ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2018


ც რ ე მ ლ ე ბ ი (პროზა)

ასეთი ჩვევა მაქვს, როცა გზად მივდივარ, მუდმივად რაღაც საოცარს და ახალს დავეძებ ირგვლივ, ცოცხალს, ლამაზს, იშვიათს, ანდა სრულიად უყურადრებოდ მიტოვებულს, მიუსაფარს.
ფაქტობრივად, აქ დავაკონკრეტებ თუ ზოგადს დავჯერდები არა აქვს მნიშვნელობა თითქმის.
ერთი მთავარია, რომ ყველგან,  უცხო თუ ნაცნობ ყვავილებს შევხარი შორიდანაც და ახლოდანაც.
მიყვარს და მომწონს ველურ გარემოში როცა ხილის შემთხვევით მოსულ  ხეებს გადაეყრება ჩემი მზერა, ჩემდა უნებურად მამახსოვრდდება და აღარასოდეს მავიწყდებიან.
თუ კიდევ მოვხვდები იმ ადგიზე, ისე ვხარობ მათი ნახვით, თითქოს დიდი ხნის უნახავ სისხლით ნათესავს შევხვდი მონატრებული და დაწუხებული.
  ჩემი სოფლის დასაწყისამდე, დაახლოებით 2–3 კმ–ში, გზის თავზე ლამაზად გაზრდილი ლოყაწითელი ვაშლი იყო ამოსული. ყოველწელს  რამდენჯერაც გამივლია, ტოტები ლამის მიწაზე ეწყო, ისეთი მხმოიარე უცნაური ჯიშის ხე  გამომდგარიყო.
ჯერ ყვავილობისას უნდა გენახათ, გადაპენტილი იყო სულ თეთრმოვარდისფერო სურნელოვანი ყვავილებით, ისე რომ ფოთლებს ვერსად შეამჩნევდით თითქმის.
საოცარი და საინტერესო სანახავი იყო.
მასთან 10 მეტრში ყინვასავით ცივი წყარო  გამოდის შირიმის ქვებიდან, დალევისას კბილებს რომ ყინავს.
ამდენივე მანძილში არის ბუნებრივი ჩანჩქერიც.
მოკლედ, საოცარი ადგილის მშვენება, ვაშლის ხე საოცრად უხდებოდა აქაურობას.
სოფელში როცა მივდივარ, ტრანსპორტიდან სახლთან ცოტა მოშორებით ჩამოვდივარ  და მონატრებულ ადგილებს ფეხით მივუყვები. მივდევ ნელა იმ გზას, რომელზედაც, მთელი ჩემი ბავშვობა დაფენილა  და ვკრეფ თანდათანობით მთელ ჩემს ღიმილიან ბავშვობას სევდამორეული ბავშვური სიცელქით.
ახლაც ასე მოვიქეცი. მიმეჩქარებოდა ამ ვაშლის ხისკენ გულაფანცქალებულს.
მივუახლოვდი იმ ადგილს სადაც მეგულებოდა, მაგრამ ვეღარ ვნახე.
მიწის პირიდან იყო მოჭრილი.
გული მეტკინა, იქვე ეგდო მოჭრილი ნაწილი, მივედი მოვეფერე ხელით ორივეს, მათი ცრემლი ამყვა თითებზე, საშინელი გრძნობა ამყვა, თითქოს მე ჩამედინა ეს საშინელება, უკანუკან დავიწიე დამნაშავესავით.
ხმამაღლა დავიწყე იმის მტკიცება, რომ ეს მე არ ჩამიდენია.
მივედი ისევ ახლლოს და ახლა ჩუჩულით ვბუტბუტებდი გაურკვეველ სინანულს, მაგრამ რააა, ცრემლები ეცემოდა ჩემი თვალებიდან, თუმცა  ვერ შევუხორცე ჭრილობა, ვერაფერი ვუშველე.
გული ტკივილით ამევსო.
რა ვერაგია ადამიანი, რამდენ ცოდვას სჩადის მისი ხელები, თითქოს მომძახოდა მოკლული ხე და ზურგში მხვდებოდა მისი ტოტების სიმწარე.
დაზაფრული მივედი სახლში.
დედა შემომეგება. შეეშინდა, ავად ხომ არა ხარ შვილო, მითხარი რით გიშველოო, შემომტრიალებდა.
არა დედა, ვერა, ვერაფერს მიშველიო რომ ვუთხარი, ხელი მაგრად მოკიდა და თვალებში ჩამხედა. მითხარი რამე შვილოო.
მოვუყევი დედას ეს ამბავი.
მან კი მითხრა რომ, ქვემოთა სოფელიდან, ამ ვაშლს ხან ერთი კაცი კრეფდა, ხან ერთი ქალი, რომელიც დაასწრებდა.
მერე კი ქალს დაუჩემებია ჩემია, პირველად მე დავკრიფე ხელი აღარ ახლოო.
კაცს უთქვამს ყველას გვეყოფა მგზავრიც შეჭამს, ჩვენც დავკრიფოთ ამაზე რა გაჩხუბებსო.
ქალი კი იძახდა ჩემია და აქ არ დაგინახოო, კაცს უთქვამს შენი არ არის, ყველასიაო.
მეორე დილით უნახავთ ეს ქალი ცულით რომ ჭრიდა ამ ვაშლს, სულ ძირიდან მოეჭრა, სულ მოეცილებინა ტანი ძირფესვებისთვის შეუბრალებლად.
ეს უხამსობაა ვთქვი მე. როგორი შეუბრალებელი ქალი ყოფილა, როგორ გაიმეტა ნეტავიო, ვნანობდი და დედა კი არაფერს მეუბნებოდა, ხმასაც არ იღებდა.
გამიკვირდა და შევხედე.
დედა ჩუმად ტიროდა და დარცხვენილად მოიმშრალა ცრემლები.
აი შვილო, ეგეთა უდიერია ადამიანი, ზოგს მკვლელი ხელები აქვს, ზოგს კი ოქროს ხელები და გული.
ეეჰ, რას იზამ შვილო, ეგრე ყოფილა ეს ქვეყანა დაწესებული.
ცრემლებითა ვგევართ ერთურსა ჩვენა და ხეები,  შვილო, ცრემლებითა, ტკივილს ორნივ განვიცდით, მაგრამ ჩვენ გულს ვიოხებთ სიტყვებით მაინცა, იმათ რაღა ქნან, ვერც თავს იცავენ, ვერც გაექცევიან მტერსა და დარდს მარტო  გულში იკლავენ.
განა ამისთვინ მისცა მეტყველება და ხელები ღმერთმა ადამიანსა, არა შვილო კეთილ საქმისთვინ აამეტყველა ენა–პირითა და აამოქმედა ორივ ფეხითა და ორივ ხელითა. მაგრამ ეჰ, გონიერება და სიბრძნე ყველას კი არ მაუნდომებავ და ჩაუდვავ გულშია,  შვილო.
უიმისონია რო ვნებენ და  ატირებენ ყველასა.
ვზივარ, შევყურებ ჩემს საყვარელ დედას და სინანული მიწიწკნის გულს უთქმელად, რა ძალიან გულჩვილი გახდი ჩემო მოხუცებულო დედავ ვეფერები თვალებით უხმოდვე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები