ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2018


გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

                          გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

                                      "გავაღე კარი თეთრი თოვლი შემომეფეთა,
                                        მივხურე კარი მარტოობამ დაისადგურა."

ჩემს გარეგნობას ვუმადლოდე უნდა ყველაფერს
არ ვიცი უფალს, ჩემს სამყაროს ან თუ ჩუმ ზეცას
საკუთარ თავთან  სულ მარტო ვარ ალბათ ისედაც,
ვიცი ვერასგზით მე ვერ შევძლებ ცხოვრების შეცვლას.
ღმერთო ნუთუ გზა რომელიც მე ამოვირჩიე
ასე სათუთი რომ მეგონა  ასე  ძნელია
გენიოსები წარმოსახვას ზენიტში აჰყავს
ხალხის გული კი მათ მიმართი შავი, ბნელია.
რაღა თქმა უნდა არაფერი არის იოლი
ზიზღის, შურის  და მტრობის ალი სწვავს მთელ დუნიას.
მე არ მინახავს ღირებულის და ღირსეულის
პატივისცემა  დაფასება  გონით  უცდიათ,
არაფერს ვითხოვ, მე მხოლოდ მსურს, სასაფლაომდე
ლურჯი ცხენების თქარათქურით მისვლა მწყურია.

/////////////////////////////////////////////////////////////////////////////

        გ ა ლ ა კ ტ  ი ო ნ ი

ზამთარი, თოვლი, სიცივე ქარში
დამბრუნავს თავზე როგორც ჩვენება,
როგორც სიკვდილი, სასჯელი ბოლო
და ამ სიცოცხლის დაგვირგვინება.

მე არ მინდოდა ზამთრის სიცივე
თოვლი თეთრად რომ დაიფინება,
ცრემლი ასეთი მწარედ  საბრალოდ
გულის სიღრმეს რომ  ჩაიძირება.

ლურჯი ცხენები მინდოდა მხოლოდ
სიკვდილის შემდგომ გასასვენებლად.
რადგან ცხოვრება სასტიკი, ბილწი,
ირგებდა ზაფხულს მოსაჩვენებლად.

შავ შუაღამეს ტანჯული სული
ჩემი საფლავით  ამოდინდება
რადგან სახადი უმადურ ხალხთან
მერგო ბოლთა და შემობინდება.

წავალ და მაინც მე აქ დავრჩები
აქ დაიბადა  ჩემი ლექსები
ქართველ მგოსანად დავბადებულვარ
საქართველოს ვერ ჩამოვეხსნები.

ფარსი ყოფილა ამაოება,
ბოჰემურ ტკბობას ვნახე რაც მოაქვს.
გენია ქარებს აეტმასნება,
მგოსანი მოჰგავს შავ პალტოს ფოლაქს.

უღირსის მიერ რისი ღირსყოფა
როცა თანმოძმეს სულს უხრწნის შური
ბოლთა ბოლთაზე,  ტალანს ხმაური
და სარმელიდან გაფრენა სულის.

მე მივატოვე შურის სამყარო
ვინატრე გულით დამტირებელი
ვინ გაიმეტა  ლურჯი ცხენები
ჩემ საფლავამდე მიმცილებელი.

მე არ მოვმკვდარვარ  ახლაც ვჭექ ლექსად
გალაკტიონმა ფერი იცვალა
მე პოეზიის მგოსანად ვრჩები
და ჩემში გვამი გარდაიცვალა.

//////////////////////////////////////////////////////////////


არის რაღაცა რასავ ვერვის ვერ უნაწილებ,
მაგრამ არიან, რომ მიდიხარ და გულს უტოვებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები