ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 მაისი, 2018


სურნელოვანი ფერები

შიზოიდური აზრები არც აქამდე მაკლდა,თუმცა მეუბნებიან ეს უკვე მაქსიმუმია,შენს თავს გადააჭარბეო... ხანდახან მგონია ადამიანებს ფერების სუნი აქვთ...
პარკში მოსიარულე მარტოხელა მოხუცს ნაცრისფერი სუნი ასდის,სავარაუდოდ მისი ჭაღარის ფაქტორია გასათვალისწინებელი... ჩვილი ბავშვი-მგონია რომ მუდამ ცისფერ სუნს ატარებს, ღრუბლიან ცას ჰგავს,რომელიც რაღაც დროის შემდეგ ან წვიმას იწყებს ან იწმინდება,რაღაც გაირკვეველი ხდება...
ლოთები,ჩემი საყვარელი ხალხი :) შინდისფერ სუნად წარმოვიდგენ,ოდესღაც ლურჯი სუნი რომ ასდიოდათ და დროდადრო წითელი ფერის სუნს იპკურებდნენ ცხოვრებისგან...
ახალგაზრდა წყვილი კი ყვითელი/შემოდგომისფერი სუნით არიან გაჟღენთილნი, ძალიან საამურია...
მხიარულ ხალხს ნარინჯისფერი სუნი აქვთ, სულ რომ გინდა მათი სურნელი შეიგრძნო შენს სიახლოვეს...
დეპრესიული ხალხი ყავისფერ არომატს აფრქვევენ,თითქოს ჭუჭყიანი მტკვრის ფონზე(რომელიც ნაგავმა დააბინძურა)მათშია მთელი ის გლოვა და სასოწარკვეთა(სულიერი ნაგავი თვისებები)...
მშობლებს მწვანე სუნი ასდით :) ეიფორიაში რომ არიან და ადგილს ვერ პოულობენ,როგორც ბალახი ქარიანი ამინდის დროს...
ლამაზ ქალს შავი სუნი აქვს, სახიფათო და მიმზიდველი, სირთულეს რომ იზიდავს ავტომატურად ყველა მამაკაცისგან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს