ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2018


#####

რთული მარტივად ლაპარაკია,
არც დუმილია თითქოს მარტივი,
იოლი  არც არსებობაა,
მაგრამ თუ მას სიცოცხლეს ვადრით?!
არსით -  ვითარცა მარხვა და ხსნილი...
სხვა, სიცოცხლეზე, აბა რა გითხრა?!

როგორ აგიხსნა რა სურს მდინარეს?
ალბათ,
მისდევდეს თავის კალაპოტს,
არც შრებოდეს
და არც არავის ღუპავდეს თავის ტალღებში.
მაგრამ რა ქნას თუ:
მოაწყდება ცაზე ღრუბელი,
უხვი ნალექით,
ჭექა-ქუხილით,
მთას კალთას მოსწყვეტს
და ჩამოუქცევს...

ხოლო მერე, როცა ყველაფერი დამშვიდდება,
არც მთას ახსენებს ვინმე,
არც წვიმას, არც ღრუბელს,
მარტო მდინარეს გაუტყდება სანდო სახელი.
ახლა წარმოიდგინე,
ასეთ დროს, არ „იკადროს“ მდინარემ და:
არც სახლი წაიღოს,
არც სიცოცხლე, არავისი,
ყველაფერი დაიტიოს
და კალაპოტშიც დაეტიოს...

ნეტა ყველაფერი მათემატიკამდე დადიოდეს,
ადვილად შეგვეძლოს ვიპოვოთ სხვაობა -
რომელი მეტია:
რუტინით, გულგრილობით,
ცრუ იმედებით სავსე,
თუ
ფუჭი ოცნებებით და ზიზღით
გამოტენილი პირი?!
თუმცა,
შედარება რა მოსატანია,
სხვაობა რა შუაშია,
აქ ჯამია საკითხავი,
ისიც,
მხოლოდ იმისთვის რომ გაიგო,
რა სიმძიმის ტარება ძალგიძს,
როგორც მდინარეს,
რომელიც საკუთარ კალაპოტში იტევს:
საკუთარ თავს,
უხვ ნალექს,
ღვარცოფს
და არაფერს იმჩნევს.

თუმცა,
ასაწონ-გასაზომიც არაფერია,
უბრალოდ ღრმად ამოისუნთქე
და შიგადაშიგ გაიმეორე -
განა არაფრის შეცვლა არ შეგიძლია?
არ შეცვალო!
გიჯობს სულზე ერთი მკვდარი გეკიდოს
და ეს შენ იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები