ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2018


მადლენა

            პროლოგი
,,ჩრდილებად ჩანხარ მადლენ და,
დაისის შემდეგ დაბნელდა..."

          ნაწილი I ,,გა(აღ)მოჩენა"

ღამის ჩუმ რაინდებს მხოლოდ ქუჩის ლამპიონები მტრობდნენ 5 ივნისს,მადლენასათვის კი ეს  სრულიად სულერთი იყო... მისი რომანტიულობა მისივე თმის ფერი იყო,შავი. სანამ არ დაასრულებდა კამიუს ,,უცხოს" მისთვის გარემოც უცხო იყო და სიტუაციაც.
ასე იცოდა მადლენამ,ჩაიციკლებოდა რამეზე,წიგნი იყო თუ მუსიკა(განსაკუთრებით) და რთული პიროვნების იმიჯს ამართლებდა. არადა მის პრიალა სახეს ვერ შეატყობდით რაიმე განსამუთრებულ ნიშანს, ჩვეულებრივი გოგონა გახლდათ,უშუალოც და ქედმაღალიც,სადაც საჭირო იყო ჭკვიანიც... სრულყოფილებამდე მხოლოდ ჩამოუყალიბებლობა უშლიდა ხელს,ალბათ ეს მოსწონდა საკუთარ თავშიც... მხოლოდ ჭიქა ბრენდის წრუპნასა და კითხვას ნუ დაუშლიდით,სხვა რამ ფეხებზე ეკიდა,თუმცა სამყაროს მხოლოდ იმპულსური ბედნიერებებით აღიქვამდა,დანარჩენ შემთხვევებში არ აინტერესებდა,შესაძლოა ბრენდის წრუპვაც ფეხებზე ეკიდა,ვინ იცის... საკუთარი თავის სიყვარული კი უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი, მისი სილამაზე იყო ამის საფუძველი,ალბათ ეს ის იშვიათად ჩვეულებრივი და კანონზომიერი გრძნობა იყო მასში,რომლითაც ამაყობდა, დანარჩენი კი სრული ქაოსი...
თუ რაიმე უყვარდა მადლენას(საკუთარი თავის გარდა რათქმაუნდა) ისევ უჩვეულო,მალევე მოსაბეზრებელი,რეალურად რომ ფსევდო-არაერთფეროვნების შეგრძნება დაეთრგუნა,თუმცა სხვის თვალში სწორედ ეს ხასიათობრივი ჭრილი იყო ერთფეროვანი...
წუთიერი დუმილები არ უყვარდა(როგორც ბადრიჯნის სოუსი),იუმორი კი ისეთივე ირონიული ჰქონდა,როგორც ბიოლის კლოუნს,უბრალოდ მადლენას ჭეშმარიტების მახვილი ბლაგვი იყო, მიკერძოებული...
მადლენას სამყარო დიდი იყო.თუმცა არც იმხელა, სხვისი ადგილი მის სამყაროში პარკში თავისუფალი სკამივით გამოძებნილიყო.
მადლენას იმ ღამეს არ ეძინა, მარწყვის ჟინი წიგნზე მეტად ჰქონდა აკვიატებული. უბნის ავი ძაღლები კი მარწყვის ჟინზე ბევრად მაღლა იდგნენ მის წარმოსახვაში,ვერ ჰგუობდა ძაღლებს.
მოთმენაცაა და მოთმენაც - ჩაულაპარაკა ალტერ-ეგოს და მოისხა ქურთუკი,სულ მესამედ გარისკა უბნის ძაღლებთან ურთიერთობის დალაგება,თუმცა ამჯერადაც კრახით დასრულდა,ნეტა რამდენჯერ მოუწევს კიდევ შრატის გაკეთება,ეშმაკმა უწყის!
ნეტავი მალე გათენდებოდეს-ფიქრობს და ამ ფიქრში მარწყვიც მიეცა დავიწყებას,როგორც ოდესაღაც ,,შავი ჭირი" დაავიწყდა მსოფლიოს(მის დახუჭულ თვალებთან რომ იდო,ცისარტყელისფერი სანიშნით)...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები