ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2018


მელოტი ფიქრი


ხმა ჩაეხლიჩა ქარს, ქუჩას, ბრბოსაც,
შეუჭმუხნიათ სახლებს შუბლები...
დრო კი დროულად წავა და მოვა,
მგზავრის უვადო თავისუფლებით...
ის, რაც გგონია ასე ახალი,
დავიწყებული ძველის სოლოა!
თუ გინდა კედელს შუბლი ახალე,
მაინც „პირველი“ დგახარ ბოლოდან...
აუკეციათ ხეებს ტოტები,
ამდენ ტორტმანში რომ არ ჩამოტყდეს!
გამელოტებულ „კამელოტელის“
ნატვრაში ჩარჩა მიწა-სამოთხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები