ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2018


* * *

შიში არ ვიცოდი-იმ დღეს განვიცადე,
დარდი არ ვიცოდი-იმ დღეს დამეუფლა
შენ რომ წახვედი და აღარ დაუცადე
სიტყვებს, ასე ძლიერ თქმა რომ გამიჭირდა.
მაშინ მეგონა თუ ამას გავბედავდი
წამსვე გაქრებოდა  შენი სხვა ხატება,
მე კი არ მინდოდა სულის გადამრჩენი ლტოლვა ქცეულიყო უცხო დამატებად.
მაშინ ვფიქრობდი, რომ ვაი თუ უარმა
ისე ჩამაქროს და ისე დამანელოს,
ვეღარ დამიფაროს სევდა თვით ვუალმაც
და მხოლოდ ლანდებად ყოფნა გავაგრძელო.
ასე ვამართლებდი ამ ჩემს სიჩუმეს და
ვთვლიდი სიცოცხლისთვის ცქერაც მეყოფოდა,
არც კი მიფიქრია თქმას და უთქმელობას
მაინც თუ შედეგი ერთი ექნებოდა.
ჰოდა, შენ წახვედი და მეც შიშს ავყევი,
იმ დღეს მეგონა რომ ვეღარ ვისუნთქებდი,
როცა გავიფიქრე დარდებს გადავყვები,
მაშინ გადავწყვიტე სწორედ ახლა ვცდები.
მივხვდი არ მიყვარდი, შენში ის მომწონდა
უფრთო, უფერულ დროს რაც მიფერადებდა,
ასე შევეჩვიე ჩემთვის რაც მოგქონდა
და იმ შეჩვეულის კარგვა მადარდებდა.
ახლა კი უბრალოდ თავისუფალი ვარ,
ეს სულის პოვნაა, ეს სულ სხვა რამეა,
ახლა მე უშენო ხედვა შემიძლია,
ვგრძნობ რომ დღეა დღეა და რომ ღამე ღამეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს