ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2018


წერა

ახლა ასეა, გულის შიგნით მეტად აცივდა...
რა ვუყოთ, ხდება, იშვიათად ასეც კი იცი,
რომ კარს მიხურავ ეტიკეტის სრული დაცვით და
ჩემი ოცნება სადარბაზოს კიბეზე გიცდის.

მერე ლოთდება ან უბრალოდ იქიდან მიდის.
რაც მთავარია, (გულმოკლული) მაგრამ არ გიწყენს.
და როგორც ერთი ნამთვრალევი, უბრალო გიდი
ჩემი სამყაროს ისტორიის აღწერას ვიწყებ.

ანდა, არა ღირს, ვის სჭირდება, რატომ ან რისთვის?!
დრო - მეეზოვე ჩემს სამყაროს მალე დახვეტავს
და ეს კალამიც, შიგადაშიგ გრძნობებსაც ისვრის,
რომ მიყვარდე და მოვარდნილი წყენა დავხვრიტო.

05.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები