ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2018


ვხედავ...

უკვე  ვისწავლე,
რომ  ეკლიან  გზებს
გვერდი ვუქციო, 
თმენას  ნაჩვევმა;
რომ  მკვდარი  პეპლის 
ფრთები  ნიავზე
ისევ  აგრძელებს 
თრთოლვით  დარხევას...
თუმცა, 
შეძელი  მაინც  იმდენი,
ბედნიერების  ვირგებ  იმედებს _
ასე  სისხლიან  ხორცზე  მიდენილ,
მშიერ,  ცოფიან 
მგლებს  ამშვიდებენ.
ეს  წლები  წარსულს 
ისე  მიცვლიან,
ვკრთები... 
თან  ზღვაში  მლაშე  სისველის
თითებს  ვაწობ  და 
მიმხმარსისხლიან,
სიმწრით  დაკბენილ 
ტუჩებს  ვისველებ.
ზოგჯერ  კი  უცებ, 
როგორც  მაშხალებს,
აანთებ  ჩემში 
სიტყვას  ნაფერებს,
სულს  შემიბერავ, 
ააბარჩხალებ
დაღლილი  მკერდის 
მიმქრალ  ნაკვერჩხლებს.
მაინც  ვერაფრით, 
თუმცა,  მიცდია,
ვახერხებ  ისევ 
წელში  გამართვას,
მაგრამ  უფლებას 
ლურჯზარნიშიან
ცისკენ  გახედვის, 
ვერვინ  წამართმევს!
და  ვხედავ  ღრუბლებს, 
ელვით  გახლეჩილს,
ვხედავ  თაღებში 
მბჟუტავ  დაფიონს...
გადასწი  ფარდა, 
სივრცეს  გახედე,
ერთმანეთზე  ფიქრს 
ცა  დავამთხვიოთ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს