ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 ივნისი, 2018


Emily Dickinson - I stepped from Plank to Plank (875)

ემილი დიკინსონი - ძელიდან-ძელზე ფეხის აკრეფით (875)

ძელიდან-ძელზე ფეხის აკრეფით
გადავდიოდი  ნარნარად, ნელა,
ვარსკვლავებს ვგრძნობდი მახლობლად კეფის,
ხოლო ფერხთით კი - ვრცელი ზღვის ღელვას.

აღმოჩნდებოდა ბოლო, თუ არა,
მე არ ვიცოდი - შემდეგი გოჯი,
მერყევ ნაბიჯით ვიდოდი, რასაც
გამოცდილებას უწოდებს ზოგი.

6 ივნისი, 2018 წ.



Emily Dickinson - I stepped from Plank to Plank (875)

I stepped from Plank to Plank
A slow and cautious way
The Stars about my Head I felt
About my Feet the Sea.

I knew not but the next
Would be my final inch —
This gave me that precarious Gait
Some call Experience.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები