ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2018


* * *

მზისფერ ქვიშაზე, მზის ნაშობი შენი სხეული
მუცლით მზით სავსე მწუხარებას ატარებს ჩემსას.
შენ ხარ მირაჟი, ჩემს თვალებთან ჩამოქცეული
და სიზმარივით შორეული.
ჩემს აზრებს კემსავს და თავს უყრის შენი შეხება,
და მზისფერ თმებზე, ჩემს ჩანჩქერად ჩამოშლილ მზერას,
შენი ანფასი ედრება და როგორც ვედრება,
ისე წრფელი ხარ.
მუცლით მზით სავსე მწუხარებას ატარებ ჩემსას.
კვლავ ხარ მირაჟი და ჩემს თვალებს სწყურიათ სივრცე:
მზისფერი ქვიშა, და ზედ ჩემი დამშრალი მზერა
არის დასტური უკვდავების, (სიკვდილის დღემდე )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები