ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: მელ.ზ.
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2018


მიძინების

რას გიმღერის მეც მიამბე, ამეია..
გაზაფხულზე გარდაცვლილი გლიცინია.
როცა გარეთ ფრთაშესხმული ქარებია,
როცა სულში მოწკრიალე სიცივეა.

მომიყევი, ლურჯ დაისზე რას მღერიან
გედები და რა ფერი აქვს ასიკაგას.
მაპოვნინე.. მაპოვნინე, ამეია..
ის, რაც ცას და მიწას შორის დამეკარგა.

პანთეონის მიძინების ზარები და
მათთან ერთად შორეული მაჰაბოდჰი
დამასიზმრე..
მომიყევი, ამეია..
სხვათა სიზმრებს კართან როგორ დარაჯობდი.

უჩვეულო, ფრთაშესხმული ქარებია.
ღამეს ვფურცლავ მოლოდინის ორბიტაზე.
განკურნება შემასწავლე, ამეია..
ჩამავალი მზის სიმშვიდე მომიტანე.

2016.. აპრილი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები