რა სათქმელია, როცა ცდილობ, ისევ გადარჩე, დღის ბოლოს წევხარ საკუთარი შიშის ამარა და ფერმიხდილი მოუყვები სიზმრის დარაჯებს, რომ შიგადაშიგ გენატრება ხისტი სამარე.
რადგან ასეა, გადაგღალა ჰაერის სუნთქვამ, ჰაერის, სადაც კვამლთან ერთად იწვის ნერვებიც. დედის გინებით დაწყებული ვიღაცას უთქვამს, რომ სიბნელეა - გადარჩენას ღმერთს ევედრები.
და რა უნდა ქნა?! შიში გიჭამს თვალის უპეებს, ათას ციანიდს იღებ ხოლმე, როგორც განტვირთვას და გვიან ხვდები, ამდაგვარად ისე დაგღუპავს თავისუფლება, შინაარსით - ყოფნა მარტივად.
რა სიმარტივე, რა სიმშვიდე?! სასაცილოა, ძაღლის ყეფაა ყოველი დღის ალეგორია. დღეს მიცვალებულს განსვენებას აღარ აცდიან, რევოლუციებს ვაანონსებთ სამგლოვიაროს.
დღეს მრევლი ხარ და გაფურთხებენ სულში, რწმენაში, მერე იესოს მეგობრობას დაიჩემებენ. და არის ხალხი, ზიზღი უჩქეფთ ალბათ ვენაში და არის ხალხიც, ხერხემალზე გაჭერენ ჩექმებს.
მოკლედ ასეა, გავიხლიჩეთ, ორი მხარეა - ვიღაცა ამბობს, ჩრდილოეთსაც არა უშავდა, სხვები იტყვიან, დასავლეთი უფრო წყნარია, მე კი გადაჭრით ამ მიწა-წყლის დავრჩი გუშაგად.
აქ ასე არის, დაფასება ვიცით გვიან და ვერცერთი მკვდარი განდიდების შემდეგ ვერ აღდგა. და ჩვენი სისხლი თუ შეერწყა მიწის ნიადაგს, იქვე ყაყაჩო გაიხარებს წითელპერანგა.
რადგან ამ სისხლში დაილექა ისტორიები ათასი მსხვერპლის, თავდადების, ქრისტეს დიდების. დღეს ეკლესიას ანგრევენ და თან მისტირიან უფალს, რომელთან მისასვლელიც დაწვეს ხიდები.
ჰოდა, ასეა, თვალებს გვიჭამს უღმერთო ზეცა ზეცა, რომლისკენ კვამლით სავსე ვერ ადის ლოცვა. პერიოდულად, ზოგიერთი იქცევა მხეცად და სიკვდილს ითხოვს იმის ნაცვლად, არჩიოს მოცდა.
უკმარისობამ მოთმინების დაგვასნეულა, სატკივარების მოშუშება გვინდება სისხლით. და როგორც ადრე, ევროპაში „შავბნელ ავსულებს", ინკვიზიციის ცეცხლში გვინდა ვიხილოთ სისხამ
დილა და მწუხრის ფერი ჭარბობს სივრცეში როცა... ან როგორ გინდა, ზიზღნარევი იყოს სინათლე?! გამუქებული ქალაქიღა ზეციდან მოჩანს. ან ღმერთი რაა, ვინღა იხრის ქედს მის წინაშე?!
დღეს ხატის ნაცვლად ფიტულია ბილწსიტყვაობის, გვაიძულებენ ვეთაყვანოთ, თან ვეზიაროთ და აღარ გვინდა, დავაღწიოთ თავი ტყვეობას, რადგან ძნელია, სიმართლისკენ გეზი აიღო.
რომ სირცხვილია საკუთარი თავის სრულყოფა, რომ ჩაგვყვირიან, ძველებურად ვიდგეთ ნაგავში. ალბათ, ვიღაცის სურვილია ფესვებთან გაყრა და ისიც უნდა, დავიხალოთ სულში ნაგანი.
რომ სულიერი თვითმკვლელობა არის სიკვდილი, ტრაგედიებიც გაგვიწვიმდა კოკისპირულად, ხანდახან ხდება, ამ ქალაქში მიწაც იკივლებს და აზანზარებს უკანონოდ ნაშენ კორპუსებს.
მოკლედ ასეა, საიმედო ბევრი არ ითქმის, ყოველდღიურად ვიგერიებთ ახალ ურჩხულებს. ჩვენი სამშობლო ამდაგვარად დაინგრა, თითქმის, მაგრამ იმედი, როგორც ლოცვა, მაინც ჩურჩულებს.
აქ ისევ დარჩა ხალხი, ვისაც სიცოცხლე უჩქებს, ძარღვებში, სულში, სიტყვასა თუ თვალის გუგებში. და როგორ მინდა, გაუთენდეს ქალაქის ქუჩებს დილა, რომლის მზეც სინონიმი არის ნუგეშის.
06.2018
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ასეთი წერილი რომ მიმეღო... კარგია ასეთი წერილი რომ მიმეღო... კარგია
21. უჩქებს - კორექტურაა
ვერ წავიკითხე განწყობით უფრო სწორად საქმის გამო ვერ წავიკითხე კარგად
მოვუბრუნდები უჩქებს - კორექტურაა
ვერ წავიკითხე განწყობით უფრო სწორად საქმის გამო ვერ წავიკითხე კარგად
მოვუბრუნდები
20. მადლობა კომენტარებისთვის :) მადლობა კომენტარებისთვის :)
19. ისეთი მართალი და ტკივილიანი ლექსია, ძნელია გულგრილად წაიკითხო და საკუთრი ფიქრი არ დაინახო. თუმცა კარგია, რომ იმედი მაინც დაგვიტოვა ავტორმა :) მომეწონა ისეთი მართალი და ტკივილიანი ლექსია, ძნელია გულგრილად წაიკითხო და საკუთრი ფიქრი არ დაინახო. თუმცა კარგია, რომ იმედი მაინც დაგვიტოვა ავტორმა :) მომეწონა
18. კარგია, იმედის ჩურჩულიღა გვრჩება მართლა ნუგეშად... კარგია, იმედის ჩურჩულიღა გვრჩება მართლა ნუგეშად...
17. გაიხარეთ... ასევე... გაიხარეთ... ასევე...
15. საოცარი მიდგომები გაქვთ :) საკუთარ ლექსებზე ნამდვილად არ ვაპირებ მსჯელობას და სიღრმეების ჩაძიებას. გასაგებია თქვენი აზრი და ლიტ. გემოვნებაც. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ! საოცარი მიდგომები გაქვთ :) საკუთარ ლექსებზე ნამდვილად არ ვაპირებ მსჯელობას და სიღრმეების ჩაძიებას. გასაგებია თქვენი აზრი და ლიტ. გემოვნებაც. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ!
14. რატომ ფიქრობთ და არ დაუშვით ის ,რომ პირველი სალოცავი და საზრუნავი ემიგრანტისათვის ასეთი წერილი რომ არ შეგექნეთ მისაწერი,სწორედ დედების დაბრუნებაა?? რომ ერთმანეთთან ზნეობრივი და მორალური ურთიერთობები უფრო წარმოაჩენს და შეკრავს ერს(მოკლავს შიმშილსაც), ვიდრე დაცინვით,ცინიზმით ღრეობით "ზეაღმატებული" "ყოვლისშემძლე" "მე ვარ რაცავარს" ღირებულებები? ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა როგორც პირველსავე შეხედვით გვხვდება თვალში ეგეც ხოა?? ჰოდა მე თქვენთან დაფიქსირებული მკითხველის რაოდენობის სიმრავლე გამოვკვეთე; რაც ალბათ ქულებზეც იქნება გათვლილი.( კი ნამდვილად არ გამომდის კარგად თქვენს მიმართ და მაგრამ თავს უფლება მივეცი ეს ყოველივე აღმეღნიშნ.თუ გავითვალისწინებთ იმას რაც დღეს გავიგე თქვენს შესახებ, რომ თქვენ წყენის დახვრეტაც შეგძლებიათ. :) გულიც ამიგულიანდა და როგორც ყოველთვის, ვირჩიე სიმართლე ალალად აღმეღნიშნა. თუმცა ვიცი რომ
წყენის დახვრეტას ადვილად უმკლავდებიან "დიდსულოვანი" ადამიანები ვიდრე სიმართლის აღიარებას.
რატომ ფიქრობთ და არ დაუშვით ის ,რომ პირველი სალოცავი და საზრუნავი ემიგრანტისათვის ასეთი წერილი რომ არ შეგექნეთ მისაწერი,სწორედ დედების დაბრუნებაა?? რომ ერთმანეთთან ზნეობრივი და მორალური ურთიერთობები უფრო წარმოაჩენს და შეკრავს ერს(მოკლავს შიმშილსაც), ვიდრე დაცინვით,ცინიზმით ღრეობით "ზეაღმატებული" "ყოვლისშემძლე" "მე ვარ რაცავარს" ღირებულებები? ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა როგორც პირველსავე შეხედვით გვხვდება თვალში ეგეც ხოა?? ჰოდა მე თქვენთან დაფიქსირებული მკითხველის რაოდენობის სიმრავლე გამოვკვეთე; რაც ალბათ ქულებზეც იქნება გათვლილი.( კი ნამდვილად არ გამომდის კარგად თქვენს მიმართ და მაგრამ თავს უფლება მივეცი ეს ყოველივე აღმეღნიშნ.თუ გავითვალისწინებთ იმას რაც დღეს გავიგე თქვენს შესახებ, რომ თქვენ წყენის დახვრეტაც შეგძლებიათ. :) გულიც ამიგულიანდა და როგორც ყოველთვის, ვირჩიე სიმართლე ალალად აღმეღნიშნა. თუმცა ვიცი რომ
წყენის დახვრეტას ადვილად უმკლავდებიან "დიდსულოვანი" ადამიანები ვიდრე სიმართლის აღიარებას.
13. გულიანა, ჯერ აღვნიშნავ, რომ თემური ძალიან კარგად წერს. სულ მინდა ვრცელი კომენტარი დავუტოვო, მაგრამ ვერ მოვიცალე.
ახლა, რაც შეეხება შედარებას, ვფიქრობ, სულ სხვა ლექსია და რატომ მოიტანეთ აქ ვერ გავიგე. ზოგადად, ლექსების შედარებაც არ მიმაჩნია მართებულად, ყველა ავტორი თავისებურად გადმოსცემს შინაგანი წვის პროცესს. გასაგებია, რომ ეს ლექსი არ მოგეწონათ, ამაზე დავას ვერავის დავუწყებ :) გულიანა, ჯერ აღვნიშნავ, რომ თემური ძალიან კარგად წერს. სულ მინდა ვრცელი კომენტარი დავუტოვო, მაგრამ ვერ მოვიცალე.
ახლა, რაც შეეხება შედარებას, ვფიქრობ, სულ სხვა ლექსია და რატომ მოიტანეთ აქ ვერ გავიგე. ზოგადად, ლექსების შედარებაც არ მიმაჩნია მართებულად, ყველა ავტორი თავისებურად გადმოსცემს შინაგანი წვის პროცესს. გასაგებია, რომ ეს ლექსი არ მოგეწონათ, ამაზე დავას ვერავის დავუწყებ :)
12. თემური მაკარაძე 2018-06-10 23:07
აი მისამართი. თემური მაკარაძე 2018-06-10 23:07
აი მისამართი.
11. გულიანა, ყოველგვარი გულწრფელობა კარგია :) ისე, ლექსის ლინკიც რომ დაგედოთ, არ იქნებოდა ურიგო და საშუალებას მომცემდა თქვენი შეხედულება უფრო დეტალურად გამეანალიზებინა.
მადლობა, ნექტარ. გულიანა, ყოველგვარი გულწრფელობა კარგია :) ისე, ლექსის ლინკიც რომ დაგედოთ, არ იქნებოდა ურიგო და საშუალებას მომცემდა თქვენი შეხედულება უფრო დეტალურად გამეანალიზებინა.
მადლობა, ნექტარ.
10. სათქმელიც მესმის და ტკივილსაც ვგრნობ ამ განცდებისას ,მით უმეტეს რომ განვიცდი...მაგრამ ალალად უნდა ავღნიშნო თემურ მაკარაძეეს ლექსში,ამ სათქმელის მეტად გადმოცემული ტკივილი.
გულწრფელად დავაფიქსირე "გაოცებაც" შემფასებელთა სათქმელითა და რაოდენობით.
პატივისცემით... სათქმელიც მესმის და ტკივილსაც ვგრნობ ამ განცდებისას ,მით უმეტეს რომ განვიცდი...მაგრამ ალალად უნდა ავღნიშნო თემურ მაკარაძეეს ლექსში,ამ სათქმელის მეტად გადმოცემული ტკივილი.
გულწრფელად დავაფიქსირე "გაოცებაც" შემფასებელთა სათქმელითა და რაოდენობით.
პატივისცემით...
9. ხოო,კარგი, რაღაც მონანური სევდაა ჩამდგარ–ჩაგუბებული, ხოო,კარგი, რაღაც მონანური სევდაა ჩამდგარ–ჩაგუბებული,
8. მადლობა, მუხა. ეს ლექსი დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა. ჯერ ორის სტროფი, მერე დღეები გავიდა, კიდევ ორი სტროფი. მერე ორ კვირაზე მეტი გავიდა და ერთ საათში დაიწერა ბოლომდე. ბოლოს, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე სიტყვა შევცვალე. მოკლედ, როცა წერ მთელი თვე და ამდაგვარ კომენტარს წაიკითხავ, ხვდები რომ ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა. მით უმეტეს, თქვენ პირდაპირ იცით თქმა და "შეღავათს" არ ველოდები :)
ნი ნი, მადლობა დროისთვის. მადლობა, მუხა. ეს ლექსი დიდი ხნის განმავლობაში იწერებოდა. ჯერ ორის სტროფი, მერე დღეები გავიდა, კიდევ ორი სტროფი. მერე ორ კვირაზე მეტი გავიდა და ერთ საათში დაიწერა ბოლომდე. ბოლოს, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე სიტყვა შევცვალე. მოკლედ, როცა წერ მთელი თვე და ამდაგვარ კომენტარს წაიკითხავ, ხვდები რომ ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა. მით უმეტეს, თქვენ პირდაპირ იცით თქმა და "შეღავათს" არ ველოდები :)
ნი ნი, მადლობა დროისთვის.
7. ძალიან მომეწონა.ეს მეგობარს კი არა ყველა ემიგრანტის გულთან მისასვლელი გზაა,ეს ცხოვრების ისტორიაა თავის ბედითა თუ უბედობით, , ტკივილიანი და იმედიანი. სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი, ბევრ სტროფიანი ლექსია, რომელიც ხელმეორედ წავიკითხე. მადლობა ავტორო. ძალიან მომეწონა.ეს მეგობარს კი არა ყველა ემიგრანტის გულთან მისასვლელი გზაა,ეს ცხოვრების ისტორიაა თავის ბედითა თუ უბედობით, , ტკივილიანი და იმედიანი. სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი, ბევრ სტროფიანი ლექსია, რომელიც ხელმეორედ წავიკითხე. მადლობა ავტორო.
6. მართლაც ბევრი სტროფია, მაგრამ მშვენიერი სტროფები :) მართლაც ბევრი სტროფია, მაგრამ მშვენიერი სტროფები :)
5. თეა, თავფურცლისთვის ბევრი სტროფია, დაეზარებათ წაკითხვა :))
ნეფერტარ, გამიხარდა ასეთი განცდა თუ დაგიტოვა. გარკვეულწილად, ვეცადე კიდეც, რომ... ყველას მადლობას გიხდით დროისთვის და კომენტარებისთვის. თეა, თავფურცლისთვის ბევრი სტროფია, დაეზარებათ წაკითხვა :))
ნეფერტარ, გამიხარდა ასეთი განცდა თუ დაგიტოვა. გარკვეულწილად, ვეცადე კიდეც, რომ... ყველას მადლობას გიხდით დროისთვის და კომენტარებისთვის.
4. მდარე ხარისხის პროვინციული ლექსია მდარე ხარისხის პროვინციული ლექსია
3. დავით, მომეწონა. ლამის დაუჯდომელივით წავიკითხე. 5.
პირველ კომენტარს ვეთანხმები.
დავით, მომეწონა. ლამის დაუჯდომელივით წავიკითხე. 5.
პირველ კომენტარს ვეთანხმები.
2. მდაა.......... მდაა..........
1. რა ხანია, ასეთი ეფექტი არ მოუხდენია ლექსს... პირდაპირ გადავამისამართებ თავფურცლისკენ :)
რა ხანია, ასეთი ეფექტი არ მოუხდენია ლექსს... პირდაპირ გადავამისამართებ თავფურცლისკენ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|