ნაწარმოებები



ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2018


დაგივიწყებ , მე დაგივიწყებ

დაგივიწყე_ბდი, რომ შემეძლოს დაგივიწყებდი ...

  (სამი  წელი იქნება, რაც გიცნობ  და  ამდენივეა, ალბათ, რაც მიყვარხარ...  )


შენ გაფანტულ და გზააბნეულ შენს თავზე  დარდობ,
მე კი შენ გდარდობ, რომ
შენ დარდობ,გაფანტულ გზააბნეულობაზე
ან გზააბნეულ გაფანტულობაზე
ან სულერთია რაზე და ვისზე.
და  როცა გძინავს, მე ვხედავ, სიზმარს,
ეს სიყვარული როგორ გაშინებს,
შუბლზე დაცვარულ შენს თმებსაც ვხედავ,
გხედავ და მტკივა.

ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი
შენ იყავი და იქნები მუზა.
არ მენდობოდი, ვიდრე სულ ბოლოს
სანაპიროსთან ჩააგდებდი უთეთრეს ღუზას.
შენ უარმყავი, როგორც იმედი,
ალბათ ფიქრობდი, არ გჭირდებოდი.
და უარყოფილს მე გულში მკაწრავს.


მე  უკვე ვიცი, რომ დაგივიწყებ
მოვკვდები , მაგრამ მე დაგივიწყებ!
  თუნდ ამისათვის მე  დამჭირდეს
  ჩემი ძალების უკანასკნელი ენერგია,
  სულ ბოლო პრანა ...
და რადგან  შენნაირებს არ ივიწყებენ
და ვიქნები ერთადერთი , ვინც ამას შეძლებს.
მე დაგივიწყებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები