ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
31 მაისი, 2018


Emily Dickinson - I reason, Earth is short (301)

ემილი დიკინსონი - ვიცი, მოკლეა ესე საწუთრო (301)

ვიცი, მოკლეა ესე საწუთრო
და ჭირის ოფლში ცდილობს გაგვწუროს,
ურვამ მრავალი მოწყლა, გასენა...
და მერე რა რომ, ეს თუ ასეა?

ვიცი, იმქვეყნად ყველანი წავალთ,
საუკეთესო სიცოცხლის ძალაც
გახრწნას, აღსასრულს ვერსგზით ასცდება...
და მერე რა რომ, ეს თუ ასეა?

ვიცი, ზეცაში ყველა არსება -
რაღაცნაირად გათანაბრდება,
მსახური ბატონს დაემსგავსება...
და მერე რა  რომ, ეს თუ ასეა?

31 მაისი, 2018 წ.



Emily Dickinson - I reason, Earth is short  (301)

I reason, Earth is short—
And Anguish—absolute—
And many hurt,
But, what of that?

I reason, we could die—
The best Vitality
Cannot excel Decay,
But, what of that?

I reason, that in Heaven—
Somehow, it will be even—
Some new Equation, given—
But, what of that?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები