ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2018


# # #

მაისი, სითბო, გაზაფხული, სულ ცოტა წვიმაც
და ყვავილებმა გადაღებეს მიწა სამოთხედ,
ახლა ისეთი საამური სიცოცხლე ბრწყინავს,
ვერ მოვახერხებ სიყვარულით, რომ არ გავლოთდე.

მაგრამ სულ სხვაა გაზაფხული ადამიანის,
როცა მზესავით შენი გული გამოანათებს,
ატმის რტოსავით სათუთი და ვარდ-ნამიანი,
ვერ მოგიძებნი სიძულვილის ვერცერთ ანაბეჭდს.

თითქოს მიწიერ ანგელოზად მოფრინდი ციდან
და იმ წამიდან უანგარო ღიმილს არიგებ,
შენში ვპოულობ სულ სხვანაირ სიცოცხლის მიზანს,
აღარ ვიხსენებ ნაადრევად გასულ თარიღებს.

გული მიგიგავს მოჭიკჭიკე მერცხლების ბუდეს,
და სული ალბათ სურნელია ბაღის ვარდების,
ხოლო თვალების ჰორიზონტი თუ გადავცურე,
სადღაც სიკეთის სანაპიროს დავესახლები.

წმინდა გრძნობების იდუმალი სათაური ხარ
ადამიანურ, სინაზის და სიკეთის ღმერთიც
პოეზიაა შენი სული, სიყვარულია...
და გეფიცები სიყვარულზე ცოტათი მეტიც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები