ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2018


მიდი რა ფანჯრიდან დაწყვიტე ვარდები

მიდი რა ფანჯრიდან დაწყვიტე
ვარდები,
გადაწვდი ეკლებიც დააძვრე
ღეროებს,
ველური სურნელით იკალი
დარდები,
ტირილი არ გინდა,
შენ უნდა მღეროდე...

იცეკვე იქნებ და გაწვიმდეს,
ამ ღამე...
გაწვიმდეს სულში რომ
გაჟონოს წვეთებმა,
იცეკვე!გიჟურად
სხეული დაღალე,
მიხვდები წვიმისას
წვეთების შეხებას...

კარგი რა
უბრალოდ დახუჭე თვალები
ჩაკალი ტკივილი,
იყვირე თუ გინდა!
დათვალე წამები,
ხელები გაშალე,
დრო სევდას წაიღებს
სიხარულს მოგიტანს

ხმამაღლა გამოთქმით
იკითხე ლექსები!
გრძნობები შეშალე,
შეშალე ლოგიკაც,
მწერალი აღარ ხარ
გიჟი ხარ ვერ ხვდები?!
ვერ ვარკვევ სხეულში,
გული თუ ლოდი გაქვს...

მოვითხოვ ფანჯრიდან დაწყვიტო
ვარდები,
წითელი ვარდივით თავი არ
მოიკლა
"ვერ ავხსნი" სურნელით ჩაკალი
დარდები,
ვარდები დაკრიფე!
ყვავილთან ნუ მიხვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს