ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ბ/ბ
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2018


მოვდივარ და მაინც...

გეძებდი, შენს კვალზე მივდევდი ბილიკებს,
უჩუმრად ვკოცნიდი ნაფეხურს ხანდახან,
შენს თმებს და შენს სურნელს ვერაფრით ვივიწყებ,
მოვდივარ და მაინც გშორდები თანდათან.
ნელ-ნელა ქრებიან ფიქრებში წამები,
რთულია მახსოვდეს, გიყვარდი თუ არა,
წვიმაა, კოკისპირს მოეხსნა დარდები
და ღამემ ჩაიცვა ცრემლების სუდარა.
ხანდახან ქუჩაში შენს ლანდებს ვამჩნევდი,
წვიმდა და ქარბუქიც ბორგავდა უსაზღვროდ,
მოვრბოდი, სხვას ახლოს ვერავის ვამჩნევდი,
შენ ქუჩის ბოლოში ქრებოდი უკვალოდ.
დამთავრდა, ნელ-ნელა კვდებიან წამები,
რთულია უაზროდ მისდევდე ბილიკებს,
ზღვაც თითქოს მინელდა, მიწყნარდა ტალღები,
ვზივარ და ძვირფასო, იმ სურნელს ვივიწყებ.
იმ სურნელს, უღვინოდ თავბრუს რომ მახვევდა,
მათრობდა, სულშიც კი ყვაოდა მარტებად,
მეგონა სტროფები შენამდე აღწევდა,
გივიწყებ და მაინც, უშენოდ მარტო ვარ.
                                                      ~ ბ.ბ. ~

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს