ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2018


ხათუნა ჭანტურიას

თვალები უფლის წერილია
*
სანაპიროზე თოლიების ბუნტია ახლა,
მზეს ისევ ისე ეჩქარება ზღვაში დამალვა
როგორც პირველად შენი ნახვით გულანთებულს რომ
მსურდა სიმორცხვე დამემალა, თუმცა ამაოდ.

თუმცა ამაო არ ყოფილა არცერთი წამი.
კენჭებზე უფრო მხურვალეა შენი თითების
ყოველ შეხებას მოყოლილი გულის ფანცქალი.

როგორც წინასწარ შერჩეული რითმების მწკრივში
ისე დავეძებ საკუთარ თავს გადმოსაცემად   
გრძნობების, ლექსის, სიყვარულის გადმოსაცემად
ჰორიზონტს იქით.
გაზაფხული შრიალებს ახლა.
ჰორიზონტს აქეთ შევეჩვიეთ უხმო საუბრებს
თვალებს რომ ახელ გეფიცები ალიონს გავხარ.
ალიონს, მინდვრის ყვავილების ბუკეტით ხელში.

ძნელია ალბათ დაიჯერო ასე უყვარდე,
მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა დღესვე უცილოდ
შენი თვალები წერილია უფლის ჩემდამი
და როგორც მოსე პირველ მცნებას ისე ვკითხულობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები