ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2018


***

იქნებ ისე დაიწყოს,
იქნებ ისე აყვავდეს,
რომ მის მსგავსი არ იყოს,
სულ არავის არ ჰგავდეს.
იქნებ ჰქონდეს სურვილი,
იქნებ წვავდეს ოცნებაც,
ოღონდ უცხო დუმილი
ახლდეს ამ საოცრებას.
იქნებ ყველა ხედავდეს,
იქნებ ყველას სჯეროდეს,
მაგრამ შენებრ ღმერთამდე
ვერაფრით ვერ წვდებოდეს.
იქნებ მისი ფერებიც
ყველას ფერს ედრებოდეს,
თუმცა სულის ბგერებით
სხვის ჩარჩოებს ცდებოდეს.
იქნებ აჰყვეს მაცდურიც
აცდენდეს და უშლიდეს,
მაინც სულგამართული
აღსასრულს არ უცდიდეს.
იქნებ იყოს ძლიერი,
სათუთი და მსხვრევადიც,
თითქოს ყველასმიერი,
თითქოს მრავალჯერადი,
თუმცა  შენთვის სხვა ფერის,
სხვა სურნელით მსუნთქავი,
მართალი და ნაფერი
სულ მთლად თავისუფალი.
ჰოდა ასე დაიწყოს,
ჰოდა ასე აყვავდეს,
რომ მის მსგავსი არ იყოს,
რომ არავის არ ჰგავდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს