ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ბებერი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2018


უსათაურო დღეები

დღე I

თავდახრილი ვდგავარ,
როგორც მზესუმზირა - ღრუბლიან ამინდში.
შენ აღარ ხარ...




დღე II

მორიგი გაზაფხული.
მაისის მიწას მივაბარე:
თესლი და იმედი.
მოსავალი - მორიგი უშენობა.




დღე III

მეზობლის ბალღი ძაღლმა დაკბინა,
ბებიამისმა ძაღლი დაწყევლა,
ძაღლმა კი ისევ ჩემს ბედს შეჰყეფა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები