ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2018


დაბადების დღე

                  ნაწილი მეათე
- საყვარელო ძალიან გთხოვ საკმარისიაა, ისედაც უკვე ერთი საათია ემზადები.
- მოვდივარ! ცოტა დამრჩა.
- არა რა,  ვსიო მე მივდივაარ.
- მოიცა დავფიქრდე, დღეს ელენეს ყველაფერს ვეტყვი.
- არ გაბედო!
- მაშინ კიდე, ათი წუთი მოგიწევს ლოდინი.
- შემომხედე, მმმ ეს რაღაც ახალია?
- თუ არ გამიშვებ, კიდევ გავზრდი დროს.
- ოჰჰ ეს ქალები ნეტა ხვდებით, რომ საკუთარ თავს უფრო მეტ დროს უთმობთ ვიდრე ჩვენ?
- ჰმმ მგონი დაგავიწყდა, ორი დღის უკან შენს გამო რეები ჩავიდინე.
- წავედით?
-კი აი ეხლა, მზად ვარ წავედით.
- გუშინ რას შვრებოდით?
- კარის მეზობლები გადმოვიდნენ, და იცი ვინ აღმოჩნდა?
- კი სანდრო.
- აა მავიწყდება, შენ ხო ჩემი დის დაქალი ხარ.
- აუ ძაან საყვარელი ბიჭია რა.
- აჰაა შენც?
- ვერ ვხდები რატო არ მოგწონს?
- რაც ჩამოვედი მაგათ უყურებ, ეხლაც კუთხეში მყავს.
- ეჭვიანობ?
- რა სისულელეა.
- ლუკაა საყვარელო, დაიკოზე ეჭვიანობ.
- დამიჯერე არა, ჩვენ ხო ერთმანეთს ვერ ვიტანთ.
- მერე ეგააა სიყვარულიი, უბრალოდ გამოხატვა არ გინდათ.
- საღამოს რა ვქნათ?
- რამეს გავაკეთებ და სანდრო და ელე დავპატიჯოთ.
- მეხუმრები ხო?
- კი მაგრამ არ იქნებოდა ცუდი.
- სულ ტყუილად ხარ დარწმუნებული, ეგენი ერთად მაინც არ იქნებიან.
- ეგრე იყავი დარწმუნებული შენც, მაგრამ ხედავ ეხლა სად ხარ? უკვე ერთი კვირის, წასული უნდა იყო და ეხლა აქ ხარ, ჩემს გვერდით.
- ჩვენი შემთხვევა, სულ სხვაა.
- დამიჯერე ეგენიც მალე მივლენ, ჩვენს შემთხვევამდეც.
          სანდროსთან პირველი შეხვედრა, კარგად არ მახსოვს, რადგან ძალიან შეშინებული ვიყავი, თინას გამო. მხოლოდ ხმა მახსოვს, როდესაც თქვა ყველაფერი კარგად იქნება, მეც შვებით ამოვისუნთქე. ის ისეთი დამაჯერებელი იყო,  მე არც მიფიქრია, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. დავაძალე წვეულებაზე წამოსვლა, არც მაშინ მახსოვს მისი სახე კარგად, თინას გონების დაკარგვის შემდეგ, თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებულები გავხდით. მე ეს ყველაფერი არ მინდოდა, რაც უფრო ვიშორებდი, მით უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, შექმნილი უსიამოვნებების გამო. მან შეძლო და რამოდენიმე დღეში, ჩემზე ბევრი რამ ისწავლა,  ყოველთვის როცა რაღაც მჭირდებოდა, მან უკვე ყველაფერი იცოდა. „ ნეტა ვის გავხარ, წითური თმით? “  სიტყვები რომელიც სანდროსგან მახსოვს, როცა მის კაბინეტში მეძინა, ის თავთან მედგა და თავისთვის ბუტბუტებდა. მე მოვატყუე, რომ უბრალოდ არაფერი მახსოვდა.
- დილამშვიდობის!
- როგორ ხარ?
- კარგად ელე შენ?
- ცოტა ვნერვიულობ, ისე ყველაფერი კარგად არის.
- მგონი ერთ ყურზე, საყურე არ გიკეთია.
- მართლა? მოიცადე მათხოვე ტელეფონი.
- ტელეფონი? აა კარგი აიღე.
- მგონი სახლში დამივარდა, ვეღარ მოვასწრებ ისედაც მაგვიანდება.
- რომელზე გაქვთ, ღონისძიება?
- 6_ზე რატო მეკითხები?
- მოიცადე მგონი ვიცი, რაც უნდა ვქნათ.
- რას აკეთებ?
- დამაცადე ამასაც მოგხსნი.
- სანდრო....
- ესეც ესე, ესე უკეთესია.
- რა კარგია სუნამოა.
- ვერ გავიგე?
- არაფერი, კარგია რომ აქ ხარ.
- კარგია მეგობრობასთან ერთად, უკვე მეზობლებიც ვართ.
- კარგი წავედი.
- მოიცადე საყურე დაგრჩა. „ საყვარელი“
      „ ღმერთო ჩემო ელენე, დამშვიდდი რა გემართება? “
- ლუკა შენ, აქ რას აკეთებ?
- გუშინ არ გითხარი, მეც მოვდივართქო.
- კი მაგრამ ესე ადრე?
- ელე მე ვთხოვე მოსულიყო, დეკორაციებში მჭირდება დახმარება.
- ანკა მერე ბიჭები რისთვის გვყავს, ბავშვებიც სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ.
- კარგი რა დაო, მომეცი საშვალება დაგეხმაროთ.
- რავიცი თუ დრო გაქვს მიდი.
- მიდი მომიყევი, როგორ გეძინათ?
- რავიცი კარგად მეძინა.
- და სანდროს?
- ანკა გეყოფა, შეკითხვები და საქმეს მივხედოთ.
- იცოდე მაინც ვერ გამექცევი, ღონისძიება რო ჩაივლის ყველაფერზე ვილაპარაკებთ.
- სალაპარაკო არაფერია.
          ანკა ჩემი დაქალია, ერთმანეთი მარიკა დეიდამ გავაცნო, უკვე 2 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ და მგოინია, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. ვხვდები რომ ვირაცას ხვდება, ღონისძიების დასრულების მერე მე კი არა, მას აქვს ჩემთან სალაპარაკო.
- ელენე შეკვეთაა, შენს სახელზე.
- საინტერესოა, მე არაფერი არ შემიკვეთავს.
- მგონი რო უფრო საჩუქარია.
- კარგი მაგიდაზე დადე და მერე ვნახავ.
- შენს ადგილზე მე, ეგრევე გავხსნიდი.
          „ მგონი დაახლოებით ისეთია, დილით რომ ვეძებდით.“ სანდრო? ნამდვილად სანდროსგან არის. ეხლა როგორ მოვიქცე? დაურეკო თუ, საღამოს ვნახო და ისე გადაუხდი მადლობა, არა მგონი ჯობია მივწერო. ჯანდაბა როგორ მოვიქცე? რეკავს! სანდრო რეკავს, უნდა უპასუხო ჯანდაბააა! ვუპასუხობ...
- ეხლა მგონი, ყველაფერი მზად არის ხო?
- კი ნამდვილად, არც კი ვიცი რა ვთქვა ძალიან ლამაზია.
- მართლა მოგეწონა?
- კი, კი მადლობა.
- კარგი მაშინ კარგად.
- მოიცადე სანდრო იქნებ...
- რა იქნებ?
- იქნებ დღეს საღამოს, სადმე წავიდეთ.
- სიამოვნებით, მაგრამ დღეს სმენაში ვარ.
- კარგი მაშინ, ხვალე იყოს.
- მოიცადე მოვიფიქრებ რამეს და მოგწერ.
-კარგი მაშინ დაგელოდები, მადლობა კიდევ ერთხელ.
        ყველაზე მეტს, მე ვნერვიულობდი და ღონისძიებამაც ძალიან კარგად ჩაიარა, ახალი სპონსორიც გვყავს, ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები არიან. ძალიან დამღლელი დღის შემდეგ, ეხლა სიამოვნებით შევჭამდი ბლინებს თაფლით. ანკა არც დამელოდა ისევ გაიქცა, არა რა ხო ვამბობდი მაგ გოგოს ვიღაც ყავს, სანამ არ გამოვიჭერ ისე არაფერს იტყვის. სანდროსაც არ მოუწერია, ალბათ დაავიწყდა. უკეთესი იდეა მაქვს, ეხლა წავალ ბლინებს ვიყიდი და სამსახურში აუტან.
- ვაა ელე, აქ რას აკეთებ, ხო მშვიდობაა?
- კი ვატო მშვიდობაა, სანდრო საით არის?
- თავის კაბინეტშია, დღეს ბევრი პაციანტი ყავდა.
- კარგი მაშინ ვნახავ.
- თქვენც სანდროს ელოდებით?
- დიახ.
- დავიღალეთ, უკვე ერთი საათია ველოდებით მისი უფროსია შესული, მგონი ეგენი ერთად არიან.
- ვინ ეკა?
- არ ვიცი, მგონი ეგ არის.
- გასაგებია.
- მოიცადეთ უკვე მიდიხართ?
- მგონი აქ ყოფნას, აზრი არ აქვს.
- ელენე?
- გისმენ სანდრო.
- მოიცადე სად მიდიხარ?
- მგონი დაკავებული ხარ.
- ელენე ვერ გავიგე რას გულისხმობ, კი დაკავებული ვიყავი, ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა დღეს, მაპატიე ვერ მოვახერხე შენთვის მოწერაც.
- არაფრის ახსნა არაა საჭირო, მე ისედაც მივხვდი ყველაფერს. ეს ბლინები კი შენია.
- ვერ გავიგე ესე მალე, რა დაემართა?
- ძმაო გავიგე შენი პაციენტები, ეკაზე რომ ელაპარაკებოდნენ და ალბათ უკვე გაიგო.
- ვატო შეგიძლია ჩემს სმენაში დარჩე დროებით, გთხოვ როგორც კი შევძლებ დავბრუნდები.
- წადი დილამდე მე შეგცვლი.
- გაიხარე ძმა, იცოდე შენთან ვალში ვიქნები.
      ეკა სანდროს უფროსია, ის ყოველთვის გამომწვევად იცმევდა, მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ისიც თინას გამო საბუთებზე პრობლემები შეიქმნდა. თუმცა არასდროს არ მიფიქრია, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ. მერე რა, ის ჰომ სანდროს ცხოვრებაა და მისი გადასაწყვეტია, ვისთან იქნება.
- ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი.
- სანდრო, როგორ მიპოვე?
- ეს ის კაფეაა, სადაც პირველად ვიჩხუბეთ.
- და ის ის ბარი, თინას მეგობრის.
- რა მოხდა, რატო წამოხვედი.
- არაფერი უბრალოდ მითხრეს, რომ დაკავებული იყავი და ხელი აღარ შეგიშალე.
- სმენა გავცვალე.
- მივხვდი, მაგრამ რატო?
- მინდა რაღაც გაჩვენო.
- და შენი შეყვარებული, არ გაბრაზდება?
- (იცინის) ელენე ეკა ჩემი შეყვარებული არ არის.
- იყოს მერე რა, რა? არ არის?
- კი არ არის, წამოხვალ?
- კი მოვდივარ.
      მწვანე თვალები, უბრალოდ მიყურებს და ვიბნევი. არა რა მისი ბრალია, ის მიყურებს გაშტერებული და მეც კონტროლს ვკარგავ. მის სუნამოს სურნელს ვგრძნობ, ის ისე ახლოა ჩემთან, გულმაც ხმამაღა დაიწყო ფეთქვა, ვეღარ ვაჩერებ ვცდილობ, ხელი მოვკიდო ძლიერ და შევძლო გაჩერება, მაგრამ შეუძლებელია. მინდა მისგან მოშორებით ვიყო, მაგრამ არ შემიძლია, რაც უფრო ახლოა ჩემთან, მით უფრო ბედნიერი ვხდები.
- კარგად ხარ?
- კი, ბევრი დარჩა?
- არა თითქმის მივედით.
- რა ადგილია და რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი შენთვის?
- როცა რაღაც მაწუხებს, ან ძალიან ბედნიერი ვარ აქ მოვდივარ. ძალიან ლამაზია განსაკუთრებით ღამით, თითქმის მთელი ქალაქი ჩანს, დამიჯერე ძალიან მოგეწონება.
- და ეხლა როგორ ხარ? რაღაც გაწუხებს თუ ძალიან ბედნიერი ხარ?
- უბრალოდ კარგად ვარ, აი ისიც მოვედით. მოდი უბრალოდ ძალიან ახლოს არ მიხვიდე.
- მართლაც რა სილამაზეა მომწონს.
- აქედან შეგიძლია იყვირო, ვერავინ გაიგებს.
- სერიოზულად? შენც ეგრე აკეთებ, როცა აქ ამოდიხარ?
- როცა ძალიან მიჭირდა, კი გამიკეთებია.
- კიდე მინდა, წინ მისვლა.
- მოიცადე ელე საშიშია.
- მინდა კიდე წინ მისვლა.
- კარგი მაშინ, ხელი მომეცი.
- არ გამიშვა, რა მაგარია! ეხლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჰაერში ვართ.
- ეხლა შეგიძლია, დაიყვირო რაც გინდა.
- ბედნიერ ვააარ! დავფრინავთ, დავფრინავთ!
- კარგი საკმარისია, ჯობია ცოტა უკან დაიხიო.
        მიყურებს, თვალებში მიყურებს, ეხლა თავს ძლივს ვიკვებ, რომ კიდე არ ვაკოცო. არადა ვთქვი, რომ მეორედ აღარ გავიმეორებდი. იქნებ გავაფთხილო და მერე ვაკოცო, როგორც ეს თვითონ თქვა. არა ელენე საკარისია, სისულელებზე ფიქრი არ აკოცებ.
- ხოო, როგორ იპოვე ეს ადგილი?
- აი ის გზა, ჩემი სოფლისკენ მიდის. ერთხელაც გავჩერდი და დავრჩი. ქალაქიდანაც ახლოსაა და თან ძალიან მომწონს აქაურობა.
- სანტერესოა, ამდენი ხანია ვსაუბრობთ და ჯერ არ გვიჩხუბია.
- ეს ალბათ იმითომ, რომ  უკვე კარგი მეგობრები ვართ.
- იქნებ აღარ თქვა, ეგ სიტყვა.
- რა სიტყვა?
- მეგობრები.
- რატო?
- არ მომწონს. რატო იცინიხარ?
- კარგი იყოს ეგრე, არაღ ვიტყვი.
- აქედან ვასკვლავებიც რა კარგად ჩაანს, თითქოს უფრო ახლოს ვართ მათთან.
- ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, ვასკვლავების დათვლა, თუმცა ვერასოდეს ვასრულებდი ბოლომდე.
- საინტერესოა სანდრო, როგორი ბავშვი იყო?
- ძალიან სერიუოზული, როცა ასაკს მეკითხებოდნენ, ყოველთვის ჩემი ასაკის ხუთით მეტს ვეუბნებოდი.
- რატო?
- არ ვიცი, ალბათ მეგონა, რაც უფრო მეტს ვიტყოდი,  უფრო ყურადღებას მომაქცევდნენ.
- საყვარელი.
- რა?
- არაფერი, უბრალოდ წარმომიდგენია, რა საყვარელი იქნებოდი.
- წეღან დაიყვირე ბედნიერი ვარ, რატო?
- შენ ხარ აქ.
- ჩემთან ერთად ხარ ბედნიერი?
- არა, უფროსწორედ კი.
- მგონი უკვე გვიანია, წასვლის დროა.
- რამდენი დრო გასულა.
- მომეცი ხელი.
- ჯობია ჩემით ავდგე. აიიი ფეხი!
- რა ჯიუტი ხარ, მანახე აბა.
- არაფერია, უბრალოდ ნაკაწლია.
- ესე გტკივა?
- კიი ცოტა მტკივა.
- ადექი, ესე შეძლებ ჩამოსვლას?
- ძალიან დაღმართია, ხო არ ჯობია მე აქ დავრჩე?
- კი ელენე კარგი აზრია, სანამ  არ გაგივლის აქ იჯექი, ისე ღამე შეიძლება, რომელიმე ცხოველიც გაიცნო, თუ გინდა დარჩი.
- არა დამელოდე, მეც მოვდივარ! მტკივა....
- კარგი მოდი.
- რას აკეთებ, დამსვი!
- გაჩუმდი ძალიან გთხოვ, მაინც არ დაგხვამ თან ეს ადრეც გამიკეთებია.
- ვიცი.
- მოიცადე შენ, გათიშული არ იყავი?
- კი მაგრამ შენი მესმოდა.
- ანუ ყველაფერი გაიგე.
- წითური თმით მამას ვგავარ, და ეს შრამი ბავშვობიდან მაქვს, ჩემ ძმამ ქვა მესროლა.
- მოდი ცოტა შევისვენოთ.
- სანდრო უკვე კარგად ვარ, აქედან ჩემით შევძლებ წამოვლას.
- ხელი მაინც მომკიდე, კიდე არ წაიქცე თორე ისევ ჩემი სატარებელი გახდები.
- მგონი გირეკავენ.
- მერე უპასუხებ.
- კიდე რეკავს, მგონი ჯობია უპასუხო.
- ეკა გისმენ.
- სად ხარ?
- საქმე გამომიჩნდა და წამოვედი.
- მგონი უკეთესი იქნებდა მეც გაგეფთხილებინე, სმენას რომ უცლიდი ვატოს, უკვე რამდენჯერ იმეორებ ესე.
- ხვალ მოვალ და ვისაუბროთ, ეხლა არ მცალია.
- სანდრო არ გამითიში.
- ჩემი ბრალია ხო? ჩემ გამო გამოხვედი სამსახურიდან.
- არა შენ რა შუაში ხარ, ხვალ მივალ და დაველაპარაკები.
- უკვე მოვედით, მადლობა ყველაფრისთვის.
- არაფრის, კიდე გტკივა?
- ცოტა კი, მაგრამ არაუშავს გამივლის.
- ეგრე არ შეიძლება, კრემი მაინც უნდა წაისვა. წამოდი თუ გინდა მარტო ვარ სახლში,  დედა დღეს ბებიასთან რჩება ფეხსაც მე დაგიმუშავებ.
- არ ვიცი
- რაიყო აი შენი სახლი, დაგიმუშავებ და გადმოხვალ.
          ამ სახლში ბოლოს მაშინ ვიყავი, როცა ძალიან პატარა ვიყავი და მოჩვენებებით მაშინებდნენ. ეხლა კი, სულ სხვანაირია აქაურობა, აღარც ჩამობნელებული ოთახები, არც დამტვრეული ავეჯი. სანდროს ოთახიც დაახლოებით ვიცი ისიც ჩემგან. ძალიან მაინტერესებს, რო ვთხოვო არა სისულეაა.
- ეს მამაშენია?
- კი ამ დღეს, პირველად დამსვა  მამამ მანქანაზე და ძალიან ბედნიერი ვიღებდი სურათს.
-  ეს ვინ არის?
- ეს ჩემი ბიძშვილია ლიზი, და არ მყავს მაგრამ მე და ლიზი საუკეთესო და ძმა ვართ.
- რა კარგია, მე და ჩემი ძმა, სულ ვერ ვუგებდით ერთმანეთს და დღემდეც ესე ვართ.
- არაუშავს გავა დრო და დააფასებთ ერთმანეთს.
- არამგონია.
- ჰო არ გტკივა?
- არა
- ამას ეხლა გადახვევა უნდა, დამელოდე ოთახში მაქვს და ჩამოვიტან.
- კარგი დაგელოდები.
- ვიცი რო გაინტერესებს, წამოდი ოღონდ კიბეზე იყავი ფთხილად.
- მე? სულაც არა, მაგრამ წამოვალ.
- აქ დაჯექი.
- პატარა და ძალიან მყუდრო.
- სულ დედაჩემიც მოწყობილია, მე სულ არ მომწონ, ესეთი გადატვირთული ოთახი. ალბათ შევცვლი ბევრ რამეს.
- რატო კარგია.
- რა არის კარგი, ვერ ხედავ საწოლი ფანჯარასთან დგას.
- კი ეგ დავინახე.
- სასაცილოა ხო?
- რავქნა მეცინება, რას იზამ ზოგჯერ, მშობლებმა უფრო უკეთ იციან რა მოგვწონს.
- აშკარად, ესეც ესე ხვალამდე უკვე გაგივლის.
- მადლობა ექიმო, პირველადი დახმარებისვის.
- არაფრის ამიერიდან დამიჯერებ.
- ეს რა კინოა?
- მეკობრეებზეა, არამგონია შენ მოგეწონოს.
- რატო მე მიყვარს.
- მართლა? მეც ძალიან მიყვარს.
- უყუროთ?
- ეხლა?
- ხო ეხლა.
- არა ჯობია წავიდე, დღეს ისედაც მოგაბეზრე თავი.
- სხვათაშორის უკვე მივეჩვიე.
- მოიცადე ეს ეკა არაა?
- ელენე მომეცი.
- რა?
- სურათი მომეცი.
- შენ მითხარი, რომ შეყარებულები არ იყავით, შენ კიდე სურათს ბალიშის ქვეშ ინახავ?
- ეგ ეკა არაა.
- აბა?
- ეს მარიტაა, რომელიც მიყვარს.
- გიყვარს?
- ხო, მერე შენ რა?
- აა ჰო მე არაფერი, ეგ შენი ცხოვრებააა.
- მოიცადე, ფთხილად კიბეზე!
- მერე შენ რა?
- ისევ  წაიქცევი.
- ჯანდაბაა!
- სანდრო გამიშვი, რას აკეთებ?
- არ გაგიშვბ?
- რატო?
- არ შემიძლია...


გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები