ნაწარმოებები



ავტორი: პალადა
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2018


ეძღვნება "ურაკპარაკის" 10 წლისთავს!

საიუბილეოდ მინდოდა რამე განსაკუთრებული მომეფიქრებინა და გადავწყვიტე დამეწერა ტავტოგრამა ანბანური თანმიმდევრობით(იმედია ორიგინალური მოსალოცი გამომივიდა)... :)
ამასთან, საიტზე მოხვედრა - დაბრუნების ისტორიის მოყოლასაც ვაპირებდი, მაგრამ ამდენი ვეღარ მოვასწარი და შემდეგისთვის გადავდე; საიუბილეო წელიწადია და დრო უხვად მაქვს... :)

მოკლედ, კიდევ ერთხელ გილოცავთ საიტის იუბილეს, ამჯერად ლექსად:

ალიონი - ათწლიანი, აფერადებს  ალაგს...
"ბაბუ", ბარმომარჯვებული, ბაღჩა - ბოსტანს  ბარავს...
გარდი - გარდმო  გადებულ  გზებს
დასზუზუნებს  დასტა...
ებანი  ერთს  ეუბნება,
ვაზი - ვარჯთა  ვარამს...
ზანზალაკინი  ზარ - ზეიმით  ზიმზიმებენ  ზესკნელს...
თარი, თრთოლვით  თავდახრილი,
ინაზება  იმად -
კბოდის  კალთა, კამკამით  კვეთს
ლაჟვარდოვან  ლიბანს...
მადლი  მანათობელია, მარცხიანი - მანკი;
ნაცემ - ნაგვემ - ნადევნია, ნავსიანი, ნამუსნამეხარი -
(ორპირთ  ორგზის  ოდენ)...
პირსადგება  პაექრობას, პარვას, პაშტათ  პატივს...
ჟამი, ჟანტი, ჟრიალ - ჟინჟლი, ჟრუნი, ჟინი, ჟანგი...
რანგიც, რაც  რამ  რიგებული  რჩეულთაგან - რგებად...
სათქმელ - საგონებელია  საქმე  სააქაო...
ტბასთან  ტევრი  ტოტოვანთა  ტატანიქმნის  ტაროსს...

უფალ  უბნობს, უაღრესი, უანდერძოს  უნდა: უზომოცო, უამრავიც,
უთვალავიც... უკვდავება! - უბრწყინვალეს "ურაკს"!...

ფიანდაზნი  ფერდაკრული, ფიქრი  ფერფლის  ფერი...
ქადილ - ქათინაურები, ქება - ქადაგისი...
ღვაწლმოსილი, ღვარი, ღელვა, ღია, ღიმი, ღირსი...
ყვარობს  ყოველს... ყოვლად  ყოფნის
შარავანდედს  შეაგებებს  შემდგომ  შემოდგომას...
ჩანგი  ჩემი, ჩინებული, ჩაუქარგავს  ჩარყაფს:
ცისარტყელის  ცაზე  ციმციმს,
ძეწკვნარს  ძვირფასს - ძოწთა,
წარჩინებულთ  წარდგინებას -
ჭეშმარიტთა, ჭორტიყთ  ჭივილ - ჭყივილს...
ხელსა  ხვავბარაქიანსა,
ჯეირანთა, ჯინიბთ...
ჰოდა, ჰელარგნოსანმან  ჰყონ  ჰავაისა  ჰავა!

*
"ბაბუ" - იგულისხმევა ორგზის მამა და არა ასაკი(საიტის ბატონ - პატრონის ასაკი ნადვილად არ ვიცი), შესაბამისად, ბრჭყალებშია ჩასმული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები