ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2018


* * *

დაგვიბინავდა
ადამიანებს
თვალებში სევდა,
და ჩვენში ცოცხლოს
ყველა მონსტრი
აფსოლიტურად,
რომ ისევ ისეთ
სამყაროში
მოგვიწევს ხედვა,
რომ ყველაფერი
საბოლოოდ
ალოგიკურად !!!
დაგვიმთავრდება მწვანე ფერი,
ღრუბელი,
ზეცა,
წვიმის წვეთები
რომანტიზმსაც
შეწყვეტენ მალე,
უსასრულობას
ხელს ჩავკიდებ
მერწმუნე მეც და
მერე თუ გინდა
წელიწადში
წამები თვალე,
სისხლდაცლილივით
უფერული
გახდება მარტი,
მაისს როგორც სჩანს
უსიცოცხლო
წამები სტკივა,
და ყველა ჩვენგანს
დაეტყობა
ხმის ტემბრზე დარდი,
ხეებს და ფოთლებს
ახლა უფრო
ცრემლები სცვივა,
საკუთარ ქალაქს
ვღალატობ და
მივდივარ არსად,
და ყოველ ღამე
ჩემს მეს გვერდით
ჩამოვუჯდები,
რამდენად ძნელი
ასატანი ყოფილა განცდა,
ემიგრანტ ხალხს რომ
სიყვარულში
გამოუტყდები,
დაგვიბინავდა უამინდო
დღეები სულში,
და გვემატება
რა თქმა უნდა
წლები თან და თან.
ხელებ გაშლილი
ვერ ვიხუტებთ
ვერავის გულში,
და თვალგახელილ
არყის ბოთლზე
გვძინავს
ხანდახან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს