ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2018


ოცივე დღიდან...

სასაცილოა, მაგრამ ასეა
ოცი დღიდან ხუთ დღეს შენზე ვფიქრობ
სამ დღეს, ჩემს ჯანმრთელობაზე
ოთხი დღის ნახევარს
საკვებზე და  მის ფულზე...
კვირა ალბათ დამჭირდება
იმისათვის, რომ
დავფიქრდე,
როგორ გავხდე თავდაჯერებული,
ტკბილი
ემოციური
და სანატრელი
შვილებისა და მათი შვილების,
სიხარულის  გასაზიარებლად.
რადგან , იმ ოცივე დღის
ოცივე დღეს
ვიფიქრო შენზე,
შვილებზე,
და მათ შვილებზე....
დაბადებულებზე და
ჯერარდაბადებულებზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს