ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2018


სნობები



აიღე ფუნჯი,გადახატე
წამში საათი,სახლი,
ჰორტენზიები,ორქიდეა,
რა სურდა ეთქვა ჟასმინს,
დრო გადახატე,ხიდთან მდგარი
და უცხო ვინმე ქალი,
იცინე მერე ვრცელ ტილოზე
როგორც ძველ დროს ის ბავშვი,
ფრეზიები და შროშანები
თუ მოგიტანე კაბით,
დამგმე,რომ მსურდა აყვავება,
სულის ცრემლის ქვეშ მდგარის. 
აიღე ფუნჯი,გადახატე
ვან გოგ-გოგენი,დალი
ხიდის ვარდნობზე ხელს უშვებს
მოაჯირს "უცხო ქალი" 
შენ არ ასწავლე ჯოჯოხეთს
რიკულს შეეშვას წამით?! 
გადაუშალე სამყარო და
მერე პროლოგში დარჩი,
არ გდევნეს და არც უარგყვეს? 
ნახე,იგრძენი ერთხანს,
რომ სიცოცხლეში კვდომა იყო,
შენი სარკმლიდან ხედვა! 




      (ამ დილის მცირე ნაფიქრიდან )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები