 | ავტორი: დევი ჟანრი: პოეზია 24 მაისი, 2018 |
** სად შენ და სად მე, გასვრილი... ოღონდ ნუ მეუბნები, რომ ადამიანი არის ის, რასაც ფიქრობს და არა ის, რასაც აკეთებს. აზრი არ აქვს, მკვდარს თავს ხომ ვერ შეაძულებ.
** როცა შენ შენი საყვარელი მუსიკის გადასხმას მიკეთებ, გული საგულეს არ მეტევა, არ ვიცი შენ მაგ მუსიკაზე სად, ან ვისთან ერთად აყირავდები, მე კი პირველად გამკრა ფიქრმა - რა კარგია რომ არსებობს სკამი .
** შენი გაოცებული სახე მაკვირვებს, როცა მხედავ რომ სულელივით ვიქცევი, ან ბავშვივით, არაფერია გასაოცარი, მე სიკვდილის წინ გასახსენებელ წამებს ვაგროვებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|