ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2018


დაბადების დღე

                              ნაწილი მეთოთხმეტე
- დედა დღეს, ნათლიასთან დავრჩები.
- დამელოდე თუ გინდა, სამსახურის მერე, მე წაგიყვან.
- კარგი რა დედა, გავიზარდე უკვე.
    გიგიმ უკვე გაიგო ილიას შესახებ, მის მერე არ მელაპარაკება, ვცდილობ ყველაფერი აუხსნა, მაგრამ გამირბის. ანკას წასვლამ, ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. გუსშინ უკვე ველაპარაკეთ, კარგად არიან, ისე მოსწოს იქაურობა იძახის, „სამოთხე ვიპოვე და ადგილი დავიმკვიდრე.“ სახლში ყველაფერი, ძველებურად არის, დედა ისევ ვერ იცლის ჩემთვის, მამას თითქმის ვერ ვხედავ, ბიჭებიც ან უნივერსიტეტში არაიან, ან სახლში თავის ოთახში ჩაკეტილები.
- ეგრე  დიდი ხანი, აპირებ გაგრძელებას?
- როგორ?
- კიდე რამდენი ხანი, არ დამელაპარაკები?
- თინა ეხლა არ მცალია, მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
      უკვე საღამოს ხუთი საათია, ამ დროს ბიჭები, კომპიუტერთან იკრიბებიან, მე კი ვცდილობ, ოთახში მუსიკა რაც შეიძლება, ხმამაღალზე ჩავრთო. წერა არასდროს, არ მიყვარდა, მაგრამ რაც კომიდან გამოვედი, ჩემი ცხოვრება, თითქოს სხვანაირად წარიმართა. სიცოცხლე უფრო შემიყვარდა და ყოველიდღე ვცდილობ, ჩემი ძვირფასი ადამიანებისთის,  იმის თქმა, რაც  აქამდე, არასდროს მითქვამს, მაგალითად არ მიყვარდა.....
- დედა სამსახურიდან, როდის მოხვედი? ვერ დაგინახე.
- ნახევარი საათია, შენ დალიე წამლები?
- კი ნეტა, როდის დავამთავდებ, დავიღალე უკვე.
- მალე ორი კვირაც, მოითმინე და ვსიო.
- რას აკეთებ?
- საბუთებს ვასწორებ.
- კი მაგრამ ჯერ, არც გიჭამია.
- შენ ჩემზე ნუ ნერვიულობ, შევჭამ რამეს.
- დედა მიყვარხარ!
- შვილო კარგად ხარ? რამე ხო არ მოხდა?
- არა დედა, კარგად ვარ.
- ბოლოს, როდის მითხარი მიყვარხარ, აღარც მახსოვს.
- დედა არ გინდა, ამ საღამოს, ყველამ ერთად ვივახშმოთ?
- კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მე ეს საბუთები დილამდე უნდა მოვაწესრიგო, მამაშენიც შეხვედრაზეა, გვიან მოვა.
    დედა თავის კაბინეტში ჩაიკეტა, დედამ ბიჭების გამო, კაბინეტი სახლის უკან გააკეთა, რომ ხმაურმა არ შეეაწუხოს. მეც მალე გავალ, ილია მელოდება, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ უნდა უთხრა, რომ უნივერსიტეტში გამოცდები, წარმატებით ჩავაბარე და გავაგრძელებ ისევ სწავლას.
- გიგი მგონი, არასწორ მიზანში ურტყავ.
- აქ რას აკეთებს?
- წასვლას ვაპირებ და ვიფიქრე, ცოტახნით გნახავდით.
- მოდი აბა, შენ სცადე.
- სანდრო შეეშვი, მაგან საერთოდ იცის, რა არის მიზანი?
- ეგეთი დარწმუნებულიც, ნუ იქნები  მიდი მესროლე ბურთი.
- ვააჰ, ბიჭო! მართლა ჩააგდო.
- თინა კალათბურთი, სად ისწავლე?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია დაგარწმუნე, რომ მიზანი მაქვს.
- გინდა შევეჯიბროთ?
- გიგი მე და შენ, დარწმუნებული ხარ?
- ესეთი დარწმუნებული, არასდროს არ ვყოფილვარ. ბიჭებო მოდით ბავშვს ვანახოთ, ნამდვილი თამაში რას ნიშნავს.
- გიგი უნდა ვილაპარაკოთ.
- მიდი ისროდე, ლაპარაკი სხვა დროს.
- სხვა დრო, რო აღარ იყოს?
- სისულელებს ნუ ამბობ.
- მინდა ილია გაგაცნოთ...
- თინა საკმარისია!
- ბიჭო რა გაყვირებს?
- ცოტახნით, გართ უნდა გავიდე.
- დამელოდე გამოგყვები.
- სანდრო შეეშვი, ჯობია მარტო დარჩეს.
- რა მოხდა, რატო გაიქცა?
- ნამდვილად გაინტერესებს?
- ანკას წვეულება ჰო გახსოვ?
- კი მახსოვს, მე ვერ მოვედი, გამოცდა მქონდა მაგ დღეს.
- სწორედ იმ დღიდან, გიგი არ მელაპარაკება.
- რატო? კიდე მოხდა რამე?
- წვეულებაზე, ჩემი შეყვარებულიც იყო.
- შენი შეყვარებული?
- კარგი რა, ეხლა შენც თუ არ მომისმენ, შეგიძლია გიგის გაყვე.
- არა გისმენ, ვინ არის?
- ეხლა მივდივარ, მის სანახავად შეგიძლია გამომყვე.
- კარგი დამელოდე, გამოვიცვლი და წავიდეთ.
- თინა მართლა გიყვარს, ის ბიჭი? მაგის გამო, მარიდებდი სულ თავს?
- საბა ჩვენ უკვე, ვისაუბრეთ ამაზე, ილია არაა დამნაშავე, რომ შენ არ შემიყვარდი.
- გიყვარს?
- კი თანაც, ძალიან...
- ბიჭებო თქვენ არ დაშალოთ, ითამაშეთ და მეც მალე მოვალ.
- ჯობია, მე წავიდე.
- ბიჭო შენ, რაღა დაგემართა?
- ჩვენ უკვე, ვიცნობთ ილას, ეხლა შენი დროა.
- მოიცადეთ, მარტო მე, არ ვიცოდი?
- კი სანდრო, აი მოვედით.
- ეს რა ადგილია?
- ეს ბარია, ილიას მეგობრის, წამოდი ყველას გაგაცნობ.
- არ ვიცოდი, ესეთ ბარებში თუ დადიოდი.
- თინა ძირფასო, მოხვედი უკვე.
- ილია გაიცანი, ეს სანდროა ჩემი ძმა.
- სასიამოვნოა, იმდენად უარყოფითად, მიიღო ყველამ ჩვენი ერთად ყოფნა, წვეულებიდანაც მალე წამოვედი და ალბათ, ამიტომ ვერ გაგიცანი.
- არა მე, არ ვყოფილვარ წვეულებაზე.
- გასაგებია, ლუდი გირჩევნია თუ ენერგეტიკული?
- ლუდი იყოს, მადლობა.
- სანდრო გაიცანი, ეს ევაა ბარს ხემძღვანელობს, თუმცა ჩვენს შორის ყველაზე პატარაა, ეს ვახო ბენდში დრამერია, ეს კი ყველაზე ენერგიულიიი.... ვეკო!
- სასიამოვნოა.
- სანდრო საუკეთესო და გყავს, თინა, რომ არა ალბათ დიდი ხნის დაკეტილი, გვექნებოდა ეს ბარი.
- მართლა? სამწუხაროდ გამოცდების გამო, ისეთი დაკავებული ვიყავი, სულ ვერ ვიცლიდი, ამიტომ არაფერი ვიცი.
- თინას დიდი ხანი არაა, რაც ვიცნობთ, მაგრამ ის ჩვენთვის საუკეთესოა.
- გაინტერესებს რატო ვარ, ყველაზე ენერგიული?
- საინტერესო იქნება, რატომ?
- შენნაირ სიმპატიურ ტიპებს, მალე ვკერავ.
- ეხლა გასაგებია.
- თინა წამოდი ვიმღელოთ.
- ვახო მაპატიე, დღეს არ შემიძლია, ვერ ვიმღერებ.
- მოიცადე შენ მღერიხარ?
- კი ჩემთვის ვმღროდი, და მერე ბავშვებმა დამაძალეს, როცა ხასიათზე ვარ ვმღერი.
- თინა ადექი, ადექი ნუ ჭირვეულობ.
- ილიაა.... უთხარი რამე.
- ხო იცი, მაინც არ შეგეშვება.
- თინას დიდი ხანია იცნობთ?
- არც ისე დიდი ხანია, თუმცა რაც ერთად ვართ, ორი თვეა.
- ილია მიშველე!
- მიდი ძვირფასო, მიდი ეგრე გააგრძელე, მაგარიაა!
- სანდრო ძმაო ნაახე, მართლა ვიმღერე.
- კი და სხვათაშორის, კარგად იმღერე.
- თინაა სანდრო, რა ძაან სიმპატიურია.
- ვეკო საკმმარისია, ჩემ ძმაზე ლაპარაკობ.
- რა გავაკეთო, ძაან საყვარელია.
- რა დრო გასულა, თინა ხო არ აჯობებს, ჩვენ წავიდეთ?
- კი სანდრო უკვე წავიდეთ, ნახვამდით ბავშვებო! ილია ნატა დეიდა მომიკითხე, გადაეცი რომ მალე მოვინახულებ.
- კარგი ძირფასო, თავს გაუფხილდი, მომწერე რო მიხვალ.
- ნუ ნერვიულობ, ეხლა არაფერი არ დამემართება, ჩემ ძმასთან ერთად ვარ.
- სანდრო შეგიძლია, შენი ნომერი დაგვიტოვო? მალე კონცერტი გვექნება და გაგაგებინებთ.
- ვეკო იყოს, მე ისედაც ვეტყვი.
- მოიცადე, მოდი ჩაიწერე...
- რა იყო ეხლა ეს?
- არაფერიც, გოგო ისედაც დაიტანჯა, მთელი საღამო, თვალს არ მაშორებდა, ბოლოს მე შემცხვა.
- აბა რა იტყვი?
- რაზე?
- ვატყობ, რომ მოგეწონა იქაურობა.
- კი ძაან სასიამოვნო გარემო იყო, თითქოს ყველა, რეალურ სახეს ატარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაპატიე.
- კარგი რა სანდრო.
- კარგი წამოდი, ნაყინი ვჭამოთ და ავიდეთ სახლში.
- მაგისთვის ცოტა ადრე, ხო არ არის?
- რა ადრე, მე უკვე დღეში სამჯერ ვჭამ.
- კარგი შევჭამ, მაგრამ ხო იცი, ეხლა ჩემთვის გაციება არ შეიძლლება.
- წამოდი, წამოდი არ გაცივდები.
      არ ვიცი, სანდროს მოეწონა თუ არა ილია, ნაყინიც ვჭამეთ და სახამდე სულ ჩუმად იარე, მეც ვკითხე რამოდენჯერმე, თავის პირად ცხოვრებაზე, მაგრამ კითხვებს თავი აარიდა ეტყობოდა, რომ ისიც მალავს თავის პირად ცხოვრებას. ჩვენ ოჯახი ესეთია, მშობლების რთული გრაფიკის შემდეგ, ყველამ სხვა ცხოვრება ავირჩეთ, არც არავინ არაფერს არ გვეკითხებოდა, რად ვიყავით, ან რატო დავაგვიანეთ სახლში. მამა რაც ადვოკატი გახდა, სახლში თითქმის სულ არ გვახსოვს.
- ბიჭო მალე დაიშალეთ?
- კი შენ რო წახვედი, მეც მალე გავედი სახლიდან. თინას გავყევი, მისი მეგობრები გავიცანი.
- სერიოზულად? ის ტიპი გაიცანი?
- ხო ვერ ვხვები, ამაში ცუდი რა არის. კი გავიცანი და სხვათაშორის, ძალიან მომეწონა.
- მოგეწონა? ბიჭო რა მოგეწონა, ერთი შეხედავ და მიხვდები, რომ წამალზეა. ეხლა არ მცალია, მაგრამ მალე ვნახავ და დაველაპარაკები, რომ ჩემს დას არ გაეკაროს.
- გიგი დაწყნარდი, არავისაც არ დაელაპარაკები, მე უკვე  ვნახე დღეს და საერთოდ არაა ბაბნიკი, თინა ძალიან უყვარს და პატივსაც სცემს.
- არ ვიცი, შენ სად იყავი და რა გააკეთე, მაგრამ მე მაგას ვნახავ.
- არ არის საჭირო.
- ეეე ბიჭო გაიწიე!
- ნუ ყვირიხარ, დედა გაგებს.
- მერე რა გაიგოს, თავისი გოგო, რაღაც იაფასიან უბნებში, რომ დადის და ბიჭს ხვდება, მოიცა რა ქვია? უი ჰო ილია.
- ხმას დაუწიე.
- რო არ დაუწიო?
- ბიჭებო საკმარისია! რას აკეთებთ?
- მოდი თინა, მოდი მე და შენი ძმა, სწორედ ეხლა, შენ ბიჭზე ვლაპარაკობდით.
- გიგი მართლა საკმარისია, კი შეიძლება ილია, ჩვენ საზოგადოებას არ ეკუთვნის, მაგრამ ის ბევრად კარგია, ვიდრე რომელიმე შენი ძმაკაცი.
- თინა ვერ ვხვდები, რა დაგემართა? რა გაგიკეთა იმ ტიპმა, წამალი?
- გიგი უკვე საკმარისია!
- ბავშვებო რა ხდება? რა გაყვირებთ?
- დედა აი როგორც იქნა, მარადიული ოჯახიც შეიკრიბა!
- გამაგებინებთ, აქ რა ხდება?
- კი როგორ არა, თინამ თავისი ბიჭი, გაგვაცნო და დღეს სანდროც წაიყვანა, პატარა უბანში გასაცნობად.
- თინა, გიგი მართალს ამბობს?
- კი დედა შეყვარებული მყავს.
- აქამდე რატო, არ გვითხარი?
- დედა როდის, როდის მეთქვა? დღეს ისიც კი, ვერ მოვასწარი შენთვის მეთქვა, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ხვალიდან სწავლას ვაგრძელებ.
- თემას ნუ მიცვლი, ვინ არის?
- ილია ქვია.
- სად ცხოვრობს?
- ელენეს პარალელურ დასახლებაში.
- ხვალიდან გარეთ გასვლა გეკრძალება, სახლში დარჩები და იმეცადინებ.
- კაარგი რა დედა, ბავშვი კი არ ვარ.
- დედა ვერ ვხვდები, ესე რატო იქცევი? მე დღეს ვნახე მისი მეგობრები. ჩვენგან განსხვავებით, ისინი მეგობრულები არიან შეიძლება, ისინი ჩვენსავით კარგად არ იცმევენ, მაგრამ მღერიან. თინაც მღერის, თან იცი რა კარგად? ჩვენ თინას, კარგად არ ვიცნობთ, არცერთ ჩვენთაგანს არ გვქონდა დრო, მისთვის მოგვესმინა. დღეს იცით რა ბედნიერი იყო, ესეთი მომიღიმარი, მე თინა დიდი ხანია არ მახსოვს. საკმარისია, მისი დასჯა. ილიაა ჯერ, გაიცანით და მერე გამოიტანეთ დასკვნები.
- მე ვთქვი და აზრს არ შემიცვლია, ტელეფონი მომეცი, თაია თინას ოთახში, ინტერნეტი გათიშე.
- დედაა... ეს უკვე ნამეტანია.
- კარგი თინა დამშვიდდი, გადაუვლის და ცოტახანში, ცალკე დაველაპარაკები.
- ესაც ოჯახური ამბები, რა მალე დამთავრდა.
- გიგი საკმარისია, შენთან ლაპარაკს აღარ ვაპირებ.
- გეყოფა! ვერ ხედავ, რა მდგომარეობამდე მიიყვანე, კმაყოფილი ხარ?
- დედა ადრე თუ გვიან, მაინც გაიგებდა.
      ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილება, ამ სახლიდან წავსულიყავი, მაგრამ არ შემიძლია, ჩემი ოჯახის დატოვები, ვიცი მე, რო წავალ აღარ მიმიღებენ.  სწორედ ამიტომ ილიას, ჩემს ცხოვრებაში ვმალავდი, ვიცოდი ჩემები არასდროს მიიღებდნენ. არ მეგონა, რომ სანდრო თუ ესე, დამეხმარებოდა და ჩემთვის ამდენს ილაპარაკებდა.
- გამარჯობა თაია, როგორ ხარ?
- კარგად ელენე შენ?
- მეც კარგად, ბავშვები საით არია?
- ყველა თავის ოთახშია, თინაც მარიკამ დასაჯა, ეხლა ტავის კაბინეტშია.
- ღმერთო ჩემო, რა მოხდა?
- მოდი ელენე, მოდი.
- რა მოხდა, მარიკა დეიდა?
- იქნებ შენ მაინც, შეაგნებინო შენს მეგობარს, რო თავი დაანებოს იმ თავის შყვარებულს.
- ვის ილიას?
- როგორც ჩანს, ყველამ იცით ჩემს გარდა. ვინ არის, ეს ბიჭი გამაგებინეთ?
- კარგად არ ვიცნობ, მეც რამოდენიმეჯერ შევხვდი, მაგრამ არაა ცუდი ბიჭი.
- შვილო რაც არ უნდა იყოს, თინას არ შეეფერება, დაბალი საზოგადოების ბიჭი.
- მარიკა დეიდა, ისინი ჯერ შეყვარებულები არიან, თინა პატარაა, ჯერ არავინ არ იცის, წინ რა იქნება.
- ჯობია დაელაპარაკო, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს.
- მე კი დაველაპარაკები, მაგრამ მას დაშორებას ვერ ვუბრძანებ, ეს მისი ცხოვრებაა.
- არ ვიცი, რამე მოიფქრე.
- თინა მე ვარ, ელენე შემომიშვი.
- ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია ეხლა, შენი ნახვა დედამ, ბავშვობა გაიხსენა და ისევ დამსაჯა.
- ვიცი დაბლა მარიკა დეიდა შემხვდა, საიდან გაიგეს?
- მე და გიგიმ ვიკამათეთ, ყვირილზე დედა მოვიდა და გიგიმ ეგრევე, ყველაფერი მოუყვა.
- მოკლედ გიგიც, რა სულელია.
- სანდრო მყავდა წაყვანილი ბარში, ილია გავაცანი იცი, როგორ მოეწონა? დედასთან აქო კიდეც, ჩემი მეგობრები.
- კარგია, სანდრო მაინც, რომ არის შენს გვერდით.
- კი მაგრამ არამგონია, ეგ ერთი რამეს გახდეს. შენ როგორ ხარ? რატო მოხვედი?
- ანკასთან ფოტოაპარატი დაგრჩა, გუშინ ვალაგებდი და ვიპოვე, ვიფიქრე დაგჭირდებოდა.
- ფოტოაპარატი არა, მაგრამ შენ მჭირდებოდი. სანდრო როგორ არის, როგორ ხართ?
- კარგად, დღეს სმენაშია და ისე მენატრება, უკვე ვერ ვძლებ, ჩემთან რო არ არის, ისე მგონია ძალიან შორსაა და დიდი ხანი ვერ ჩამოვა.
- გოგოებო აბა როგორ ხართ?
- კარგად სანდრო შენ?
- მეც კარგად, თინა დედას ველაპარაკე, დასჯილი აღარ ხარ, შეგიძლია რაც გინდა ის აკეთო.
- ეგ როგორ?
- კითხვებს ნუ სვავ და გაერთე, ბარში რო წახვალ, გამაგებინე ვეკომ დამპატიჯა კონცერტზე.
- ჰო? როდისაა?
- ამ კვირის ბოლოს, ელენე იცოდი თინა, რომ მღერის?
- თინა მართლა?
- არააა, სანდრო აჭარბებს, საერთოდ არ ვმღერი კარად.
- აი კონცერტზე, შენც წამოდი და ნახავ, როგორ მღერის.
- კონცერტზე, მე არ ვიმღერებ.
- კარგი გოგოებო დროებით,  წავედი დავალება მაქვს დასაწერი.
- მოიცადე ვეკო ვინ არის?
- დღეს გაიცნო, ჩემი მეგობარია.
- რაღაც ახალია?
- არა უბრალოდ გაიცნო.
- რადგან ყველაფერი დალაგდა, მეც წავალ დავისვენებ.
        რაღაც მაინც, არამგონია დედა ესე მშვიდად იყოს, ვიცი ისევ ხშირად გამიმეორებს, რომ ილია ჩემი ღირსი არ არის და მის გვერდით, არ უნდა ვიყო. დედა ვერ ხვდება, რომ ადამინობა ძალაუფლებაში კი არა, მის ხასიათებში გამოიკვეთება. უკვე საღამოს 01:30 საათია, გიგი კი ეხლა შემოვიდა სახლში, მგონი ძალიან მთვრალია, ეხლა მასთან საუბარს, აზრი არ აქვს. რამოდენიმე წუთის შემდეგ, მისი ოთახიდან ხმაური შემომესმა, ეს იმიტომ, რომ ჩემ ოთახიდან ახლოსაა მისი ოთახი.
- კარგად ხარ?
- შენ აქ რას აკეთებ?
- ვიცი რომ კარგად არ ხარ, შემიძლია რამეში დაგეხმარო?
- შენ მე, ვერაფერში დამეხმარები, გადი ოთახიდან!
- კარგი წავალ, ოღონდ ძალიან გთხოვ, ნუ ყვირი დედას ძინავს.
- ოოჰ ქალბატონო, როდიდან გახდი ესეთი მზრუნველი?
- ცხოვებამ, კარგი გაკვეთილი მომცა.
- იცი ეხლა, საიდან მოვდივარ?
- არ ვიცი.
- ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ ოჯახი ვართ? ერთმანეთს, შემთხვევით თუ შვხვდებით. მეც ალბათ, თავის მოკვლა უნდა დავაპირო, რომ ყურადღება მომაქციონ.
- გიგი ნასვამი ხარ, უკვე სისულელებს ლაპარაკობ, მოდი დაისვენე და გამოხვალ მდგომარეობიდან.
- ხელი გამიშვი! ჩემს თავს, მე თვითონ მივხედავ.
- ხმას დაუწიე, ხალხს ძინავს.
- ვის? ჩვენ ოჯახს, მამა სადაა? დედა?
- კარგი ადექი.
- თინა მეც ბევრჯერ მიფიქრია, შენსავით თავის მოკვა.
- მე თავის მოკვლა, არ მიცდია.
- აბა გკავდნენ?
- მოდი ამაზე ხვალ ვისაუბროთ?
- არა ეხლა მიპასუხე!
- დამნაშავე, უკვე დაიჭირეს.
- და მე რატო, არაფერი ვიცი? ააა ხო, ჩვენ ხო არასოდეს არაფერი,  ვიცით ერთმანეთზე.
- ძალიან აჭარბებ, მე მაგალითად ვიცი, რომ ძალიან გიყვარს, დღემდე სათამაშო მანქანები.
- შენ კიდე, ბიჭის მაისურები.
- გახსოვს ბავშობაში, რომ გპარავდით?
- მაგას რა დამავიწყებს, მე და სანდროს,  თუ რამე ნივთს,  ვერ ვპოულობდით, ესეიგი შენს ოთახში, უნდა დაგვეწყო ძებნა.
- აქ რა ხდება?
- მოდი ძმაო, მოდი მე და თინა, ეხლა ვლაპარაკობდით რა ვიცით ერთმანეთზე.
- ბიჭო სად დალიე ამდენი?
- ბარში, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
- კარგი ჩუმათ, თორე დედა ამჯერად, სამივეს დაგვსჯის.
- მოდი ისე ავაწყოთ ოთახი, როგორც ამას, ბავშვობაში ვაკეთებდით.
- თინა ეხლა ამისთვის, ძალიან დიდები ხო არ ვართ?
- სანდრო მოდი, სანამ გიგი მთვრალია, ხვალ მაინც არაფერი ემახსოვრება, მიდი კამერა ჩართე გადაუღე, ნახე რა მოსიყვარულეაა.
- ჩემ მდგომარეობას, ცუდად ნუ იყენებთ.
- ძმაო საკუთარ თავს არ გავხარ.
- ახალ წელს გილოცავთ!
- რა სასაცილოა, თინა შენ აქამდე, რატო არ  გძინავს?
- გიგის ხმაურზე გამოედი.
- ბავშვებო, თქვენთვის ძალიან მაგარი ამბები მაქვს, რადგან ეხლა, ესეთი მთვრალი ვარ გეტყვით.
- ეხლა კიდე, რაღაც სისულელეს იტყვის.
- აბა ვინ იცი, ეხლა სად არის, ჩვენი საყვარელი მამიკო?
- დედამ, საქმიან შეხვედრაზეაო და გვიან მოვა.
- და იცით ვინ არის, მისი საქმიანი პანტნიორი?
- ბიჭო თქვი, ბოლოდ და ბოლოს რა იცი.
- მამიკოს კიდევ ერთი, პატარა ოჯახი ყავს.
- რა სისულელეა.
- თინა შენ რო კვდებოდი, შენი მამიკო იმ ნინოსთან ერთად იყო, მისი მდვივანი, რომ არის.
- არა ტყუილია, შენ ეხლა, მთვრალი ხარ და სისულელეებს ლაპარაკობ.
- მიდი ძმაო გადაიღე, ხვალ მაინც არ მემახსოვრება.
- გაითშა.
- სანდრო შენი აზრით, გიგი სიმართეს ამბობს?
- არ ვიცი თინა არამგონია, აი ხვალ გამოფხიზლდეს და ნორმარულად დაველაპარაკებით.
      ყველაფერი იმდენად სასაცილოდ მეჩვენება, რომ არც კი ვიცი, სიმართლეა თუ არა. შეიძლება გიგი მთვრალი იყო და ეს ყველაფერი, უბრალოდ სისულელეა. ღამე თითქმის ამაზე ფიქრში  გავატარე. ერთი სული მქონდა, გიგის გაეღვიძა, რომ მისგან სიმართლე მომესმინა.
- აუ თავი მისკდება, თაია ძალიან გთხოვ, ლიმნიანი წყალი გამიკეთე.
- ვააჰ, ბიჭო ესეთი რომანტიკული თუ იყავი, სად მალავდი მაგ შესაძლებლობებს?
- აუ ბიჭო, შემეშვი რა.
- დილამშვიდობის! სანდრო, რომანტიკის მამამ, უკვე გაიღვიძა?
- შენ რაღა გინდა, შემეშვით რაა.
- შეხედეთ რა უხეშია, არა რა ხშირად უნდა დალიო.
- კი სანდრო მართალია, მთვრალი ისეთი ტკბილია.
- რა რომანტიკა, რა ტკბილი რა სისულელებს მელაპარაკებით. გაიწიეთ! თეა  გთხოვ ოთახში ამომიტანე.
- ჩვენი ხელით, მოგართმევთ.
- თქვენის ნებართვით, შეიძლება გავიარო?
- დიახ მიბრძანდით!
- ბავშვებო აქ რა ხდება, რამე ზეიმია?
- კი დედა, გიგის გუშინ, ძალიან ბერი მოუვიდა.
- დილამშვიდობის! მარიკა მე ძალიან დავირალე, ჩემს ოთახში ვიქნები.
- მამა!
- გისმენ თინა.
- როგორ ხარ?
- ცუდად შვილო, ძალიან დავიღალე, გამოვიძინებ და მერე ვილაპარაკოთ კარგი.
- სანდრო არამგონია, გიგიმ რაც თქვა მამაზე, სიმართლე იყოს.
- ბავშვებო გიგის საუზმე, მზად არის.
- თეა მოიცადე, ჩვენ აუტანთ.
- დარწმუნებულები ხართ?
- თეა ესენი, სად წავიდნენ?
- გიგისთვის საუზმე მიაქვთ.
- კარგად არიან? ესეთი მზრუნვალები, ერთმანეთზე დიდი ხანია არ ყოფილან.
- არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ესე ძალიან კარგები არიან.
- ბატონო გიგი, თქვენი საუზმე მზად არის!
- თეა კართან, დატოვე და ავიღებ.
- სულელი ჩემი და თეას ხმაც, ერთმანეთში აერია.
- აქ რას აკეთებთ?
- საუზმე მოგიტანეთ, მიდი ჭამე და ცოტაც ვილაპარაკოთ.
- თქვენთან სალაპარაკო, არაფერი მაქვს.
- ბიჭო გირეკავენ.
- აუ რეკავს! ის რეკავს, ეხლა რა ვქნა? თინა მიდი უპასუხე, არა შენ არა, სანდრო მიდი უთხარი, რომ შხაპს ვიღებ.
- მოიცადე დამშვიდდი, ვინ არის?
- აუ გუშინ გავცანი ბარში, იცი რა ქალია?
- გაითიშა უკვე.
- შეყვარებული ხარ ძმა?
- არა რა შეყვარებული, უბრალოდ მართლა მაგარი ქალია.
- არც ჩემი ძმაა ნაკლები.
- მომწერა!
- მერე გახსენი.
- ამ საღამოს შევხვდეთო, გამორიცხულია ესეთი სახით, ვერსად ვერ წავალ.
- მოიცადეთ საღამომდე, კიდევ დიდი დროა, იქამდე კარგად გახდები. თან ხო ამბობ, რომ ძალიან მოგწონს, ხოდა არ უნდა გაუშვა ხელიდან ესეთი შანსი, თან გოგო გეპატიჟება პაემანზე.
- გიგი თინა მართლია, ეხლა მიდი ადექი შხაპი მიიღე, მანამდე კი, მე და თინა შეგირჩევთ რამეს, რაც უნდა ჩაიცვა.
- საუკეთესოები ხართ წავედი.
- ეს გამორიცხულია, არა არც ამას არ ჩაიცმევს. არა რა ჯობია, მაღაზიებში წავიდეთ.
- თინა არამგონია, გიგი დაგთანხმდეს.
- აბა რას ვიცმევ?
- აქედან არცერთს.
- კარგი რა, ამას რას ერჩი?
- ეგ შარვალი ბოლოს, რამოდენიმე წლის წინ იყო მოდაში.
- ეს?
- ესაც გამორიცხულია, მე მაგალითად, არ მომეწონებოდა ბიჭი პაემანზე, ეგრე რო მოსულიყო.
- აბა რა უნდა ვქნა?
- ადექი, მაღაზიებში მივდივართ.
- მე დავრჩები.
- არა სანდრო, შენც მოდიხარ.
- ბავშვებო საით?
- მაღაზიებში მივდივართ.
- სამივე ერთად?
- კი
- კარგად ხართ?
- კი დედა, კარგად ვართ. დროებით!
- მოდით, ამ მაღაზიიდან დავიწყოთ.
- თინა იცოდე, რომ მხოლოდ, ორი საათით ვართ გამსულები.
- მიდი აიღე, ესაც მოიშინჯე, ესაც...
- თინა ბევრი, ხო არ არის?
- მიდი ესაც აიღე.
- სანდრო ძმაო, მიშველე!
- სანდრო ეს კიდე შენ, ორივემ უნდა შეიცვალოთ ჩაცმის სტილი.
- ძმაო ხო ხედავ, მე ვერაფერში დაგეხმარები.
- მიდით, მიდით ნუ წუწუნებთ.
- შენი ძმები არიან?
- დიახ, რატო მეკითხებით?
- არა უბრალოდ, დიდი ხანია ესეთი ოჯახი არ მინახავს, ალბათ როგორ გიყვართ ერთმანეთი.
- გიგი ეგ არა შემდეგი.
- ეს კარგია!
- არა სანდრო, მიდი შენც გამოიცვალე.
- თინა უკვე ერთი საათია, ვარჩევთ დავიღალეთ.
- აი ეგ კარგია, ყველაფერს ვყიდულობთ.
- ეხლა რა ვქნათ?
- ეხლა თინას ჯერია.
- არააა, იყოს.
- არავითარი უარი, წავედით!
- ბიჭებო ძალიან დიდი, მაღაზია ხო არ არის?
- არაუშავს, უფრო ბევრს ავარჩევთ.
- მიდი შედი, ჩვენ აქ დაგელოდებით.
- არა მოკლეა, შემდეგი.
- გიგი რას ერჩი, კარგი იყო.
- ძმაო მოკლეა, დამიჯერე .
- ბიჭებო ეს?
- შემდეგი.
- სანდრო მიშველე
- ცოდოდა წავიდეთ, უკვე დაიღალა, თან ერთ საათში შენ, პაემანზე უნდა იყო.
- სახლში ვეღარ ვასწრებ, სად ჩავიცვა?
- აქ გასახდეში.
- თინა მართალი ხარ.
- ჩვენ გადავიხდით.
- ბიჭებო იყოს, ჩემი ბარათით გადავიხდი, თან ეგ ბარათი არ არის, სწავლის ფული, რომ გაქვთ ჩარიცხული.
- თინა დანარჩენს, ჩვენ მოვაგვარებთ.
- მადლობა კაბებისთვის.
- არა რა, ერთი კაბა, მაინც მოკლეა.
- გიგი კარგი რა.
- ესეც ესე, მზად ხარ მიდი.
- მადლობა ორივეს.
- საღამომშვიდობის, არაჩვეულებრივად გამოიყურები.
-  მადლობა ეს ჩემი, არაჩვეულებრივი ოჯახის დამსახურებაა.

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს