ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2018


თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა

მაისი ისევ ისევ მაისი,.
ეფოფინება ვარდები ნიავს.
დრო ისევ მიდის თავისებურად
და ჩვენიდანაც რაღაცა მიაქვს.

მოწმენდილი ცა ისე სუფთაა,
კამკამა ფერზე კრიალებს ახლაც
სიხარული და წუხილიც გვახსოვს
მაისმა გულში რომ ჩაისახლა.

შეჰკრეს კამარა მერცხლებმა ახლაც,
თამამად მართვვე იწევა ზემოთ
თავისუფლება სულში არ კვდება
ვინც გამარჯვებას იმედით ვჩემობთ.

ვარდების ფერი სიხარულს აფრქვევს,
განწყობა მოაქვს.სურნელს ვარდების
თავისუფლება მძიმე ტკივილით
ცად მოლაღური ქორ შევარდნებით.

ფეთქავს მაისი აპრილის გულით
ცეცხლივით ანთებს ვარდების ბაღებს,
თავისუფლება ასე ძვირფასი
მოდის ჩვეთან და მთელ სარკმელს აღებს.

მთვარისებრ მკრთალი ,თავისუფლება
კაშკაშებს როგორც მზე აგვისტოში
ვარსკვლავებს ცაზე ვერავინ მოსპობს,
ნაყოფიც მწიფობს მყოვან ხის რტოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები