ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2018


დაბადების დღე

                    ნაწილი მეცხრე
    მე ელენე გავიცანი როგორც მამაცი და ძლიერი გოგო, თავს ევლებოდა თავის მეგობარს, რომელიც ჯერ კიდევ სუსტად იყო.  ცოტაც დაბნეული და შეშინებული იყო , პირველად რომ მიუახლოვდი მაშინვე მივხვდი რომ ძალიან ენერგიული იყო, საუბარი ისე სწრაფად დაიწყო და დაასრულა ვერც მოვახერხე მისი დამშვიდება. არც კი ვიცი რატო დავთანხმდი, მაგრამ პირველად გავიყვანე პაციენტი სავადმყოფოდან და მეც დამიყოლია მასთან ერთად წასვლაზე. როცა კაფეში იყო და მელოდებოდა მაშინ მე წასვლა ვერ შევძელი, გარეთ ვიდექი და ვაკვირდებოდი, ის ისეთი უცნაური იყო  საკუთარ თავს ელაპარაკება და მერე ისევ ბრაზდებოდა თავის თავზე. ისეთი ძილი იცის, უბრალოდ სულ გინდა რომ უყურო. ალბათ რომ გაიგოს, რამდენჯერ ვიცინე მის ძილზე ხელმეორედ  გამომაგდებდა მისი სახლიდან. არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ მას შეუძლია ერთდროულად აკეთოს სისულელები და ბოლოს ისე აგვარებს ყველაფერს, გაკვირვებული მაინც მე ვრჩები. არ ნებდება, რაც არ უნდა რთული პრობლემა ჰქონდეს გადასაჭრელი, ყოველთვის მიზნისკენ მიდის. ვიცოდი, რომ ჩემს ნომერს ეძებდა და ვატოს მე ვთხოვე მისულიყო და შეეთავაზებინა მისთვის ჩემი ნომერი, ოთახის კართან ვიდექი  ვაკვირდებოოდა რა როგორ უხაროდა. ეს არის რაც მასზე ვიცი. ეხლა კი ვდგავარ ფანჯარასთან და ვხდედავ, როგორ დადის თავის ოთახში წინ და უკან და თავის თავს ელაპარაკება. „ ნეტა ის მოვა? თუ მე მივიდე , როგორ უფრო უკეთესია?“
- დედა რატო არ მითხარი, თუ ბინას ეძებდი?
- შვილო მინდოდა შენთვის სულპრიზი გამეკეთებინა.
- უბრალოდ მეც დაგეხმარებოდი, შენ უკვე ყველაფერი მოგიგვარებია ჩემი ნივთებიც კი გადმოგიტანია, როგორ მოახერხე ეს ყველაფერი?
- დამეხმარნენ, ძალიან კარგი ბიჭები არიან.
- ვაა ეხლა გასაგებიაა, რა საქმეებზე დარბოდნენ ბიჭები.
- ისეთი ყოჩაღები არიან, განსაკუთრებით ვატო, ძალიან დამეხმარა.
- იცოდი, რომ ელენე აქ ცხოვრობდა?
- არა შვილო საიდან უნდა მცოდნოდა. ძალიან კარგი,  ამ საღამოს ვახშამს ვაწყობთ და მეზობლებიც უნდა დავპატიჯოთ.
- დედა რა საჭიროა მეზობლები, ჯერ კარგადაც არ ვიცნობთ.
- საჭიროა ხოდა მიდი,  გადი და დაპატიჯე.
- მეე? არა მე არ გავალ.
- შვილო გადი, უბრალოდ დაპატიჯე ვახშამზე.
- არ შემიძლია, მე ვერ გავალ სხვა გავიდეს.
- აბა რა ხდება, როგორ მიდის საქმეები მოეწონა პრინცს ახალი სახლი?
- პრინცი კი არა, ბიჭო მოდი აქ რატო არ მითხარი, დედაჩემი ახალ სახლს რომ ეძებდა?
- ეეე ეხლა ეგ ჩემს პრინციპებს, ეწინააღმდეგებოდა ძმა?
- რა პრინციპებზე მელაპარაკები, დებილო პირდაპირ ელენეს სახლია.
- ხუმრობ არა? ის ელენე?
- ხო ის ელენე, დედაჩემი კიდე მეუბნება გადი და ვახშამზე დაპატიჟეო.
- მერე გადი და დაპატიჟე?
- არ შემიძლია, რომ გაიგოს აქ ვცხოვრობ, იტყვის სპეციალურად გააკეთაო.
- და ეგრე სადამდე უნდა დაიმალო?
- არ ვიცი, მაგრამ მე არ დავპატიჯებ.
- კარგი მაშინ მე გავალ.
- გადი და იცოდე შენებურად არ დაიწყო, თორე ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებს  შენგან.
- მომენდე ძმაო.
- ჩემი მტერი იყოს შენს ნდობაზე დამოკიდებული. „ სულელი“
- გამარჯობათ, მეეე...
- გამარჯობათ, რეკლამებს არიგებთ?
- არა ჰო... რეკლამები...
- მაპატიეთ მაგრამ ძალიან ბევრი რეკლამა მოაქვთ აღარ გვინდა.
- არა მე თქვენი მეზობელი ვარ, უფროსწორედ ჩემი მეგობარი არის თქვენი მეზობელი.
- გასაგებია რა გნებავთ?
- საღამოს ფართი იქნება და გეპატიჯებით.
- გასაგებია, მაგრამ მე არ მცალია.
- ელეე უთარი, რომ გავალთ!
- ლუკა ჩემი ძმაა, ის გამოვა მე არამგონაი, მაგრამ მაინც მადლობა დაპატიჯებისთვის.
- ვიმედოვნებთ, რომ თქვენც მოხვალთ.
- შევეცდები.
- აბა როგორი იყო, ჰო კარგად უთხარი?
- რა რეკლამები, რა ფართი? კარგად კი არა სულელი ხარ!
-  არა რა ძმაო ჩემს შესაძლებლბებს არ აფასებ, მე ტექნიკურად დავითანხმე, რომ გამოსულიყო აი ნახე მოვა და მერე დამაფასებ.
- არამგონია ელენე მოვიდეს.
- ახალი მეზობლები იყვნენ?
- კი დედა, ჰო გითხარი სტუდენტები იქნებიან. პატარა ბიჭი იყო ცოტა გაურკვევლად ლაპარაკობდა მგონი, ფართი გვაქვს საღამოს და გეპატიჯებითო.
-მე გავალ!
- აი ლუკა წავა, მე არ შემიძლიაა ხმაური იქნება. ხვალ ისედაც რთული დღე მელოდება.
- შვილო არამგონია ბავშვები იყვნენ, სულ ქალი ალაგებდა დღეს.
- იქნებ რომელიმეს დედაა.
- ლუკა შვილო ერთად გავიდეთ, მეც წამოვალ.
- კარგი რა დედა, შენ რა გინდა სულ ბავშვები იქნებიან.
- მაშინ შენ წაყევი.
- გაანებე დედა ტყუილად ელაპარაკები, ის მაინც არ წამოვა ჩემთან ერთად.
- მართლა არ მაქვს თავი ხმაურის.
- არა რა ძალიან უზმური ხარ.
        ყველაზე შეშინებული მახსოვს, როცა დეტექტივი დაგვადგა. არა რა მაინც, როგორ იყო დაწმუნებული, რომ შეძლო დეტექტივის გაცურება. მიყურებდა და ადგილიდანაც ვერ შეძლო დაძვრა. მიცავდა თითქოს სამუდამო სასჯელს მისჯიდნენ. დეტექტივმა ჩუმად მანიშნა, არაფერი მსგავსი არ მოხდება, უბრალოდ ვნახოთ სადამდე ილაპარაკებს. ელენე შეუჩერებლივ ლაპარაკობდა, როცა ყველაფერი თქვა უკვე დარწმუნებული იყო, რომ გადამარჩინა. პირველად  სახლამდე რომ მივაცილე, მას შარფი დაუვარდა ყოველთვის, როცა გადავწყვიტე დამებრუნებინა,  ახალ თავსატეხს მიჩენდა რამაც გადამაფიქრებინა.
- ნეტა მოვა?
- ვინ ძმა?
- ელენე
- ელენეს აქ რა უნდა?
- შენ არ იცი? აქ ცხოვრობს ჩემს პირდაპირ.
- არა არ ვიცი, ეხლა პირველად მესმის შენგან. ყოველდღე თითქმის აქ ვიყავი, არ შემიმჩნევია.
- ვატო ძმა, იცი ელენე დავპატიჯეთ.
- ჰო დაპატიჯა, ვახშამის მაგივრად უთხრა ფართი გვაქვსო.
- ზუკა სულელი ხარ? აბა ეგრე როგორ მოვა ეგ გოგო.
- აი ნახე მოვა და მერე დამაფასებთ.
- აუ ზუკაა, გაეთრიე რაა!
- კარგი ბიჭო დაწყნარდი,  ნერვებზე ხარ.
- გეფიცები დებილია, ეგ ბავშვი.
- მოდით ბავშვიბო, დავსხდეთ!
- მოიცადეთ, ჯერ ჰო ყველა არ მოსულა დაველოდოთ.
- შვილო მოდი და ნელ-ნელა, დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან.
- კარზე ზარია!
- მე გავაღებ.
- სანდრო შვილო, კეთილი იყოს თქვენს ახალ სახლში მოსვლა.
- მოდი ბებო,
- შვილო დაკეტე კარები.
- ძმაო წამოდი.
- ძალიან მომწონს, კარგია ნათელი ფერები აგირჩევია.
- მოგეწონა დედა? სანდრომაც დღეს ნახა ეს სახლი წამოდი მის ოთახსაც განახებ ზემოთ არის.
- რა სწორედ შეგირჩევიათ ფერები, ყოჩაღთ ბიჭებო. ხედავ ვატოს ექიმობასთან ერთად, როგორ შესძლებია სახლის საქმეები.
- მადლობა თამარა ბებო, მეც სოფელში ვეხმარებოდი ბაბუას,  მან მასწავლა ეს ყველაფერი.
- გამარჯობათ, ჩვენ თქვენი კარის მეზობლები ვართ.
- გამარჯობათ, მობრძანდით მე ეკა მქვია აქ ჩემს შვილთან ერთად გადმოვედი.
- რა სიწყნარეა?
- შვილო ხო ვამბობდი, რომ არანაირი ფართი არ არის.
- მე ნინო მქვია,  ეს ჩემი შვილი ლუკაა. გოგოც მყავს ელენე, ის ვერ წამოვიდა ბოდიში გადმომცა თქვენთან.
- მობრძანდით, ბიჭებო სანდრო სად არის?
- ეკა დეიდა მგონი გაიქცა.
- გამაგიჯებს ეგ ბიჭი.
- არ გვეგონა ეს სახლი თუ ოდესმე გაიყიდებოდა.
- დიახ თავიან მეც არ მომეწონა, თუმცა ადგილი მომეწონა ძალიან და გადავწყვიტე სახლისთვის ცოტა მიმეხედა, მგონი კარგი გამოვიდა ხო?
- კი ნამდვილად ძალიან კარგია, ფერებიც კარგად გაქვთ შერჩეული.
- შემმა შვილმა არც იცოდა, დღეს პირველად ნახა სახლი, ფერებიც მისთვის ავარჩიეთ.  ნათელი ფერები უყარს ძალიან.
      სახლში იმდენი ხალხი იყო, გადავწყვიტე სახლის უკანა ეზოდან გამოვსულიყავი. აქაურობა მომწონს, მშვიდი უბანია ბევრი ხალხიც არ ცხოვრობს და ყველა თავისთვის არის. ვცდილობ ელენეს სახლს ავერიდო, მაგრამ ცოტა რთულია ის ჰომ, ჩემს პირდაირ არის. გავიარე ამაყადა ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ რათ გინდა მგონი ისევ თავის ოთახშია ჩაკეტილი. ეხლა გამახსენდა ელენეს რეაქცია, როცა ცდილობდა ჩემთვის აეხსნა კოცნა, რომელიც უბრალოდ დასჭირდა ნეტა იცოდა, რომ მეც იგივეს ვაპირებდი? არა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს. ელენე? ხო ის არის, ეხლა როგორ მოვიქცე? მივიდე, არა მე რატო,  ჯობია ის მოვიდეს.
- შვილო როგორ ხარ? სად დაიკარგე, რამდენ ხანია არ გამოჩენილხა?
- მაპატიეთ დათო ბიძია, იმდენი საქმე მქონდა ვეღარ მოგინახულეთ? როგორ არის, პატარა პრინცესა, გაუარა გაციებამ?
- კი შვილო, უკვე კარგად არის შენი დამსახურებაა. შენ რო არ გვყავდე არც კი ვიცი, ჩემს გოგონას რა ეშველებოდა.
- კარგით რა ბიძია, მე ისეთი არაფერი გამიკეთებია.
- როგორ არა შვილო, რასაც შენ გვეხმარები.
- კარგით ბიძია, შემოგივლით სხვა დროს.
- შვილო ხო არ იცი, ვინ გადმოვიდნენ?
- არ ვიცი მგონი, პატარა ბავშვები არიან.
        სასაცილოააა, ესეიგი მე ვარ პატარა ბავშვი? ჩემსკენ წამოვიდა მე კი ვეცადე იქვე პარკში დავმალუიყავი. არა რა ისევ არ გამოსწორებულა, მგონი მას კატაგორიულად აქვს გადაწყვეტილი გამომძიებელი გახდეს. ისე აცვია გეგონება, კიდევ ერთი მისია აქვს შესასრულებელიო. პატარა ბავშვი მიახლოვდება, საოცარი თვალები და თმა აქვს.
- ბიძია მანდედან არ არის ასასვლელი.
- არა მე კაროსელისთვის, არ ვარ მოსული.
- აბა იმალებით?
- რა წკვიანი ბიჭი ხარ, კი ვიმალები.
- გამარჯობა მე საბა მქვია, უფროსები სანამ საუბარს დაიწყებენ, ჯერ ერთმანეთს სახელს ეკითხებიან?
- გამარჯობა მე სანდრო მქვია. ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ შენ.
- კი ბიძიამ მასწავლა, როცა დედიკო და მამიკო ანგელოზები გახდნენ. მე ბიძიამ წამიყვანა.
- ეხლა აქ მარტო ხარ?
- კი შენსავით მარტო ვარ. რატო იმალებით?
- აი იმ გოგოს ხედავ? მას დამალობანას ვეთამაშები.
- ეხლა გასაგებია, ის შენი შეყვარებულია.
- არა პატარა ის ჩემი შეყვარებული არაა, ჩემი მეგობარია. არ იცის აქ რო ვცხოვრობ, რომ გაიგოს გაბრაზდება და არ ვიცი როგორ უთხრა.
- ის მოვიდეს და ეტყვი, პირველი შენ რატო უნდა მიხვიდე?
- საინტერესოა, მეც მასე ვფიქრობდი მოვიდეს ის.
- კარგი მე წავედი, ბიძია ინერვიულებს.
- კარგი საბა კარგად.
      ახალი მეგობარიც კი შევიძინე, საბა ძალიან საყვარელი ბავშვია, ალბათ 5 წლის იქნება და როგორ იცის უკვე, რა არის სწორი და რა არასწორო. ეტყობა რომ კარგი აღმზრდელი ყავს. ალბათ ეხლა, როგორ ამაყობენ მისი მშობლები. ღმერთო ჩემო, დავირალე აქ ჯდომით ელენე კიდე ისევ იქ ზის, როგორ არ იღლება ერთი და იგივე პეიზაჯის ყურებით.  ისეთი მშვიდი ადგილია, პარკშიც არ არიან ბევრი ბავშვები, ალბათ უკვე გვიანია მათთვის. ელენე, ნეტა სად წავიდა? მადლობა ღმერთს აქედან ავდგები. სახლში წასვლა მაინც არ მინდა, გადავწყვიტე აქაურობა კარგად დამეთვარიელებინა. დავინახე ბავშვები ქუჩის ბოლოს, როგორ ჩუმად ხატავდნენ კედლებს და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ „ დროზე დავასრულოთ და წვიდეთ, სანამ ისევ პოლიცია არ მოსულა“
- გამარჯობათ ბიჭებო.
- დროზე დაიმალე!
- დამშვიდდით მე პოლიციელი არ ვარ, მე სანდრო მქვია თქვენი ახალი მეზობელი, აი იქით მეორე ქუჩის ბოლოს, მწვანე სახლი რომ არის მანდ გადმოვედით დღეს.
- მაგ სახლზე არ ამბობდნენ, რომ მოჩვენებებია.
- არა ბავშვებო, მოჩვენებები არ არსებობენ.
- არსებობენ მე დავინახე.
- ალბათ ჩრდილი იყო, ან რომელიმე თვენთაგანი მეგობარი გაგეხუმრათ.
- შეგვეშინდა, რამოდენიმე დღის წინ პოლიცილი ჩვეულებრივი ჩაცმულობით მოვიდა და მოგვატყუა, რომ ჩვენი ნახატები მოეწონა და ერთი დღით დაგვიჭირა.
- მე მომწონს, თან მეც ვხატავ.
- ჩვენ ჩვენს მეგობარს ვეხმარებით, მისი შეყვარებულითვის ვხატავთ, ხვალ დაბადების დღე აქვს.
- შემიძლია დაგეხმაროთ, ნახატის დასრულებაში.
- ძალიან ლამაზად ხატავთ, მხატვარი ხართ?
- არა გამოგიტყდებით და ექიმი ვარ, არავინ იცის რომ ვხატავ თუ საიდუმლოდ შემინახავთ?
- რათქმაუნდა აქ ყველა მეგობრები ვართ.
- დღეიდან მეც თქვენი მეგობარი ვარ, აი დავასრულეთ კიდეც, მზად არის, მგონი საუკეთესო საჩუქარი გამოგვივიდა, აბა რას იტყვით ბიჭებო?
- ნამდვილად ყველაზე ლამაზი გამოვიდა, ამას არასდროს წავშლით.
- აბა ნახვამდის ბიჭებო.
        უკვე გვიანია, დღეისთვის მგონი საკმარიია აქაურობის დათვარიელება. ჯობია სახლში ავიდე, ხვალ ისედაც სმენა მიწევს. ცოტა დაღლილი და ძალიან მოხიბლული აქაურობით, თავჩახრილი აუყვები აღმართ და უცბად ვიგრძენი ძლიერი შეჯახება, სანამ ვეცადე დამენახა სახე თვალთ დამიბნელდა.
- ძალიან დიდი ბოდიში, უბრალოდ მეზობელს ძალიან ავი ძაღლი ყავს და გამომეკიდა. კარგად ხართ?
    სიტყვები რომელიც ყურში სამი კვირის განმავლობაში ჩამესმოდა, კიდევ ერთხელ მოვისმინე, დიახ ის ელენე იყო, სანამ თავი ავწიე დრო თითქოს უფრო გაიწელა. მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- დიახ კარგად ვარ.
- მოიცადე შენ მგონი გიცნობ?
- თუ დამაცდი თვალებიდან კარგად გამოვიხედო, მეც შეიძლება გიცნო.
- აა ჰო უკაცრავად მოდი ჩამოვჯდეთ, სანდრო?
- გამარჯობა ელენე.
- ჰო ნამდვილად შენ ხარ. აქ რას აკეთებ? მოიცადე კიდე მითვართვალებ?
- რა სისულელეა, რაში მჭირდება შენი თვართვალი.
- აბა ჩემს უბანში რას აკეთებ?
- ვსეირნობდი. „ ღმერთო ჩემო ამდენი  ხანი, ტყუილად ვიჯექი პარკში? რო მცოდნოდა  დამეჯახებოდა.“
- ამხელა გოგოს, კიდე ეშინია ავი ძაღლების?
- არა საერთოდ ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ ის მართლა ავია.
- მოიცადე ეხლა კარგად დაგინახე, ისევ კალორიულ საჭმელებს ჭამ?
- კი ხან და ხან, რატო მეკითხები?
- მგონი გასუქდი.
- არ არსებობს მართლა? შენც მგონი გახდი.
- ესე თუ გააგრძელე სირბილი, შენც გახდები.
- კარგი ადგილი აგირჩევია სასეირნოდ.
- მე არ ამირჩევია, მაგრამ კმაყოფილი ვარ.
- ვერ გავიგე.
- კარგი ადგილია, მომწონს ეს უბანი.
- კი ნამდვილად მეც ძალიან მიყვარს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც დაკვირვებით უყურებ აქაურობას, თითქოს  ეს ყველაფერი პირველად ვნახე.
- მაგას უკვე მივხვდი.
- როგორ?
- დაივიწყე, თინა როგორ არის?
- არ ვიცი ალბათ კარგად, არ მელაპარაკება.
- რატო მოხდა რამე?
- დღეს შუადღისას მოვიდა, ჩემთან სამსახუღში და გამაკრიტიკა, რატო იქექებოდი ჩემს ცხოვრებაშიო.
- მაგასაც უნდა გაუგო.
- ესეიგი შენც მაგის მხარეს ხარ?
- არა არ ვარ, უბრალოდ ეცადე შეხვიდე მის მდგომარეობაში, გავა დრო და გაგიგებს.
- შენი მეგობარი, ის ვატო როგორ არის?
- კარგადაა ისიც აქაა.
- ისიც აქ სეირნობს?
- არა ელენე, რაღაც უნდა გითხრა. მეე.....
- აი სად ყოფილხარ, რამდენი ხანია გეძებთ.
- აი სწორედ, ამის თქმას ვაპირებდი.
- ბიჭეებო ეს ელენეა.
- მე უკვე ვიცნობ, მე ზუკა ვარ ის რეკლამიდან, რო ვიყავი.
- ვატო გააჩუმე გეხვეწები.
- გამარჯობა ელე, როგორ ხარ?
- კარგად ვატო შენ? მოცადეთ ეს ზუკა თქვენი მეგობარია? ანუ თქვენ გადმოხვედით ჩემს მეზობლად?
- ჩვენ არა, მარტო სანდრო გადმოვიდა, შერცვხა და მე გამოვედი დასაპატიჟებლად.
- ზუკა მოკეტეე!
- ეს სიმართლეა?
- ესე გამოვიდა, მე არც ვიცოდი დედამ აარჩია სახლი.
- მაგარიაა...
- ხო კარგია,  ეხლა უკვე მეზობლებიც ვართ.
- სანდრო ჩვენ წასვლას ვაპირებთ ამ ბავშვს სახლში დავაგდებ და მეც წავალ დავისვენებ. ხვალ სამსახურში შევხვდებით.
- მიდი ვატო, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
- კარგად ელენე.
- კარგად ბიჭებო.
- ზუკას გამო ბოდიშს გიხდი, სისულელეს ლაპარაკობს.
- ცოტა უცნაური კი არის, მაგრამ ძალიან საყვარელი ბავშვია.
- კი ყველაზე პატარა მეგობარია, ჩემს მეგობრებს შორის.
- როგორც მივხვდი ფართი არ ყოფია.
- კი დედამ მოაწყო ვახშამი და მეზობლებსაც დაუძახოთო.
- დედაჩემსაც უნდოდა გამოსვლა, მე მეხვეწებოდა წამოდი გავიცნოთო.
- ჩემი წასვლის დროც მოვიდა, ხვალ სმენაში ვარ.
- მეც ხვალ ღონისძიება მაქვს ჩასატარებელი და ძალიან ვნერვიულობ.
- ყველაფერი გამოგივა.
- ეგრე ფიქრობ?
- ბოლოსდაბოლოდ, დეტექტივი გააცურე.
- აუუ მაგას მაინც ნუ გამახსენებ. ისე რამდენი რამე გადავიტანეთ ერთად, რო მახსენდება. ის გახსოვს? ჯერ ჩუმად, რომ უვლიდით ილიას სახლს, ვამოწმებდით მართლა გიჯები ხომ არ ცხოვრობდნენ იმ სახლში.
- სხვათაშორის ეგ შენი იდეა იყო, მეც მიკვირს რატო გთანხმდებოდი ყველაფერზე.
- ალბათ იმიტომ, რომ შენზე ჭკვიანი ვარ.
- ჭკვიანი ნამდვიად ხარ.
- დედა როგორ ჩაირა საღამომ?
- აი ჩვენი ბავშვებით.
- მოიცადე მე სანდროს უკვე ვიცნობ.
- მე ელენეს.
- რა პატარაა სამყარო.
- ნამდვილად დედა ნამდვილას, ესეიგი ის დიდებული სანდრო შენ ხარ, მთელი საღამო ქალბატონი ეკატერინე, რომ საუბრობდა.
- ესე გამოდის, როგორ ხარ ლუკა?
- კარგად, რა გაეწყობა მეზობლებიც გავხდით.
- ნახვამდის, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ!
- თქვენც ასევე, ნახვამდის!
- არა რა, ეხლა კუთხეშიც გვეყოლება ეს ექიმი?
- ლუკა რა გინდა?
- არ მომწონს მე ეგ ექიმი.
- მე მომწონს, ჩემი მეგობარია.
- მეც მომწონს კარგი ბიჭია.
- აჰაა ქალბატონებო, დედა შენც აყევი არა?
- შენ ჯობია, შენს თავს მიხედო და შენს ქალაქში მალე დაბრუნდე.
- აქედან წასვლას არ ვაპირებ, მითუმეტეს როცა გავიგე, რომ ის ექიმი აქ ცხოვრობს.
- დედა არ მესმის, სანდროსგან რა უნდა.
- საკმარისია ბავშვებო, გეყოფათ კამათი.
        მის სახლს ზურგი აუარე, უთვართვალებდი კიდეც, ერთი საათი პარკში ვიჯექი და ბოლოს ავი ზაღლის შეეშინდა და შემეჯახა. არა რა ჰო ვამბობდი უბრალოდ არ არის ნორმარული. ისე გამართო სააუბარში მაინც ვერ უთხარი, რომ მისი მეზობელი ვიყავი. ისევ იმ სულელმა ბავშვმა უთხრა ყველაფერი. მგონი მის ძმას ლუკას, დიდად არ მოვწონვარ ალბათ იმიტომ, რომ რამდენჯერაც შევხვდით, სულ მის დასთან ერთად ვარ. ეხლა უკვე არ ვიცი რა იქნება, ნეტა ის მაინც იცის,რომ ოთახებიც მოპირდაპირედ გვაქვს.
- მეზობელო, მგონი ჩემი ოთახი, შენი ოთახის მოპირდაპირედ არის.
- საიდან მიხვდი?
- კედელზე ის სურათი გიკიდია, რაც კაბინეტში.
- რა კარგი მნეხსიერება გაქვს.
- ესეიგი გამოვიცანი?
- კი ნამდვილად გამოიცანი.
- აი დაგინახე.
- მეც გხედავ.
- როგორც ჩანს ჩემი ნომერი, ჯერ კიდევ არ წაგიშლია.
- არც შემიმჩნევია, რო შემემჩნია ალბათ წავშლიდი.
- ალბათ ხუმრობ ხო?
- კი ვხუმრობ.
- ძილინებისა, მე უკვე ვიძინებ.
- წარმატებებს გისურვებ, ხვალ ღონისძიებაზე.
- შენც გისურვებ წარმატებებს სამსახურში.
        ასეე დასრულდა დღევანდელი დღეც და თხრობა, რომელიც დავასრულე ჩემს თავზე. ვცდილობ დავიძინო, მაგრამ რა უბედურებაა დედაჩემო საწოლიც, რომ ფანჯარასთან დაგიდგამს. არა რა! ხვალ გადავაადგილებ ოთახს, ვაფშე ქვემოთ ჩავალ. თუ ესე უკეთესია? არა მგონი ესე უკეთესია.
- ანკა აბა რა ხდება, მოაგვარე ყველაფერი?
- კი ყველაფერი კარგად არის, მეც უკვე სახლში ვარ.
- გოგო იცი, სანდრო ვნახე.
- სად? დაგირეკა, მოგწერე? სად ნახე?
- გეყოფა, რამდენი კითხვებია.
- აქ ვნახე, ჩემს უბანში.
- მანდ რას აკეთებდა? შენთან მოვიდა?
- არა სეირნობდა.
- გოგო ნუ გამაგიჯე, ნორმარულად მითხარი სად ნახე.
- სიმართლეს გეუბნები, აქ ვნახე ჩემს უბანში სეირნობდა, ეხლა კი თავის ოთახშია და წევს  აქედან ვხედავ.
- გეფიცები ვერაფერი გავიგე, ეხლა შენ მის სახლში ხარ? საიდან ხედავ როგორ წევს?
- აუუ! ჩემი კარის მეზობელია, ოთახებიც მოპირდაპირედ გვაქვს და იმიტომ ვხედავ, ეხლა გაიგე?
- ეხლა ამას, სერიოზულად ამბობ თუ მეხუმრები?
- არა არა სერიოზულად ვამბობ, თვითონ არც იცოდა დედამისმა იყიდა ეს სახლი.
- აუუ, ხო გეუბნებოდი, ეგ ბიჭი შენი გახდებათქო.
- იცი რა საყვარელია, ის ცისფერი ზედა, ეცვა ძაან რო უხდება.
- მერე უთხარი.
- გაგიჟდი? რა უნდა უთხრა.
- ისიც უთხარი, რომ გიყვარს?
- არ მიყვარს!
- კარგი რა, შეენ შეგიძლაი შენი თავი მოატყუო, მაგრამ მე ვერ მომატყუებ მე კარგად გიცნობ.
- კარგი ვთიშავ ტელეფონს, ხვალ გნახავ.
- მიდი, მიდი კარგად დახედე, რო ჩაეძინება შენც მერე დაიძინე.
- კარგი გკოცნი ხვალამდე.
- მიდი მეც.


                              გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები