ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2018


მდინარეთა დასალიერთან (1)


                                                                                                                      "ივრის ჭალებში,დადის ცხენი კოჭლი,გამხდარი,
                                                                                                                        და ამ მილიონ,ამ მილიარდ,ამ სამყაროში,
                                                                                                                      ვერავინ ხესდავს მას მგლის მეტი"
                                                                                                                                                        ბესიკ ხარანაული.
                                                              მ დ ი ნ ა რ ე თ ა      დ ა ს ა ლ ი ე რ თ ა ნ

                  ქალაქი უსიცოცხლოდ სუნთქავდა,ავადმყოფურად,მძიმედ.საინტერესო ირგვლივ არაფერი ხდებოდა.ხალხი დადიოდა და დადიოდა,სამსარუხები და შოპინგები,შეხვედრები და საუბრები.მე კი,როგორც ამ საზოგადოების წევრი და სრულუფლებიანი მოქალაქე,ზემოხსენებულს დრო და დრო ვეჩეხებოდი.
               
                      ერთ დღეს,როდესაც მარტო მივაბიჯებდი მტვრიან ტროტუარზე,თეატრის წინ აფიშებს მოვკარი თვალი.ვიფიქრ,მივალ,ვნახავ,იქნებ და ახალი,საინტერესო რამ აღმოვაჩინო-მეთქი და მართლაც მივედი.შორიდან მზის სხივები თვალს მჭრიდა.ალბათ სწორედ ეს აკლდა ქალაქს.ჩვენს ირგვლივ იმდენი ხალხია,თითოეული მათგანის საქმე და პრობლემა რომ შეკრიბო,კიდევ უფრო მეტი გმოდის და აბა ახლა ვისღა სცალია თეატრისთვის?ზოგსაც სცალია და არ აინტერესებს.
                    ახლოს რომ მივედი,პირველი რასაც თვალი მოვკარი,ნაწარმოების სახელი იყო,თურმე "ანა კარენინა" იდგმებოდა.როგორ გინდა ამ დიდებულ რომანს გვერდი რომ აუარო,არ დაინტერესდე რეჟისორით,თარიღით და იმ წვრილმანებით,რაც ამ მომენტს თან ახლავს ხოლმე.თვალი ერთი გადავლებით ყველაფერი გონებაში ჩავიბეჭდე.მე შემეძლო ჩემი ამდენი მეგობრიდან,მომეკიდა რომელიმესთვის ხელი და კიდევ ერთხელ განგვეცადა ტოლსტოის პერსონაჟების განცდები. (აქ გადავუხვევ და ერთს გავიხსენებ: ერთმა მითხრა ძალიან ადრე კარენინა არ მიყვარს,მიყვარს კი არა საერთოდაც საზიზღარი ქალია,ოჯახს ეს როგორღა აკადრაო.მე კი,მაინც მგონია რომ ანა კარენინა კი არა,ვინც არ უნდა იყოს,ცხოვრებაში ერთხელ სიყვარულის ღირსი ყველა არის და მხოლოდ ამ ერთი მიზეზითაც შეიძლება გავამართლოთ მისი ქმედება.  ისე ,ბ.ნ კარენინის ყურები,ვრონსკის გაცნობის შემდეგ,ასეთი დიდი და უშნო როგორღა მოეჩვენა?სასაცილოა,სატირალი არა.)    სანამ მე იმას ვფიქრობი,თუ ვინ უნდა დამეპატიჟებინა სპეკტაკლზე,თავისით ამომიტივტივდა ერთი ძველი მეგობრის სახელი.რომელიც იმდენად უცნაური იყო,მშურდა კიდეც მისი.ფიზიკურად რომ აღგიწეროთ,ჯერ მხოლოდ სიარულის მანერა ჰქონდა სხვანაირი,თითქოს სული და სხეული სრულ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთანო,ლერწამივით ირხეოდა,მისი ნაბიჯები მძიმე იყო და მსუბუქიც.ცხოვრობდა იმდენად საინტერესოდ,ვერც ვიჯერებდი.შეიძლება მშურდა კიდეც მისი.წლების წინ გავიცანი და ამ ხნის მანძილზე შემთხვევით არსად შევხვედრილვარ.ეტყობა,სულაც არ დადიოდა ისეთ ადგილებში,სადაც მე.  ის ცხოვრობდა ბოჰემურად. ისეთ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე,როდესაც ნაკლებად ველოდი.მომიკითხავდა.მოვიკითხავდი.მერე, უცებ რაღაც გაახსენდებოდა და მიდიოდა. თავს ვერ დავდებ,ნამდვილად ახსენდებოდა თუ არა,ყოველი შემთხევისთვის ასე ამბობდა.
                         
                რადგანაც ახლა,ამ წუთას მე მისი არსებობა გამახსენდა,(თუმცა ეს არასდროს დამვიწყებია) ვიფიქრე, მოდი ვნახავ-მეთქი, პირდაპირ სახლში მივაკითხავ და იმედი მაქვს მისმართი უცვლელი ექნება. სპეკტაკლის საყურებლად,ცხადია უარს არ მეტყოდა,მაგრამ ვინ იცი,იქნებ მობეზრებულიც ჰქონოდა.

            სანამ ამ ფიქრებში ვიყავი გართული,კარგი მანძილი გამევლო.შეუმჩნევლად. ამჯერად ხმის ჩამწერ სტუდიასთან ვიდექი.სადაც ჩემი ახლობელი მუშაობდა.(არ ვიცი,რა ხმა ჰქონდათ ისეთი,რომ იწერდნენ)  ვიფიქრე შევალ,ვინახულებ,-მეთქი.რატომაც არა? ისე, თუ გახსოვთ, ამ სტუდიის გვერდით არის ჩიხი და დღემდე ვერ გამიგია ჩიხს რატომ ეძახიან,იქ ხომ რიონი მიედინება.

          კარი შევაღე და შევედი.ყველაფერი ისევ ისეთი იყო,როგორც ჩემი წინანდელი აქ ყოფნისას.როგორც კი შევედი,გული სიხარულით ამევსო,თან მოულოდნელობით,ჩემი ის მეგობარი,ზემოთ რომ ვახსენე, (მეგობარს მე ვეძახდი) კუთხეში მდგარ მაგიდასთან ჩამომჯდარა,სიგარეტს აბოლებდა და ჯიბეში იქექებოდა.უცნაური სახე ჰქონდა, აღელვებული, თვალები ჩაცვენილი,სიმსუქნით არც არასდროს გამოირჩეოდა,მაგრამ ახლა უფრო გამხდარი ჩანდრა.როგორც კი დამინახა წამოდგა,ცხადია მეც მივიწიე,გადამეხვია,გადავეხვიე. ხელი სკამისკენ გაიშვირა და მეც ჩამოვჯექი.
          - როგორ ხარ?მკითხა ჩახლეჩილი ხმით და ამ ხმაში ფარული სევდა იგრძნობოდა.
        -მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ,რას აკეთებ,სად ხარ? როგორ გადაიკარგები ხოლმე?
        - ჰოო.რას იზამ.ხან სამსახური,ხანაც მივლინება,თუმცა სად მაქვს სამსახური,უფრო სწორედ სამსახურითვის არ მცალია-თქვა ტუჩები  ტუჩები გააცმაცუნა და გააგრძელა- აი, ახლაც დაღლილი ვარ,გასვლას ვაპირებდი როგორც კი მოწევას მოვრჩებოდი.სჯობს წავიდე.მომდევნო შეხვედრამდე.

        - "არ შეცვლილხარ"-ეს მხოლოდ გავიფიქრე,თქმით კი,იმედი მაქვს,მალე გნახავ-მეთქი.სპეკტკლის ამბავი სულაც არ დამვიწყებია,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.

    წამოდგა.კარისკენ ნაბიჯი რომ გადაედგა იმის ნაცვლად,შეყოვნდა,წამით თვალები დახარა,გაეღიმა, ბოლოს კი ისევ ჩემს წინ ჩამოჯდა და ხელი ისევ ჯიბეში ჩაიყო.მაინტერესებდა რას ეძებდა,მაგრამ ხომ არ ვეტყოდი რას იქექები,ასეთს რას ინხავ-მეთქი.ეს ხომ ზრდილობას დაარღევდა.ხელს ნიკაპით დაეკრდნო და მკითხა:

-გახსოვს,წლების წინ როდესაც შემხვდი,მაშინ მითხარი ჩემი მეგობარი იქნებიო?

-კი,რა თქმა უნდა-ღიმილითხე ვუპასუხე.

-ჰო და მეც ამ დღიდან მეგობრად მიგულე.მეგობრობა კი საქმით მტკიცდება.
 
    ჯიბიდან პატარა წიგნი ამოიღო და ხელებთან დამიდო.

-რა არის ეს?-ვკითხე და წიგნს დავხედე.

-წიგნია.სხვას გავს რამეს? ნაწარმეობია,თუ შეიძლება დაერქვეს ასე.წაიკითხე,ახალი "გამოცმხვარია" და არც არავის წუკითხავს ჯერ.არც მაქვს იმედი,რომ პონჩიკივით გაიყიდება.გაჩუქებ.შეიძლება არც არაფერი მოგცეს,მაგრამ წართმევითაც ვერაფერს წაგართმევს.ეს კი,დიდი საქმეა.

          შემდეგ პირველი გვერდი გადაშალა,ერთი გახუნებული,გატკეპბილი გვირილა ამოიღო,მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე ჭიქაში მოათავსა და გავიდა.ვერ მივხვდი ეს ჟესტი რას ნიშმნავდა,განა ყუნწი გაუმაგრდებოდა გვირილას?რას გაიგებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს