ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2018


* * *

* * *
ჩემი საქართველო ავად არის,
ჩემი საქართველო  შეშლილია,
ცრემლებს სიხარული გავატანე,
ქართველს ქართველების მეშინია.
როდის მიიძინა სამართალმა?!-
მკვლელებს კაბის კალთებს აფარებენ,
დარდმა და ტკივილმა გამათავა,
სისხლში შხამის წვეთებს აპარებენ.
გულის ნაფლეთები მეკარგება
მიწის ზედაპირზე დაფანტული,
ყველგან ის ბავშვები მელანდება,
ბავშვები , მუცლებდაფატრულნი.
ცრემლებს სიხარული გავატანე,
ქართველს ქართველების მეშინია,
ჩემი საქართველო ავად არის,
ჩემი საქართველო შეშლილია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები