ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2018


მეცით პატივი და...

აღარც სიყვარულს ვითხოვ და
აღარც სასწაულს ზეცით.
მსურს ყველა დაგივიწყოთ და
მოდი, პატივი ეცით

ჩემს ამ სურვილს და აორთქლდით,
გადაიკარგეთ, გაქრით.
გინდ მწუხარება გამოთქვით
მერე, გინდ მლანძღეთ წართქმით.

მაინც არ გამოვიდოდა
ჩემგან სათქვენო ღმერთი.
მე მხოლოდ ფუნჯი მინდოდა
და საღებავი ზეთის.

ლექსები მსურდა მეხატა
(სახელს გავითქვამ-მეთქი).
თქვენ კი დამკიდეთ, მე, ხატად,
არც მათქმევინეთ, ვერც ვთქვი,

რომ მეც მოკვდავი ვიყავი
(რას ამიყვანეთ ცაში?!).
ვიმყოფინებდი ბისს, ყვავილს
და გამაძღობდა ტაში.

მაგრამ ვინც ღმერთი არ იცის,
გინდ ასჯერ ჯვარსაც ეცვი,
მისთვის მიწისაც არის ცის.
გაქრით,
პატივი მეცით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები