ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2018


სადა ხარ მარტო?!

სადა ხარ მარტო?
ჩემო ტკბილო, არვის სადარო?!
უკიდეგანოდ გადაღლილო სწრაფი დინებით.
ახალგაზრდობით გალაღებულს, გაასმაგებულს,
მეც გაფურჩქნული და ახალგაზრდა რომ გამშვიდებდი.
სადა ხარ მარტო?!
ნუთუ აღარ სჩანს შუქი კელაპტრის?!
აღარ ჩაგესმის
ტკბილ სიზმარებად ჩურჩული ღამის?!
უფსკრულო ფართო!
გადავიწყება ვცადე ყველაფრის, და ყველაფერმა გადავიწყების უფლება დამრთო!
სადა ხარ მარტო?!
ეს თებერვალიც უკვე გავიდა!
ვიწრო ბილიკი შენსკენ სავალი, ვერვინ მანახა!
ვერაფერს ვშველი, ამ უშენობას,
დარდების სართო!
სადა ხარ მარტო?
აპრილის ღამეს, ნეტა სადა ხარ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები