი, ხო, თავისუფლება წამართვა ბაბუმო, მჰ...
- ხოო, ხო, ბაბუ, ესეც არაა გამორიცხული...
- ხიი, რანაირი ყოფილია ეს თავისუფლება, ბაბუ...
- ხოო, ასეთია...
- მე არ მინდა ბაბუ, მასეთი თავისუფლება...წავედით რა, სახლში, ბებო გველოდება, ინერვიულებს...
- მჰჰმ...ვიცი, ბაბუ, შენ რომ არ გინდა...ხო, ხო წავედით...
- რა მაინტერესებს, იცი, ბაბუ?
- რა, აბა..?
- რომ მითხარი წეღან, იტყვიან, თავისუფლება  შეუზღუდაო...
- ხო, მერე, ბა?
- რას იტყვიან მაგენი, მარცხნივ წასვლა რომ არ დამიშალო..?
- ჰეეჰ...მთავარია მაგათთვის, ბაბუ, თავისუფლება არ შეილახოს, თორე, შენ გინდა ვეფხვს შეუჭამიხარ და გინდა ნიანგს...
- აუ, რა გულიანად გამაცინე, ბა...
- ეეჰ, ბაბუ, ახლა ვერ ხვდები, თორე...
- ვიცი, ვიცი, ბაბუ...
- რა, ბა?
- სატირალია.
- ხო...
- და, და, და, კიდევ ერთი, რა ბაბუ?
- გისმენ, მკითხე...
- რა არის - ნამდვილი თავისუფლება?
- მაგაზე, ბაბუ, სახლში ვილაპარაკოთ გემრიელად...
- რა კარგია, ბაა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს